რა რჩევას აძლევს ქუთაისის "ტორპედოს" 24 წლის ნახევარმცველს თამაშის წინ გია გეგუჩაძე
ქუთაისის "ტორპედომ" ბოლო მატჩები წარმატებით ითამაშა, თბილისის "დინამოს" გადაასწრო და მესამე ადგილზეა.

რა თქმა უნდა, შედეგი ყველაზე მთავარია, მაგრამ მხოლოდ ქულები და დაკავებული ადგილი არ არის რეზულტატი - გუნდში ფეხბურთელების პროგრესიც ძალიან მნიშვნელოვანია და შედეგის გაზომვა ამითაც შეიძლება.

24 წლის ვალერი ბოლქვაძე საშუასეზონო პერიოდში მივიდა "ტორპედოში". ჯერ ვერ იყო ისეთ კონდიციაში, ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებისთვის რომ არის აუცილებელი, თუმცა თანდათან შედის ფორმაში და შეიძლება ითქვას, რომ უკვე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ყალიბდება. წინა ტურში "ტორპედომ" "მერანს" 2:0 რომ მოუგო, გოლიც გაიტანა...

- ფაქტია, "ტორპედოში" უკვე ახერხებ ფეხის მოკიდებას - კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?

- კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ჯერ კიდევ ბევრი შრომა და მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაა საჭირო. ამ ეტაპზე კი ყოველივე ეს მხოლოდ ნორმალური დასაწყისია. ამას რომ ვამბობ, ვითვალისწინებ ახალ გუნდს, ახალ გარემოს და კიდევ იმას, რომ საკმაოდ ბევრი გამიცდა.

- ინდივიდუალური პროგრამით ემზადები თუ მხოლოდ გუნდთან ერთად ვარჯიშობ?

- გუნდთან ვარჯიშის გარდა, ინდივიდუალური პროგრამაც მაქვს, რომელიც "ტორპედოს" ფიზმომზადების მწვრთნელმა ივო კატუშიჩმა შემიდგინა. საკუთარ თავს ვატყობ, რომ ინდივიდუალური პროგრამა ძალიან დამეხმარა და გარკვეული დროის შემდეგ გაცილებით მეტსაც მომცემს.

- როგორ ფიქრობ, მომდევნო სეზონისთვის უკვე ოპტიმალურ ფორმაში იქნები?

- მომდევნო სეზონი - ზუსტად ეს არის ჩემი მოტივაციის ყველაზე კარგი საზომი, რადგან ყველაზე უფრო ის მაინტერესებს, თუ რა დონეზე შემიძლია ფეხბურთის თამაში მაშინ, როცა ძლიერ გუნდში ვარ და ყველანაირი პირობა მაქვს შექმნილი განვითარებისთვის. ასეთ დროს ყველაზე მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს: საუკეთესო მწვრთნელი. მერწმუნეთ, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთი სიტყვით, მომდევნო სეზონში გაცილებით მეტს ველი საკუთარი თავისგან და ასე იქნება ნებისმიერი ახალი სეზონის წინ.

- მწვრთნელი ახსენე და კონკრეტულად რას გავალებს გია გეგუჩაძე, რა სპეციფიკა დაინახე ამ მწვრთნელში?

- დავალება ასეთია: თამაშის დალაგება, გამწვავებაზე წასვლა და ზონების დროულად გადაკეტვა. ამ ყველაფრის გარდა, მწვრთნელი მეუბნება: იყავი ლაღი და თავისუფალი მოედანზე. ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მწვრთნელი ამას თამაშის წინ გეუბნება.

- ბოლო ხუთი მატჩიდან "ტორპედომ" ორი წააგო, ერთი ფრედ ითამაშა და ორი მოიგო; "დინამოს" გადაასწარით და ამ დროისთვის სამეულში ხართ - სატურნირო ცხრილი ზუსტად ასახავს ძალთა იმ ბალანსს, რაც რეალურად არის მოწინავე გუნდებში?

- არა და გეტყვით რატომაც - "დინამოსთან" ასპროცენტიანი გოლი არ ჩაგვითვალეს და შესაბამისად, ორი ქულა დავკარგეთ. რუსთავში "მეტალურგმა" გადამწყვეტი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანა და დავმარცხდით. რომ არა ასეთი ფაქტორები, გაცილებით უკეთ გამოჩნდებოდა, ვინ ვისზე უკეთესია.

- მომდევნო ტურში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გელით სტუმრად გორის "დილასთან", რომელიც ახალი მწვრთნელის ხელში მძლავრად ათამაშდა და ძალიან სოლიდური კონტინგენტიც ჰყავს - პროგნოზის გაკეთებას არ გთხოვ, უბრალოდ, საინტერესოა, რას ელი ამ შეხვედრისგან?

- პირველ რიგში, იმას, რომ გულშემატკივარი შემტევ, სანახაობრივ თამაშს იხილავს, თუნდაც იმიტომ, რომ ორივე გუნდი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის.

- გულშემატკივარზე ჩამოვარდა სიტყვა და, ალბათ, დამეთანხმები, რომ ქუთაისელი ქომაგი ძალიან მომთხოვნია. ძნელი ყოფილა მათი გულის მოგება?

- ქუთაისელ გულშემატკივარს ყოველთვის ის უნდა, რომ მისი საყვარელი გუნდი პირველი იყოს და რა თქმა უნდა, ძალიან მომთხოვნია. დრო გამოაჩენს, თუ რამდენად მოვახერხებ ქუთაისელ ქომაგთა გულის მოგებას.

- როგორ ატყობ, ამ დროისთვის რომელი ტორპედოელია ყველაზე პოპულარული ქუთაისში?

- ჩვენი მეკარე ომარ მიგინეიშვილი. ის ძალიან სტაბილური და, უბრალოდ, საუკეთესოა.

- "მერანს" გოლი საჯარიმო დარტყმით გაუტანე - ამაზე საგანგებოდ ვარჯიშობ?

- ბოლო დროს აღარ. როცა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ვიყავი, ყოველი ვარჯიშის შემდეგ მოედანზე ვრჩებოდი და ჯარიმების დარტყმაში ვვარჯიშობდი. "დინამოს" შემდეგ ფეხბურთი ნორმალურად არცკი მითამაშია. რომელ გუნდშიც არ წავედი, არ იყო იმის საშუალება, რომ დამონტაჟებული კედელი დამეყენებინა და მევარჯიშა. "ტორპედოში" კი ყველაფერს ხელახლა ვიწყებ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

odala
რა ქართულია 'საშუასეზონო'? ან ენას რას იმტვრებს ავტორი, ან თითებს? უფრო იოლი და მოკლე არ არის შუასეზონის? ახალ ქართულს იგონებთ? 2 წიგნი მაინც არ წაგიკითხავთ?
Burton
ეს ბიჭი "ტორპედოს" ლიდერი გახდება! წარმატებები! შრომა და შრომა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა