C ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელების გადამზადებაზე ესპანელი სპეციალისტები იზრუნებენ
12 აპრილს მიხეილ მესხის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლადო ვარძელაშვილისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მათ C ლიცენზიის მფლობელ მწვრთნელთა გადამზადების პროგრამაზე ისაუბრეს.

პროგრამის პრეზენტაცია სპორტის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამართა, 12 აპრილს კი მინისტრმა მის შესახებ უფრო დეტალური ცნობები მოგვაწოდა.

უშუალოდ პროგრამა, რომელიც ესპანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით "მიხეილ მესხზე" წარიმართება, 7 მაისს დაიწყება, 240 სასწავლო საათისგან შედგება და 12 კვირის განმავლობაში გასტანს. პროგრამა შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა კი 17-იდან 25 აპრილამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ტესტირებისთვის უნდა მიაკითხონ.

პროგრამაში მონაწილეობის უფლებას C კატეგორიის ლიცენზიის ის მფლობელები მიიღებენ, რომლებიც თეორიულ ტესტირებაში საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნული პროგრამა მისი მონაწილეთათვის კარგი საფუძველი უნდა გახდეს სფფ-ის მიერ ორგანიზებული B ლიცენზიის კურსებზე მონაწილეობისთვის.

სპორტის სამინისტრო და სფფ შემდგომში მკაცრად გააკონტროლებენ C ლიცენზიის მფლობელ მწვრთნელთა საქმიანობას. გეგმის მიხედვით, ამ კატეგორიის ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს მომავალი წლიდან უნდა აეკრძალოთ 12 წელზე უფროს ბავშვებთან მუშაობა, როგორც ამას უეფას მოთხოვნები ითვალისწინებს.

დღეისთვის C ლიცენზიას დაახლოებით 700 ქართველი მწვრთნელი ფლობს და მათგან მხოლოდ 65 პროცენტია დასაქმებული. სფფ-ისა და სპორტის სამინისტროს მიზანია, მათ შორის ყველაზე კვალიფიციური კადრების შერჩევა და შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მსმენელთა პრაქტიკით უზრუნველყოფაც.

მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებენ საფეხბურთო სკოლებსაც. მაისში მათ დეტალურად შეამოწმებენ და ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვადას მიმდინარე წლის ბოლომდე მისცემენ. ის სკოლები, რომლებიც ამ პერიოდისთვის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, დაიხურებიან და მათ აღსაზრდელებს სხვა სკოლები გადაინაწილებენ.

ქართულ-ესპანური ერთობლივი პროგრამა საპილოტეა და შემდგომში იგი უფრო ფართო მასშტაბებით წარიმართება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს და ის მსმენელები, რომლებიც ტესტირებას წარმატებით გაივლიან და კურსებზე მოხვდებიან, სწავლების გადასახადისგან თავისუფალნი იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა