ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვარსკვლავები კორტის მიღმა

ვარსკვლავები კორტის მიღმა

ჩოგბურთელი და მუსიკოსი სასიყვარულო სცენებს თამაშობენ შემდეგ ტექსტზე: "თუ მომერგება, შენი ტანსაცმლით წავალ"
ამ ცოტა ხნის წინ კაროლინ ვოზნიაცკიმ ახალ ამპლუაში სცადა ბედი - მომღერალი გახდა. ამან Tennis.com-ს სხვა ჩოგბურთელების კორტისმიღმა საქმიანობის გახსენების საბაბი მისცა.

კაროლინ ვოზნიაცკი: ჟანგბადი პარალიმპიელებისთვის

კაროლინ ვოზნიაცკის მიერ ჩაწერილი სიმღერის - Oxygen-ის შესახებ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ გახდა ცნობილი.

იტყობინებოდნენ, რომ ამ აქციით კაროს სურდა თავისი ორი სამშობლოს - დანიისა და პოლონეთის პარალიმპიურ ნაკრებებს დახმარებოდა. მაშინ სიმღერის ჩაწერა არ მოხერხდა - როგორც ჩანს, ლონდონის თამაშებამდე ორი წლით ადრე ამ პროექტის გაშვება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.

შედეგად "ჟანგბადმა" დღის სინათლე ორი კვირის წინ იხილა და როგორც შემსრულებელმა განაცხადა, მალე კლიპსაც გადაიღებს.

ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებაზე, ალბათ, არ ღირს ლაპარაკი - თუმცა ზოგიერთი მსმენელი საკმაოდ ორიგინალურ შეტყობინებებს ტოვებს. მაგალითად, ერთ-ერთმა დანიელმა თაყვანისმცემელმა დაწერა: "ახლა ხომ დარწმუნდით, რომ ის პოლონელია?"

ძმები ბრაიანები: Bryan Bros Band

33 წლის ტყუპი ძმები მუსიკით უფრო სერიოზულად არიან გატაცებულნი.

თავდაპირველად Bryan Bros Band-ის წევრები იყვნენ თავად ძმები და მათი მამა - უეინი. ოჯახური ჯგუფი სიმღერებს საშინაო კომპიუტერზე წერდა და საჩოგბურთო საღამოებზე მღეროდა.

2008 წელს ძმებმა გაიცნეს და დაუმეგობრდნენ პროფესიონალ მუსიკოსს დევიდ ბეირონს და ამ მეგობრობის პროდუქტი გახდა ალბომი - Let It Rip, რომელიც დღემდე იყიდება iTunes Store-ში.

ალბომის ერთ-ერთი კომპოზიციის (Autograph) ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ენდი მიურეიმ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ენდი ამ გამოცდილების გამო ბრიტანეთის ტელევიზიის ეთერში წითლდებოდა, ნოვაკი კი მას ცოცხლად ასრულებდა.

მომავალ წელს ანდრე აგასის მემუარებით შთაგონებულმა ძმებმა გამოუშვეს სინგლი - Open My Heart, რომელშიც ასეთი სიტყვებია: "მე ვიცი, რომ იმას აკეთებდი, რაც არ უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ ახლა მზად ვარ გაგიღო საკუთარი გული და იქ სიყვარულით შეგიშვა".

ნოვაკ ჯოკოვიჩი: მარტინ სოლვეიგი და "შეუჩერებელნი 2"

ნოვაკ ჯოკოვიჩი მთავარი საჩოგბურთო არტისტია. ამიტომაც მისი გამოჩენა მარტინ სოლვეიგის კლიპში არავის გაკვირვებია; მით უმეტეს, რომ სერბი იქ საკუთარ თავს თამაშობს და თან მოქმედება როლან გაროსზე ვითარდება.

სიუჟეტის მიხედვით, ჯოკოვიჩმა თავისი დროული ჩარევით გადაარჩინა სოლვეიგი მეორე ცნობილ მუსიკოსთან, ბობ სინკლერთან (რომელსაც სუსტი სქესის გულშემატკივრები ამხნევებდნენ პლაკატით - World Hold On) მარცხს. საბოლოოდ, სოლვეიგმა მაინც წააგო და ამის მიზეზი ასევე ჩოგბურთელი გახდა - გაელ მონფილსი.

ჯოკოვიჩის სამსახიობო კარიერა გაგრძელდა სილვესტერ სტალონეს ბოევიკის - "შეუჩერებელნის" სიქველში. თავად ჩოგბურთელმა ამ გამოცდილებას თავისი ერთ-ერთი ყველაზე გიჟური საქციელი უწოდა. ნოვაკის როლი შემდეგში მდგომარეობს: ერთ-ერთ სცენაში ის ჩოგნით აწვენს ბეჭებზე ტერორისტთა ჯგუფს. ამ ფილმს ზაფხულში ვნახავთ.

რაფაელ ნადალი: შაკირა

ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, რაფა ნადალს ხუმარას ვერ ვუწოდებთ, რამდენიმე წლის წინ კი ის ერთი მორცხვი ბიჭი გახლდათ. მით უფრო გასაკვირი იყო მისი მონაწილეობა შაკირას მუსიკალურ კლიპში, სადაც ჩოგბურთელი და მუსიკოსი სასიყვარულო სცენებს თამაშობენ შემდეგ ტექსტზე: "თუ მომერგება, შენი ტანსაცმლით წავალ".

ვანია კინგი: ამერიკის ხმა

23 წლის ვანია კინგი ამერიკელი ჩოგბურთელია, რომელმაც "დიდი სლემის" ორი ტურნირი მოიგო წყვილთა თანრიგში. კინგმა ჩოგბურთსა და ვოკალში მეცადინეობა ერთდროულად დაიწყო და არც მაშინ მიატოვა მუსიკა, როცა პროფესიონალ ჩოგბურთელად ჩამოყალიბდა.

მინიატურული კალიფორნიელის აქტივშია აშშ-ის ეროვნული ჰიმნის შესრულება ამერიკის ღია პირველობაზე და "ლოს ანჯელეს დოჯერსის" სტადიონზე. გარდა ამისა, ვანიას აქვს პირადი YouTube-არხი, სადაც ის ცნობილი კომპოზიციების საკუთარ ვერსიებს ამატებს.

მონიკა სელეში, მარტინა ჰინგისი, მარტინა ნავრატილოვა: ვარსკვლავებთან ცეკვა

წარსულში სამი სახელოვანი ჩოგბურთელი სცდიდა საკუთარ ძალებს პოპულარულ საცეკვაო შოუში:

მონიკა სელეში - 2008 წელს, მარტინა ჰინგისი - 2009 წელს და მარტინა ნავრატილოვა - 2012 წელს.

სელეშმა და ნავრატილოვამ ორი კვირა "გაქაჩეს" ამერიკულ პროექტში, ჰინგისმა კი ბრიტანეთის ტელევიზიაში მხოლოდ ერთხელ იცეკვა.

ჟუსტინ ანენი: პარაშუტით ხტომა და ტელევიზია

ჟუსტინ ანენს პარაშუტით ხტომა კარგი ცხოვრების გამო არ დაუწყია. როგორც მოგვიანებით თავად ჩოგბურთელმა მოყვა, 2004 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მას ცუდად გადაჰქონდა ადრენალინის ნაკლებობა და მეუღლემ გასართობად სკაიდაივინგი შესთავაზა.

შედეგად, ამას მოჰყვა ოლიმპიადაზე ტრიუმფი, რომელიც პირველი იყო რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ. მოგვიანებით ბელგიელმა ამ ხერხს არაერთხელ მიმართა.

2009 წელს, ჩოგბურთიდან წასვლის შემდეგ, ჟუსტინი ბელგიური რეალითიშოუს გმირი გახდა. პროექტს ეწოდებოდა - "ჟუსტინ ანენის 12 გამოცდა" და მასში ჩოგბურთელი საკუთარ თავს სხვადასხვა პროფესიაში სცდიდა - ფეხბურთიდან დაწყებული, მსახიობობით დამთავრებული.

როგორც ჩანს, სატელევიზიო გამოცდილება ჟუსტინს ძალიან მოეწონა. ამიტომაც ერთი წლის შემდეგ, იდაყვის ტრავმის სარეაბილიტაციო პერიოდისას, ჩოგბურთელმა მუსიკალური ნომერი შეასრულა ბელგიურ ტელეშოუ Cap48-ში. ელეგანტურ თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი ის ვინმე მაიკლთან ერთად ცეკვავდა და მღეროდა.

იანიკ ნოა: შანსონიე

იანიკ ნოამ კარიერის დასრულებამდე დაიწყო სიმღერა - დაახლოებით ათი წლის წინ. ახლა მის კოლექციაში რვა ალბომია, რომელთაგანაც ოთხი საფრანგეთის ჰიტ-აღლუმებში პირველ ადგილს იკავებდა.

1991 წელს, დევისის თასზე საფრანგეთის გამარჯვების შემდეგ, სტადიონმა ერთად იმღერა ნოას ჰიტი - Saga Africa.

2006 წელს ალბომით Charango ნოა საგასტროლო ტურნეში გაემგზავრა, რომელიც ერთი წელი გაგრძელდა და შედეგად, ეს დისკი საფრანგეთში ოქროსი გახდა. 2009 წელს ნოას დებიუტი ჰქონდა აშშ-ში - ნიუ იორკის ფესტივალ Central Park Summer Stage-ში გამოვიდა, ერთი წლის შემდეგ კი, ალბომით Frontieres 80 ათასი მაყურებელი შეკრიბა "სტად დე ფრანსზე".

ვენუს უილიამსი: ტანსაცმელი, ინტერიერი, წიგნები

ვენუს უილიამსი 2007 წელს გახდა დიპლომიანი დიზაინერი, მანამდე კი თავისი ტანსაცმლის ხაზი - Eleven გამოუშვა:

"მიყვარს მოდა და მომწონს ის, რომ ახლა შემიძლია საკუთარი დიზაინერული განათლების გამოყენება და ტანსაცმლის შექმნა - ეს ოცნების ასრულებაა. ჩემი მიზანია ისეთი ტანსაცმლის შექმნა, რომელიც ქალებს აქტიური ცხოვრების საშუალებას მისცემს და თან მოდის პიკზე იქნებიან".

ვენუსის ბრენდმა აღიარება 2010 წელს მოიპოვა, როცა ჯერ ავსტრალიის ღიაზე და შემდეგ როლან გაროსზე წარმოადგინა თავისი დიზაინერული ნოუ-ჰაუ - ხორცისფერი სპორტული თეთრეული. "მულენ რუჟის" სტილში ჩაცმულობით უფროსმა უილიამსმა პარიზის კორტებზე ნამდვილი სენსაცია მოახდინა.

ტანსაცმლის გარდა, ვენუსი ინტერიერის დიზაინით არის დაკავებული. მისი კომპანიის - V Starr Interiors-ის რეზუმეში ვხედავთ ტელეპროგრამა Tavis Smiley Show-ის გადასაღებ მოედანს, საცხოვრებელ ოთახებს ნიუ იორკის ოლიმპიურ სოფელში (ეს ქალაქი 2012 წლის ოლიმპიადის მიღებისთვის იბრძოდა); აგრეთვე - ოფისებსა და აპარტამენტებს პალმ-ბიჩის რაიონში.

დაბოლოს, უფროსი უილიამსი 2010 წელს აშშ-ში პოპულარულ ჟანრში - self-help-ში შექმნილი წიგნის ავტორი გახდა.

"მოხვიდე და გაიმარჯვო, ანუ როგორ მივაღწიოთ საკუთარ პროფესიაში წარმატებას სპორტის წყალობით". ვენუსს თავისი წიგნით ტურიც კი ჰქონდა მთელ ქვეყანაში და ამის წყალობით, მისი ნამუშევარი, The New York Times-ის ვერსიით, ბესტსელერების ტოპ-ხუთეულში მოხვდა.

სერენა უილიამსი: სერიალების გმირი

სერენა უილიამსის ფილმოგრაფიაში ათობით სურათია და მხოლოდ ერთში ითამაშა მან საკუთარი თავი. დანარჩენ შემთხვევებში იყო სერიალები - სერენამ მართალია ეპიზოდური, მაგრამ ნამდვილი როლები ითამაშა.

თანაც ისეთ სახელგანთქმულ ფილმებში, როგორებიცაა: "სასწრაფო დახმარება" და "კანონი და წესრიგი". ერთხელ კი, შორეულ 2004 წელს, სერენამ მხატვრულ ფილმშიც სცადა ბედი - კომედიაში "სილამაზის მაღაზია".

იანკო ტიპსარევიჩი: DJ wannabe

სერბ ჩოგბურთელს თავის ტვიტერში 100 ათასი ფოლოვერი ჰყავს. მან აღიარა, რომ თავიდან სოციალურ ქსელში მხოლოდ იმის გამო შევიდა, რომ თვალი მიედევნებინა თავისი საყვარელი დიჯეებისა და მათი რელიზებისთვის. რამდენიმე კვირის წინ იანკომ მოთამაშეებისთვის მოწყობილ საღამოზე თვით ბობ სინკლერთან ერთად დაუკრა.

"დიდი ხანია, დიჯეის პროფესია ჩემი ჰობია. ყველა საჭირო მოწყობილობა მაქვს. ბავშვობიდან ვაღმერთებ მუსიკას. თავისუფალი დრო ბევრი მრჩება, ამიტომაც ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. ამას მუსიკა ჰქვია".

ენდი როდიკი: რადიო

ენდი როდიკი და მისი მეუღლე ბრუკლინ დეკერი ადრეც სტუმრობდნენ ჩოგბურთელის მეგობრის, ბობი ბოუნსის რადიოშოუს. მაგალითად, ერთ-ერთ ეპიზოდში პროგრამის მონაწილეებმა ინტელექტის შესამოწმებელი ექსპრეს-ტესტი გაიარეს და სტუდიაში ყველაზე ჭკვიანი დეკერი აღმოჩნდა.

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ბოუნსი და როდიკი სხვა რადიოპროექტის რანგში გაერთიანდნენ - ახლა მათ Fox Sports Radio-ში შაბათის დღის პროგრამა მიჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!