ბუქარესტიდან გამარჯვებით დაბრუნებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს ვლადიმერ ვარძელაშვილი შეხვდა
ბუქარესტიდან გამარჯვებით დაბრუნებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს, რომლებმაც ევროპის პირველობაზე პირად პირველობაში მიღწეული წარმატების გარდა, ჭაბუკებში გუნდური გამარჯვება, ახალგაზრდებში კი მეორე ადგილი მოიპოვეს, სამბოს ცენტრალურ დარბაზში შეხვდა და გამარჯვება მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ ვარძელაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, დავით ნამგალაურმა.

მინისტრმა და სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა სამბოს ხვალინდელ დღეზეც ილაპარაკეს. ითქვა სასიამოვნო სიახლის შესახებაც. ამიერიდან მოზრდილების მსგავსად, ჭაბუკთა ნაკრების წარმატებული მოჭიდავეებიც მიიღებენ სახელმწიფოსგან ფულად წახალისებას...

გამარჯვებულებს და პრიზიორებს მკითხველი "ლელოს" გუშინდელ ნომერში გაეცნო. შეგახსენებთ, რომ ბუქარესტიდან სამშობლოში მედლით 16 ქართველი დაბრუნდა 20 მონაწილიდან, ანუ უმედლოდ მხოლოდ 4 დარჩა.

განსაკუთრებით იყოჩაღა შმაგი ლაგაზაურმა (62 კგ). მან ზედიზედ დაამარცხა აზერბაიჯანელი არზივ შუკოროვი, უკრაინელი ვალდიმირ გონგალო, ბელარუსი სერგეი უშივეცი და ამ ორთაბრძოლაში მხარი დაიზიანა, ფინალში ტრავმირებული გავიდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში 8:6 დაამარცხა მოლდოველი ვლადისლავ პლემედიალე და ჩემპიონი გახდა. მხარის ტკივილის გამო ლაგაზაურს მსაჯმა ხელიც ძლივს ააწევინა გამარჯვების ნიშნად...

შეიძლება ითქვას, ერთი ოქროს მედალი უშანგი კოკაურმა (+100 კგ) აჩუქა რუმინელ დანიელ ნატუას. გორელი ფალავანი 8:0 უგებდა მასპინძელს, როდესაც კიდევ ერთხელ წამოიწყო შეტევა, რომლის დროსაც თვითონ მოჰყვა თავის ფანდზე და 168 კგ-იანი მეტოქის ქვეშ მოექცა...

ნამდვილი აღმოჩენა იყო სამტრედიელი უშანგი მარგიანი (75). ისე დამაჯერებლად დაამარცხა მან თავისი ყველა მეტოქე, მრავალნაცადმა ჩემპიონებმა რომ იციან...

ჩვენი მოჭიდავეების აქილევსის ქუსლი, როგორც იტყვიან ხოლმე, სუნთქვაა, ანუ გამძლეობა. ამ მხრივ ბუქარესტში პრობლემა არ ყოფილა. ეს აღნიშნეს კიდეც მეტოქეებმა.

ჩვენების კოზირი კი სამბოში ჩვენივე დედაჭიდაობა ქართულია. ვინც მშობლიური ქართული ჭიდაობა იცის, სამბოშიც წარმატებებს აღწევს. ეს იგრძნობოდა ბუქარესტშიც.

წლეულს, შემოდგომაზე, ჩვენს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს ბულგარეთში მსოფლიოს პირველობა ელით. ვფიქრობთ, მსოფლიოზეც მედალთცვენის მოწმენი გავხდებით...

ბოლოს ერთი ფრაზა, რომელიც ბუქარესტის სპორტის სასახლეში, "სალა პოლივანტეში", ორი უცხოელი მწვრთნელის საუბრიდან მოვისმინეთ: თუ ქართველი მოჭიდავეები არ ასპარეზობენ რომელიმე ტურნირზე, ამით ჭიდაობის ნებისმიერ სახეობაში შეჯიბრებას ხალისი ეკარგებაო.

დიახ, ეს სპორტი საჩვენო საქმეა. ამიტომ უნდა მივხედოთ და გავუფრთხილდეთ.

ბუქარესტისთვის სამბისტთა ნაკრები მოამზადეს მწვრთნელებმა: ემინ რაშმა, არჩილ ჩოხელმა, კობა ედიშერაშვილმა და გიორგი ჩიტაშვილმა.

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა