"ლიონმა" საფრანგეთის თასის ნახევარფინალში მესამე დივიზიონის წარმომადგენელი "გაზელეკი" გაანადგურა
გაზელეკ აიაჩო-ლიონი 0:4

გაზელეკ აიაჩო: რასტელო, ბოკონიანო, რაშიდი, ფილიპი, რომეი, პოგჟი, კოლინე, დუფო (6. ბოესო), სეიმანი, ვერდიე (74. გბიზი), კოლორედო (76. დიალო)

ლიონი: ლორისი, კონე, ლოვრენი, დაბო, გონალონი (77. ფოფანა), ჩელსტრიომი, ბრიანი, ლაკაზეტი (71. ბასტოსი), გომისი, ლ. ლოპესი (79. გრენიე)

გოლები: 0:1 ლაკაზეტი (59), 0:2 ლოპესი (73), 0:3 გრენიე (80), 0:4 გომისი (90)

"ლიონმა" საფრანგეთის თასის ნახევარფინალში მესამე დივიზიონის წარმომადგენელი "გაზელეკი" გაანადგურა, მაგრამ ეს მხოლოდ მას მერე მოახერხა, რაც ქვედალიგელი 10 კაცით დარჩა. არბიტრმა საიდ ენჟიმიმ 38-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველი კოლინე ბაფეტიმბი გომისის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევა.

"ლიონმა" შეხვედრა სრულად კონცენტრირებულმა დაიწყო. პირველი ხიფათი კიმ ჩელსტრიომმა შექმნა, თუმცა მასპინძლებმაც მალევე უპასუხეს კოლორედოს მომენტით. "ლიონი" შტანგამ იხსნა. ეს არ იყო უკანასკნელი მწვავე შეტევა უგო ლორისის კართან. საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯს სეიმანის, ვერდიესა და პოგჟის სახიფათო დარტყმების მოგერიებაც მოუხდა.

ამასობაში მოვიდა 38-ე წუთი და მოხდა ის, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა კიდეც. მეორე ნახევარში "ლიონმა" საქმე დაიწყო და დაამთავრა. პირველი გოლი ლაკაზეტმა დამატებაზე შეაგდო. მერე ანტონი რევეიერის პასით ლისანდრო ლოპესმა გამოიჩინა თავი.

მესამე გოლისას უხეშად შეცდა რასტელო, რომელიც გამოსვლაზე ბურთს ვერ შესწვდა და წამებით ადრე შეცვლაზე შესულმა გრენიემ პირველივე შეხებით ბურთი თავზე გადაუგდო. გომისმა კი მასპინძლები კონტრშეტევაზე დაიჭირა.

ფინალი "სენ დენიზე" 28 აპრილს გაიმართება, სადაც "ლიონი" "კევილისა" და "რენის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ეს მატჩი წუხელ უნდა გამართულიყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა