"ლივერპულმა" პრაქტიკულად აღიარა, რომ კლუბის მიერ გატარებული სატრანსფერო პოლიტიკა მთლიანად წარუმატებელი იყო
"ლივერპულმა" კარისკენ მიუთითა სპორტულ დირექტორ დამიენ კომოლის და ამით პრაქტიკულად აღიარა, რომ კლუბის მიერ გატარებული სატრანსფერო პოლიტიკა მთლიანად წარუმატებელი იყო.

მხოლოდ ლუის სუარესში გადახდილი 22,8 მილიონი ფუნტი შეიძლება მივიჩნიოთ გამართლებულად. ძირითადად კი კლუბი ვარსკვლავებში ან ეგრედ წოდებულ ვარსკვლავებში გაუმართლებლად დიდი ფულს იხდიდა.

ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ენდი კეროლის, ჯორდან ჰენდერსონის, სტიუარტ დაუნინგისა და ჩარლი ადამის ტრანსფერები. მიუხედავად მათი ნიჭისა, რასაც თავისთავად არავინ უარყოფს, "ენფილდზე" ამ ეტაპზე ისინი ვერ ამართლებენ. "ლივერპული" კი იძულებულია, შემადგენლობის გასაძლიერებლად 115 მილიონის დახარჯვის შემდეგ იმაზე ინერვიულოს, რომ ბოლო 50 წლის ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს.

ჯონ ჰენრისა და ტომ ვერნერისთვის ცხადი იყო, რომ ვიღაცას პასუხი უნდა ეგო. კომოლის გარდა იყო მეორე კანდიდატურაც - კენი დალგლიში. შოტლანდიელს ამ ეტაპზე ალბათ ის შველის, რომ დღემდე "ენფილდის" კერპად რჩება, თუმცა თუკი რეგრესი გაგრძელდა, მას ვეღარც ეს არგუმენტი იხსნის. იოლად შეიძლება იმის პროგნოზი, რომ ლიგის თასის გარდა "მეფე" შეიძლება ასოციაციის თასის მოგებამაც ვერ იხსნას.

"ლივერპულმა" კომოლის სტანდარტული სამადლობელი წერილი გზაში დააწია. "ჩვენ მადლობას ვუხდით იმ ღვაწლისთვის, რაც მან კლუბის წინაშე გაიღო და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლო კარიერაში," - ნათქვამია "ლივერპულის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სუარესის გარდა კომოლი "ლივერპულის" სასარგებლოდ კიდევ ერთ ტრანსფერში არ შეცდა, როცა ფერნანდო ტორესი 50 მილიონად "ჩელსიში" გაუშვა.

"ლივერპულიდან" ყოფილ სპორტულ დირექტორს ერთადერთი კაცი გამოექომაგა. ვინ იქნებოდა ეს თუ არა კენი დალგლიში. აი, რა თქვა ლეგენდარულმა შოტლანდიელმა: "ჩვენ ერთმანეთთან არაჩვეულებრივი სამუშაო და ადამიანური ურთიერთოები გვაკავშირებდა.

მისი წასვლით გულნატკენი ვარ, მაგრამ ისიც მესმის, რომ ფეხბურთში მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის რაღაც საფუძვლის გამო ხდება. ის ძალიან მეხმარებოდა ყველა სატრანსფერო საქმეში, რასაც მიზნად ვისახავდით. ყველა ის ფეხბურთელი, ვინც მან "ენფილდზე" მოიყვანა, ჩემი მოთხოვნით გააკეთა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა