გიორგი შერმადინის გარეშე "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატის ფავორიტი "მონტეპასკი" ოვერტაიმში 95:94 დაამარცხა
გიორგი შერმადინის გარეშე მოთამაშე "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატის ფავორიტი "მონტეპასკი" ოვერტაიმში 95:94 დაამარცხა.

გადამწყვეტი 2 საჯარიმო ანდრეა ჩინჩარინიმ შეასრულა ზუსტად, რომელიც დამატებით დროში მანუჩარ მარკოიშვილის ნაცვლად შევიდა. სხვათა შორის, ანდრეამ მატჩი 2 ქულით დაასრულა.

მანუჩარსაც აღუნიშნავს, რომ "კანტუ" ერთ კალათბურთელზე არ არის დამოკიდებული. სიენელთა ძლევაშიც ყველას თანაბარი წვლილი მიუძღვის, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ქართველი უკანახაზელი გადამწყვეტ მომენტში მოედანზე იყო და, სავარაუდოდ, ოვერტაიმსაც ჩაამთავრებდა, მეხუთე ჯარიმა რომ არ მიეღო. მარკოიშვილმა 29 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მეტოქეებს კი წესები რვაჯერ დაარღვევინა.

კანტუელთა მხრიდან ყველაზე მეტი გამოცდილმა ჯანლუკა ბაზილემ მოაგროვა - 20 ქულა (8-იდან 4 სამქულიანი).

ამ გამარჯვებით მარკოიშვილის თანაგუნდელები მოგებების რაოდენობით პირველადგილოსან "მონტეპასკის" გაუთანაბრდნენ (18-18), თუმცა მასზე ერთით მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

გადავინაცვლოთ ბელგიაში, სადაც რეგულარული ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებისთვის თორნიკე შენგელიას "შარლერუას" მდევარი "ანტვერპენის" ძლევა ჰაერივით სჭირდებოდა. ამისთვის კარგი შანსი 12 აპრილს მიეცა - ანტვერპენელებს საკუთარ მოედანზე ეთამაშა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი "შარლერუას" მცირე უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა - 70:61.

შენგელიას სათამაშოდ 10 წუთი ერგო. დროის ამ მონაკვეთში მან 4-იდან 1 ორქულიანი, 1-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო და 3 ქულას 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა