ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

NBA: რეკორდების დამხობა შესაძლებელია

NBA: რეკორდების დამხობა შესაძლებელია

Bleacher Report-ის ექსპერტმა გამოარჩია ოთხი რეკორდი, რომელიც შეიძლება NBA-ში დღეს მოთამაშე კალათბურთელებმა დაამხონ
ეტან გრანტმა - Bleacher Report-ის ექსპერტმა გამოარჩია ოთხი რეკორდი, რომელსაც ათწლეულობის განმავლობაში ვერაფერს აკლებენ, მაგრამ ის შეიძლება NBA-ში დღეს მოთამაშე კალათბურთელებმა დაამხონ. ამის თქმის საშუალებას იძლევა ამ მოთამაშეთა მიმდინარე სტატისტიკა.

შეცდომები

კანდიდატები: ლებრონ ჯეიმსი, ჯეისონ კიდი, დერონ უილიამსი, რასელ უესტბრუკი.

უესტბრუკის მიერ დაშვებული ჯარიმების რაოდენობა კატასტროფულია. თუ ის ასეთ ტემპში გააგრძელებს, თავის მე-16 სეზონში დაამხობს რეკორდს, ოღონდ არ უნდა ჩამოვიდეს მატჩში 3.5 შეცდომის მაჩვენებელზე დაბლა.

უილიამსსაც აქვს კარგი შესაძლებლობა, თუმცა თავისი 1576 შეცდომით ის ჯერ შორს არის კარლ მელოუნის რეკორდამდე, რომელიც 4524 შეცდომას უდრის. მაგრამ დერონი გამთამაშებელია და გუნდის შეტევითი მოქმედებები, ძირითადად, მისი გავლით ვითარდება. ამიტომაც "ნეტსის" მცველმა, უბრალოდ, უნდა შეინარჩუნოს ან ოდნავ გადააჭარბოს თავის ნორმას (2.6), მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ მისი მეშვიდე სეზონია.

ამ რეკორდის მოპოვების კარგი შანსები აქვს ჯეისონ კიდს. მას კარიერაში უკვე 3916 შეცდომა დაუგროვდა და 600-ზე მეტი სჭირდება პირველ ადგილზე გადასასვლელად. თუ ის 40 წლამდე ითამაშებს (როგორც დაგეგმილი აქვს), ვეტერანს ორი ცუდი სეზონი ეყოფა მელოუნის გასასწრებად.

ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც ახლა NBA-ში თავის მეცხრე სეზონს ატარებს და ერთი ამდენი სათამაშო აქვს, 2264 შეცდომა დააგროვა, ანუ რეკორდამდეც ნახევარი გზა აქვს გავლილი. შეტევით სისტემაში აქტიური როლის წყალობით, ლებრონის მაჩვენებელი თამაშში 3.5 შეცდომას უდრის.

თამაშების რაოდენობა

კანდიდატები: ჯეისონ კიდი, კობი ბრაიანტი.

თუ უმაღლეს დონეზე იმდენს ითამაშებს, რამდენიც კიდმა ითამაშა, ბევრ რეკორდზე შეიძლება პრეტენზიის გამოცხადება.

არც ეს ნომინაცია გახდა გამონაკლისი - კიდს დაახლოებით 300 თამაში სჭირდება იმისთვის, რომ გააუმჯობესოს ლიგაში ჩატარებული მატჩების რეკორდი, რომელიც რობერტ პერიშს ეკუთვნის.

რა თქმა უნდა, ამისთვის მას კიდევ ოთხი სეზონის ჩატარება სჭირდება, მაგრამ თუ ვინმეს ამის გაკეთება შეუძლია, ეს, პირველ რიგში, სწორედ კიდია, რომელიც თავის თამაშებს ისეთ დონეზე ატარებს, როგორსაც 39 წლის ასაკში არავინ ელოდა.

თუ მან ამ რეკორდის მოხსნა შეძლო, პირველ ადგილზე დიდი ხანი არ გაჩერდება. ფენომენი კობი ბრაიანტი MVP-ის დონეზე თამაშობს თავის მე-15 სეზონს. მას კარიერაში უკვე 1158 მატჩი აქვს.

კობი თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თუ ის მწყობრშია, სრულად ითამაშებს რეგულარულ ჩემპიონატს და თან ამას უმაღლეს დონეზე გააკეთებს. ბრაიანტი იმ მოთამაშეების კატეგორიას ეკუთნის, რომლებიც ან კარგად თამაშობენ, ან საერთოდ არ თამაშობენ.

თუ ის ასევე გააგრძელებს, მაშინ 39 წლის ასაკში დაამხობს ამ რეკორდს - მას ხელი არ უნდა შეუშალოს ლოკაუტებმა, ტრავმებმა და კალათბურთიდან წასვლამ.

პასები

კანდიდატები: კრის პოლი, რიკი რუბიო, რაჟონ რონდო

ბრწყინვალე პასის მქონე ესპანელი რიკი რუბიო, რომლის სასტარტო სეზონი მუხლის მძიმე ტრავმის გამო შეწყდა, საშუალოდ 8.2 შედეგიან პასს ასრულებს. ყველა გადაცემა მიმართულია ისეთი მოთამაშეების მისამართით, როგორებიც არიან კევინ ლავი, დერიკ უილიამსი და ნიკოლა პეკოვიჩი. მთელი თამაში "მინესოტაში" ესპანელის გარშემო არის აწყობილი და შემდეგ სეზონებში მისი საერთო მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი გახდება.

ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, მაგრამ ჯონ სტოკტონის დროიდან მოყოლებული, რუბიოს თამაში ყველაზე მეტად ჰგავს ჯონისას. აქვეა რაჟონ რონდო, რომელსაც ბევრი მიიჩნევს NBA-ს საუკეთესო გამთამაშებლად. მას საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ ყველა დროის რეკორდის მფლობელი გახდეს.

რონდოს მაჩვენებლები პირველ ორ სეზონში არადამაიმედებელი იყო და 3.8 და 5.2 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. სამაგიეროდ, მომდევნო ორ სეზონში ეს მაჩვენებელი შესაბამისად, 11.2 და 11.0 პასს უტოლდებოდა. თუ ის გააგრძელებს სრულყოფას (რაც მას ჩვეულებად ექცა), მომავალში, უფრო მეტად გამოცდილი, ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

კრის პოლს რეკორდებზე შინაგანი მოთხოვნილება აქვს. ის მშვიდად ლიდერობდა ლიგას ხუთი სეზონის განმავლობაში ჩაჭრების რაოდენობით, კიდევ ორ სეზონში კი ყველაზე წინ იყო შედეგიანი გადაცემებით.

დღეს მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს თავისი შედეგები: ძლიერი პარტნიორები - ბლეიკ გრიფინი და დეანდრე ჯორდანი, აგრეთვე - კარგი გუნდი. თუ პოლი სრულფასოვნად ითამაშებს სეზონებს და სწორად გაანაწილებს პრიორიტეტებს, მაინც ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენად ბევრ შედეგიან გადაცემას შეასრულებს და რამდენად მიუახლოვდება სტოქტონის მაჩვენებელს - 15 806 პასს. კარიერაში მისი საშუალო მაჩვენებელი 9.8 შედეგიან გადაცემას უდრის, რაც 0.7-ით ნაკლებია სტოქტონის 10.5-ზე.

ქულები

კანდიდატები: კევინ დურანტი, ლებრონ ჯეიმსი, კობი ბრაიანტი

კევინ დურანტს სერიოზული მხარდაჭერა აქვს პარტნიორებისგან, რაც მას იმდენი სროლის საშუალებას აძლევს, რამდენიც სურს. ეს იმ მისიის შესრულებაში დაეხმარება, რომელიც 19 წლის ასაკიდან იტვირთა. ის ნამდვილი სნაიპერია და ეს აძლევს შანსს, დააგროვოს კარიერაში 30 ათასზე მეტი ქულა.

ჯეიმსი კიდევ ერთი კალათბურთელია, რომელიც ადრეულ ასაკში მოხვდა ლიგაში. მან უკვე დააგროვა 18 726 ქულა და თითქმის ნახევარი გზა აქვს გავლილი რეკორდამდე. "მაიამიში" ორწლიანი თამაშის შემდეგ მისი საშუალო მონაგარი დაეცა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, რადგან გუნდში "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე კიდევ ორი კალათბურთელია.

მას თავისუფლად შეუძლია მატჩში 30 ქულის დაგროვება. მაგრამ დრო გვიჩვენებს, რამდენად გაუძლებს ის მუდმივად ბურთის სროლისა და ჩაგდების ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ვერ შეძლებს ვინმეს მოტყუებას.

კობიმ უნდა გააუმჯობესოს ეს რეკორდი. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა 18 წლის ასაკში მოხვდა ლიგაში, ის ქულების დაგროვების მანქანა იყო. თუ ვინმე შეეჭიდება ქარიმ აბდულ ჯაბარის რეკორდს (38 387 ქულა), პირველ რიგში, ეს სწორედ "შავი მამბა" იქნება.

კობიმ იცის კარგად სროლა და აქვს მკვლელის ინსტინქტი - ეს მას დაეხმარება ყველა დროის რეკორდის მოხსნაში. მას დაახლოებით 9000 ქულა დარჩა რეკორდამდე. თუ კიდევ ექვს სეზონს ითამაშებს და საშუალოდ ჩემპიონატში 1500 ქულას დააგროვებს (ეს არის საშუალოდ თამაშში 18.3 ქულა, რაც გაცილებით ნაკლებია მის საშუალო კარიერულ მონაგარზე), ის მიაღწევს ამ მწვერვალს.

ყველა ეს რეკორდი შესაძლებელია კარგი ჯანმრთელობისა და სურვილის შემთხვევაში. მაგრამ NBA-ს გულშემატკივრებისთვის ეს იქნება მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან თავად იხილავენ ერთ-ერთი რეკორდის დამხობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!

197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია

[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა

[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

საქართველო 5:0 ესტონეთი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა

პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"

"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა