20 წლის პერსპექტიული ნახევარმცველის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად დასრულდა
"ზესტაფონმა" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არაერთი ახალი ფეხბურთელი შეიძინა და მათი დიდი ნაწილი გუნდს ნორმალურად შეეწყო.

ახალწვეულთა შორის იყო ლუკა გუგუჩიაც. "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბს მისი დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ 20 წლის პერსპექტიულ ნახევარმცველს მოულოდნელად პრობლემები აღმოაჩნდა და სამკურნალო შეიქნა.

არსებობდა იმის საშიშროება, რომ გუგუჩიას უქმობა დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, მისი გამოჯანმრთელების პროცესს რამდენიმე თვე ეყო და დუბლშემადგენლობათა გათამაშების გასულ ტურში გუგუჩიამ "ზესტაფონის" დუბლების რიგებში ერთი ტაიმი ითამაშა.

ძნელი სათქმელია, ვიხილავთ თუ არა მას მიმდინარე სეზონში "ზესტაფონის" ძირითად გუნდში. საქართველოს მოქმედ ჩემპიონებს დარჩენილ ტურებში მძიმე ბრძოლები ელის და შესაძლოა, სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობის გადახალისებისგან თავი შეიკავოს. მომავალი სეზონისთვის კი, წესით, ლუკა "ზესტაფონის" ძირითადი შემადგენლობის რეალური კანდიდატი უნდა იყოს.

ზუგდიდური ფეხბურთის აღზრდილმა გუგუჩიამ მიმდინარე სეზონი "ბაიაში" დაიწყო, სადაც 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. "ბაიას" გარდა, მას ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებაც დაუცავს.

რაკი "ზესტაფონის" ტრავმირებულები ვახსენეთ, გეტყვით, რომ ფეროელთა დუბლებში ითამაშეს ახალგამოჯანმრთელებულებმა, აბაიომი ოვონიკოკომ და გიორგი ხიდეშელმა. ოვონიკოკომ ერთ საუმაღლესლიგო და ერთ სათასო მატჩში უკვე მიიღო მონაწილეობა, ხიდეშელი კი ტრავმის მოშუშების შემდეგ "ზესტაფონის" მთავარი გუნდის შემადგენლობაში ჯერ არ გამოჩენილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა