ITM-ის თასის გათამაშების მე-7 ტური ერთ-ერთი ლიდერის, "საუთლენდის" საშინაო გამარჯვებით დაიწყო. სამხრეთელებმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე...

ITM-ის თასის გათამაშების მე-7 ტური ერთ-ერთი ლიდერის, "საუთლენდის" საშინაო გამარჯვებით დაიწყო. სამხრეთელებმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამარცხეს მე-11 ადგილზე მყოფი "ნორთ ჰარბორი" - 47:21.

"საუთლენდმა" მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანა, აქედან ორი შუამარბ კენ ლინის ანგარიშზეა, მგეზავმა რობი რობინსონმა შვიდიდან ექვსი გარდასახა.

ლიდერთა ჯგუფის სხვა სამი წარმომადგენელი, "ქენთერბერი", "ველინგტონი" და "მანუკაუ" მე-7 ტურში სტუმრად თამაშობდა. ამათგან გამარჯვებას მხოლოდ ერთმა - "ქენთერბერიმ" მიაღწია. ქრაისთჩერჩელებმა სტუმრად დაამარცხეს პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლი "ნორთლენდი" - 27:23.

სტუმრებმა პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშეს და 21:16 მოიგეს. მეორე ნახევარში მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობის მოპოვება შეძლეს, თუმცა მხოლოდ ანგარიშის ოთხ ქულამდე შემცირება მოახერხეს.

საინტერსო შეხვედრა გაიმართა ოკლენდში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა მოწინავე ოთხეულის წარმომადგენელ "ველინგტონს" სძლია - 21:15 და სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე გადაბარგდა. სტუმრებს თხუთმეტივე ქულა მგეზავმა ლიმა სოპოაგამ მოუტანა, რომლის ანგარიშზეც ხუთი საჯარიმოა. ოკლენდელებმა კი საპასუხოდ ორი ლელო გაიტანეს.

მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი მეთ ბერკვისტი იყო, რომელმაც ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და სამი საჯარიმო მიითვალა (16 ქულა). კიდევ ერთი პოტენციური ნახევარფინალისტი "ვაიკატო" სტუმრად ვერას გახდა "ტარანაკისთან" - 19:28. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით - 15:16 წააგეს, თუმცა მეორში მეტოქეს მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანის საშუალება მისცეს, თვითონ კი მონაგარს 13 ქულა შემატეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

VII ტური

საუთლენდი-ნორთ ჰარბორი 47:21, ბეი ოფ პლენტი-მანავატუ 41:13, ჰოუქს ბეი-ვაიკატო 27:27, ნორთლენდი-ქენთერბერი 23:27, ოკლენდი-ველინგტონი 21:15, ტარანაკი-მანუკაუ 28:19, ტასმანი-ოტაგო 11:13.

სატურნირო მდგომარეობა

1. ქენთერბერი - 26 ქულა, 2. საუთლენდი - 26, 3. ოკლენდი - 22, 4. ტარანაკი - 22, 5. ვაიკატო - 21, 6. ველინგტონი - 21, 7. მანუკაუ - 19, 8. ნორთლენდი - 17, 9. ბეი ოფ პლენტი - 17, 10. ჰოუქს ბეი - 10, 11. ტასმანი - 10, 12. ოტაგო - 9, 13. ნორთ ჰარბორი - 9, 14. მანავატუ - 7.

VIII ტური

ვაიკატო-საუთლენდი, მანავატუ-ოქლენდი, ველინგტონი-ჰოუქს ბეი, ტარანაკი-ქენთერბერი, ტასმანი-ნორთ ჰარბორი, ოტაგო-ნორთლენდი, ბეი ოფ პლენტი-მანუკაუ.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა