გოგონებში 9 შესაძლებლიდან 7-7 ქულა მოაგროვეს თბილისელმა ნინო ხომერიკმა და ქუთაისელმა ნინო დახუნდარიძემ
12 აპრილს თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა 14-წლამდე მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა, რომელიც შესარჩევი ტურნირიც იყო.

გოგონებში 9 შესაძლებლიდან 7-7 ქულა მოაგროვეს თბილისელმა ნინო ხომერიკმა და ქუთაისელმა ნინო დახუნდარიძემ. უკეთესი კოეფიციენტით ოქროს მედალი ხომერიკს ერგო, ვერცხლი - დახუნდარიძეს; 6 ქულით მესამე ადგილი ნინო ჯალაღონიამ (ქუთაისი) დაიკავა.

ბიჭებში 7.5 ქულით პირველ ადგილზე თბილისელი გიორგი სიბაშვილი გავიდა. მან ნახევარ-ნახევარი ქულით გაუსწრო ქუთაისელებს - ნოე თუთისანსა და დავით გვენეტაძეს, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს.

ჩემპიონები - ხომერიკი და სიბაშვილი 7-9 ნოემბერს მარიბორში (სლოვენია) მსოფლიოს პირველობაზე გამოვლენ, ხოლო ვერცხლისპრიზიორები - დახუნდარიძე და თუთისანი 16-28 აგვისტოს პრაღაში (ჩეხეთი) ევროპელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

მარცხი მესამე ტურში

ჩინეთში 10 დიდოსტატი ქალის მონაწილეობით გრძელდება წრიული საერთაშორისო ტურნირი. გუშინ მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. ბელა ხოტენაშვილი შავი ფიგურებით ასპარეზობის ერთ-ერთ ფავორიტ ჟაო სიუსთან დამარცხდა. დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ჰუან ქიანი-შენ იანი 0.5:0.5, მარია მუზიჩუკი-ცზიუ ვენძიუნი 0.5:0.5, გუ სიაობინი-ჟან სიავენი 0:1, დინ ისინი-თან ჟონი 1:0.

სამი ტურის შემდეგ: ვენძიუნი, ისინი - 2.5-2.5, ჟაო სიუ - 2, მუზიჩუკი, ხოტენაშვილი, სიაოვენი - 1.5-1.5, ქიანი, შენ იანი, ჟონი - 1-1, სიაობინი 0.5 ქულა.

13 აპრილს მეოთხე ტურში ითამაშებენ: შენ იანი-თან ჟონი, ჟან სიაოვენი-დინ ისინი, ხოტენაშვილი-სიაობინი, ვენძიუნი-ჟაო სიუ, ქიანი-მუზიჩუკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა