სამი ერის წლევანდელი გათამაშება ახალი ზელანდიის ნაკრებმა წაუგებლად დაასრულა. "ოლ ბლექსი" ამ შეჯიბრების ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც...

სამი ერის წლევანდელი გათამაშება ახალი ზელანდიის ნაკრებმა წაუგებლად დაასრულა. "ოლ ბლექსი" ამ შეჯიბრების ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც სეზონში ყველა თამაში მოიგო.

ბოლო მატჩი ახალზელანდიელებმა ავსტრალიის ნაკრებთან სიდნეიში გამართეს. "ვოლაბებს" მეორე ადგილი განაღდებული ჰქონდათ, თუმცა მათთვის მატჩს მაინც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლებს "ოლ ბლექსთან" წაგებათა ცხრამატჩიანი სერია უნდა შეეწყვიტათ. მიზანთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ...

ავსტრალიელებმა ყველაფერი გააკეთეს, სამი ერის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული შინ გაწბილებული რომ გაეშვათ. "ვოლაბები" იმდენად კარგად ირჯებოდნენ, რომ მე-60 წუთისთვის ცამეტი ქულის სხვაობით - 22:9-ს იგებდნენ. მერე კი ყველაფერი თავდაყირა დადგა.

თამაში ახალზელანდიელების შეტევებით დაიწყო და ცხრა ნომერმა პირი ვიპუმ ანგარიში საჯარიმოთი გახსნა - 3:0. მასპინძლებს ბევრი არ დაუხანებიათ და ოთხ წუთში შუამარბმა მეთ გიტომ საჯარიმოთივე გაათანაბარა - 3:3. კიდევ ოთხ წუთში კი ისევ ვიპუმ იყოჩაღა - 6:3 და მალე, მე-16 წუთზე საჯარიმოებით ჩხვლეტებს ბოლო გარემარბმა ჯეიმზ ოკონორმა მოუღო.

ახალზელანდიელებმა მარტივი, თითქმის ბავშვური შეცდომა დაუშვეს. მასპინძელთა სასარგებლოდ შერკინება "ოლ ბლექსის" ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან დაინიშნა. იქიდან ბურთი რვა ნომერმა ბენ მაკკალმენმა აიტაცა და მარჯვენა, მოკლე ფრთისკენ დაიძრა. იქ დაცვაში მყოფი სამივე ახალზელანდიელი რატომღაც მის შესაჩერებლად გაეშურა და ოკონორის მანევრი გამოეპარათ. მაკკალმენმა სამივეს ახლოს მისვლა აცალა და თანაგუნდელს ბურთი დროულად გადააწოდა. ოკონორის მიერ გატანილი ლელო გიტომ ვერ გარდასახა - 8:6.

სამაგიეროდ, ავსტრალიელთა გარემარბმა პირველი ნახევრის ბოლო ათ წუთში ორი საჯარიმოს გატანა შეძლო - 14:6, ასე დასრულდა პირველი ტაიმი. შესვენების შემდეგ სათამაშო უპირატსეობას ისევ ავსტრალიელები ფლობდნენ. 46- ე წუთზე მგეზავმა ქუადე კუპერმა "ვოლაბების" მრავალფზიანი შეტევის მიმართულება დროულად შეცვალა, ბურთი მარცხნივ, მოკლე ფრთაზე შუამარბ ადამ ეშლი-კუპერს გადააწოდა, ის მეტოქის ლელოსკენ ძალიან სწრაფად დაიძრა.

მას გარემარბი ლეჩი ტერნერი მიჰყვა, ეშლი-კუპერმა მანევრით აჩვენა, რომ გადაცემის გაკეთებას აპირებდა და მოტყუებულ მცველებს ხელიდან დაუსხლტა. გიტომ ეს ლელოც ვერ გარდასახა - 19:6. მე-60 წუთემადე ვიპუმ და გიტომ თითო საჯარიმო გაცვალეს - 22:9 და აი, აქ დაიწყო. ახალი ზელანდიის ნაკრები თითქოს მთლიანად გამოცვალესო, როგორც სჩვევია, სწრაფი, თავბრუდამხვევი კომბინაციებით ათამაშდა. "ოლ ბლექსი" შეტევას საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ხელდახელ ბურთაობით იწყებდა და მეტოქის ლელომდე აღწევდა.

67-ე წუთზე ავსტრალიელებმა დაახლოებით ისეთივე შეცდომა დაუშვეს, როგორიც სტუმრებმა პირველი, ჯეიმზ ოკონორის ლელოსას. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შერკინება "ვოლაბების" ოცდაორმეტრიან ზონაში, ლელოდან 15 მეტრის დაშორებით დაინიშნა. აქ ყველაზე უკეთ ვითარებაში ახალზელანდიელთა კაპიტანი რიჩი მაკქოუ გაერკვა, რომელმაც მასპინძელთა დაცვის ხაზს ლამის შემოურბინა და ეფექტური ლელო გაიტანა. ვიპუმ გარდასახა - 16:22.

მატჩის დასრულებამდე დრო საკმარისად იყო. ახალზელანდიელებმა თამაშის გადარჩენის შანსი იგუმანეს და უფრო გააქტიურდნენ, რასაც ვერაფრით ვიტყვით "ვოლაბებზე". ისინი ბოლო წუთებში რატომღაც ძალზე უსუსურად გამოიყურებოდნენ.

73-ე წუთზე "ოლ ბლექსმა" კიდევ ერთი შედეგიანი იერიში განახორციელა. ამ ეპიზოდში ბრწყინვალედ გაისარჯნენ მორკინელები. რომელთა იერიშიც მესამეხაზელმა კირან რიდმა დააბოლოვა. ვიპუმ ხელსაყრელი პოზიციიდან კიდევ ერთხელ გარდასახა და ახალზელანდიელები ერთი ქულით დააწინაურა - 23:22.

"ვოლაბებს" დარჩენილ ექვს წუთში მატჩის ბედის შემობრუნების მცდელობაც კი არ ჰქონიათ. ახალზელანდიელები წარმატების მოლოდინში გაათკეცებული ენერგიით ირჯებოდნენ და ავსტრალიის ნაკრებს ზედიზედ მეათედ მოუგეს - 23:22.

სამი ერის წლევანდელი გათამაშება ძალზე საინტერესო, ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენით, უცნაური ამბებით დახუნძლული გამოდგა. ახალზელანდიელმა რიჩი მაკქოუმ ლეგენდარული შონ ფიცპატრიკის რეკორდი გააუმჯობესა. მან "ოლ ბლექსს" 52 მატჩში უკაპიტნა.

"სამი ერის ბოლო შეხვედრა ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორიც სხვა დანარჩენი. ერთი კვირა გამალებით, დიდი რუდუნებით ვემზადებოდით.

მატჩის სამი მეოთხედი ისე მიილია, რა გეგმაც დავისახეთ, ვერ განვახორციელეთ, ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. წაგების საფრთხემ გუნდი ერთბაშად გამოაფხიზლა. ბოლო ოც წუთში საკუთარ თამაშს მივაგენით, უკვე ყველაფერი გამოგვდიოდა და ჩვენი შეჩერება ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლებელი იქნებოდა.

ეს ძალიან მახარებს, რადგან გუნდს მებრძოლი ხასიათი გამოუმუშავდა. მომავალ წელს მსოფლიოს თასის გათამაშება გველის, სადაც უამისოდ წარმატების მიღწევაზე ოცნებაც არ შეიძლება" - თქვა მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების კაპიტანმა.

ავსტრალია-ახალი ზელანდია 22:23

ავსტრალია (15-9) ბეილი, ოკონორი, ეშლი-კუპერი (ე.ფაინგაა 75), გიტო, ტერნერი, კუპერი (ბარნსი 69), გენია (ბარჯესი 72). (1-8) რობინსონი, მური, მააფუ (სლიპერი 53), ჩისჰოლმი (მამი 56), შარპი, ელსომი, პოკოქი, მაკკალმენი (ბრაუნი 73).

2ლ: ეშლი-კუპერი, ოკონორი. 4ს: გიტო (3), ბეილი.

ახალი ზელანდია (15-9) მულიაინა, ჯეინი (რეინჯერი 69), სმითი, ნონუ, დაგი, კრადენი (სლეიდი 61), ვიპუ (ქოუანი 78). (1-8) ვუდკოქი, მეალამუ, ო.ფრენქსი (აფოა 61), თორნი, დონელი (ბორიჩი 61), ვიტო (კაინო 49), მაკქოუ, რიდი.

2ლ: მაკქოუ, რიდი. 2გ3ს: ვიპუ

მსაჯი: მარკ ლოურენსი (ს.აფრიკა)

საბოლოო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ახ.ზელანდია 6 6 0 0 +73 27

2. ავსტრალია 6 2 0 4 -26 10

3. ს.აფრიკა 6 1 0 5 -47 7

paata
მმმაგარი თამაში იყო :)
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე