ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა 21 საფეხურით დაიწია და 95-ე ადგილზეა
ფიფამ აპრილის სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა სერიოზული რეგრესი განიცადა.

მართალია, თემურ ქეცბაიას გუნდს გასულ თვეში საერთოდ არ უთამაშია, მაგრამ 21 საფეხურით ჩამოქვეითდა და დღეისთვის 95-ე პოზიციაზეა.

საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში ყველა მეტოქეს ჩამორჩა - გადაგვასწრო ფინეთმაც, რომელმაც ხუთი ადგილით ზემოთ აინაცვლა და დღეისთვის 79-ეა.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის სხვა ბინადრებს, ესპანეთმა რეიტინგის ლიდერობა შეინარჩუნა, საფრანგეთი მე-16 პოზიციაზე დარჩა, ბელარუსმა კი 69-ედან 68-ე ადგილზე აინაცვლა.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა, 25-საფეხურიანი პროგრესი კი ჩრდილოეთ კორეას აქვს.

იმასაც გეტყვით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გვისწრებენ რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ესტონეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ლატვია და ლიტვა.

რაც შეეხება რეიტინგის საუკეთესო ათეულს, იქაც საკმაო ცვლილებებია. ესპანეთმა, როგორც გითხარით, ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა, გერმანია და ურუგვაი თითო საფეხურით დაწინაურდნენ, პორტუგალია, ხორვატია და დანია - ორით, თითოადგილიანი უკუსვლა განიცადეს ბრაზილიამ, ინგლისმა და არგენტინამ, ჰოლანდიამ კი ორი ადგილი დათმო. ზეათეულიდან დანიამ იტალია გამოაძევა.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს ოცი საუკეთესო ნაკრების ჩამონათვალი ასეთია:

1. ესპანეთი

2. გერმანია

3. ურუგვაი

4. ჰოლანდია

5. პორტუგალია

6. ბრაზილია

7. ინგლისი

8. ხორვატია

9. დანია

10. არგენტინა

11. რუსეთი

12. იტალია

13. ჩილე

14. საბერძნეთი

15. კოტ დივუარი

16. საფრანგეთი

17. შვედეთი

18. ირლანდია, შვეიცარია

20. მექსიკა

...95 საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tornike
სიტყვები არ მყოფნის, უბრალოდ - იდიოტურზე იდიოტური სისტემა ყოფილა ეს რეიტინგი. ყურადღებას არც მიაქცევდა კაცი, მაგ რეიტინგზე რომ არ იყოს დამოკიდებული საკვალიფიკაციო ჯგუფების შემადგენლობა... აუცილებლად უნდა დაისვას საკითხი ამ სისტემის გადახედვის. ძალიან დიდი უსამართლობა ხდება
ramo
არ არსებობს მარტო ბოლო წლის შედეგი იყოს. უფრო ბოლო4 წლის შედეგი უნდა იყოს.
GIA
დათვლა ალბათ ხდება ბოლო ერთი წლის მაჩვენებლებით, რაც იმას ნიშნავს რომ ხორვატიასთან თამაში ერთი წლის და 1 ერთი თვის წინ ჩატარდა. რაც ავტომატურად ხორვატიასთან ნაჩვენებ შედეგს აღარ ითვალისწინებენ.
გიო
არ ვიცი და იქნებ მითხრათ რატომ ჩამოგვართვეს ხორვატიასთან გამარჯვებისთვის მოპოვებული ქულები? რა მოხდა?
Geoxxx
ნაკრების ასეთი უკუსვლის მიზეზი კი ხორვატიის ნაკრებთან შარშანდელი გამარჯვებისთვის (1:0) მოპოვებული ქულების ჩამოკლებაა. ეს რას ნიშნავს ვერ გავიგე
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა