საქართველოს 19-წლამდელებმა პორტუს ტურნირში ფრანგი თანატოლები არ დაინდეს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუს 30-ე საერთაშორისო ტურნირზე ერთმანეთისგან განსხვავებული ორი შეხვედრა ჩაატარა. ჯერ იმას ვიტყვით, რომ ორგანიზატორებმა თავდაპირველი გრაფიკი შეცვალეს და 12 აპრილის ნაცვლად, ტურნირი 11 აპრილს დაიწყეს. ჩვენი პირველი მეტოქე კი საფრანგეთის ნაცვლად, მასპინძელი პორტუგალია იყო.

ოთარ კორღალიძის გაწვრთნილებისთვის პირველი შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა - მასპინძლებმა 5:0 მოიგეს. მატჩის მიმოხილვა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ვნახეთ.

პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა - თავი ბრუმამ გამოიჩინა. ტაიმის მიწურულს კი საქართველოს კარი მეორედ ივან კავალეირომ აიღო.

მასპინძელთა უპირატესობა მეორე ნახევარში უფრო გამოიკვეთა. ტიაგო ფერეირას, ფაბიო მარტინსისა და ბეტინიოს გოლებით პორტუგალიამ 5:0 გაიმარჯვა. ამ უკანასკნელმა მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე გაიტანა.

პორტუგალიის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მასპინძლებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს. მატჩის დამატებით დროში სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ: მსაჯმა ნიკა სანდოხაძეს პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.

"შედეგი ჩვენს უპირატესობას ასახავს. დღეს ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და მეტის გატანაც შეგვეძლო. ბიჭებმა ძალიან კარგი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს. მთელი შეხვედრა გუნდი აზრიანად თამაშობდა ყველა რგოლში. მეტოქემ მხოლოდ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ჩვენი უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. ახლა ელიტრაუნდის მატჩებისთვის ვემზადებით და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი მთავარი მიზანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და მოედანი სუფთა სინდისით დატოვეს", - განაცხადა გაწვრთნილებით კმაყოფილმა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ედგარ ბორგესმა.

11 აპრილი. "ესტადიო მუნიციპალ დე მარკო დე კანავეეს". 1000 მაყურებელი.

პორტუგალია-საქართველო 5:0

გოლები: 1:0 ბრუმა (10), 2:0 კავალეირო (45+2), 3:0 ფერეირა (66), 4:0 მარტინსი (77) 5:0 ბეტინიო (90+5).

საქართველო: ლეგაშვილი - ზარნაძე (75. გეგეჭკორი), თედო გრიგალაშვილი (67 გაგნიძე), სანდოხაძე, გაგოშიძე (46. ენდელაძე) - პარუნაშვილი, პაპავა, რეხვიაშვილი (67. სილაქაძე) - ყაზაიშვილი, გელაშვილი (75. ფანცულაია), კიკნაველიძე (46. რუხაძე).

სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, ჯგერენაია.

არბიტრი: ნ. სიმოვიჩი (სერბეთი).

გაძევება: სანდოხაძე (90+4).

12 აპრილს საქართველო საფრანგეთს შეხვდა და დიდი სენსაცია გამოაცხო. პირველ დღეს განადგურებულმა ქართველებმა ფრანგებთან ღირსეულად ითამაშეს: მატჩის გმირი ვაკო ყაზაიშვილი გახდა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა. არნემის "ვიტესის" ქართველმა ნახევარმცველმა ფრანგებს ერთი გოლი პენალტით გაუტანა, ჩვენმა 19-წლამდელებმა კი 3:0 მოიგეს - ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო შედეგია.

საქართველო-საფრანგეთი 3:0

გოლები:1:0, 2:0, 3:0 ყაზაიშვილი (45, 58, პენალტით, 90)

ლეგაშვილი - ზარნაძე (რეხვიაშვილი 70), თედო გრიგალაშვილი, გაგნიძე, გეგეჭკორი - პარუნაშვილი (რუხაძე 85), პაპავა (გაგოშიძე 90), ჯგერენაია - ყაზაიშვილი (სილაქაძე 90), გელაშვილი (ფანცულაია 90), ენდელაძე (კიკნაველიძე 85)

პირველ ტურში კი საფრანგეთმა სერბეთს 2:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი მატჩის მთავარი მსაჯი ფიფას ქართველი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი იყო. პორტუგალიამ მეორე ტურში სერბეთსაც მოუგო 3:2 და ტურნირს ლიდერობს, საქართველო კი -მეორეზეა.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.პორტუგალია 2 2 0 0 8:2 6

2.საქართველო 2 1 0 1 3:5 3

3.საფრანგეთი 2 1 0 1 2:3 3

4.სერბეთი 2 0 0 2 2:5 0

ბოლო ტურში, 14 აპრილს, პორტუგალია საფრანგეთს შეხვდება, საქართველო კი - სერბეთს. იმედია, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ამ შეხვედრაში და, რაც მთავარია, ელიტრაუნდშიც ასევე წარმატებით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

messimania
ვაკო ძალიან ნიჭიერი ბიჭია ის ქართული ფეხბურთის ერთერთი იმედია ვისაც ამ ბავშვის თამაში უნახავს ყველა დამეთანხმება რომ ძალიან მაგარი ბავშვია ყველა მონაცემი აქვს რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს ვიტესში ამ ბოლო დროს აღარ ათამაშებენ გაურკვეველი მიზეზის გამო და იმედია ჟორდანია ამ უნიჭიერეს ბიჭს არ დააჩაგვრინებს. წარმატებები ვაკოს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა