თარიღის აღსანიშნავად, საიუბილეო ტორტი გაზეთის რედაქციაში მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ გაჭრა
პირველმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" 78 წლის იუბილე აღნიშნა.

გაზეთის რედაქტორებსა და ჟურნალისტებს იუბილე დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებამ მიულოცა. თარიღის აღსანიშნავად, საიუბილეო ტორტი გაზეთის რედაქციაში მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ გაჭრა, რომელიც "ლელოს" 1985 წლიდან ხელმძღვანელობს.

მისი განცხადებით, გაზეთი "ლელო" წლების განმავლობაში ქართული სპორტის მემატიანედ იქცა და გარდა ამისა, ქვეყანაში სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.

"ბედნიერი ვარ, რომ მრავალი სირთულის მიუხედავად, "ლელოს" გამოცემა არასდროს შეწყვეტილა. უდიდესი ისტორიის მქონე გაზეთის რედაქცია სრულფასოვნად ფუნქციონირებს და როგორც ყოველთვის, დღესაც მკითხველის დიდ პატივისცემას იმსახურებს", - აცხადებს "ლელოს" მთავარი რედაქტორი.

ზუსტად 78 წლის წინ, 1934 წლის 13 აპრილს, გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა, რომლის სახელწოდება "საქართველოს ფიზკულტურელი" იყო.

"საქართველოს ფიზკულტურელი" მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიხურა, თუმცა შემდეგ გაზეთის აღდგენის იდეა გაჩნდა და 1949 წლიდან უკვე "ლელოს" სახელწოდებით გამოვიდა.

გაზეთი თავიდან კვირაში ერთხელ გამოდიოდა, 1960 წლიდან კი ყოველდღიურად გამოიცემა.

არსებობის ისტორიაში გაზეთს სულ 6 მთავარი რედაქტორი ჰყავდა.

2008 წლიდან "ლელო" "პალიტრამედიის" ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის.

interpressnews.ge

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა