"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი კმაყოფილია – ჩემი გუნდის შემადგენლობა სრულად დაქომპლექტდაო...

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი კმაყოფილია – ჩემი გუნდის შემადგენლობა სრულად დაქომპლექტდაო.

"ფინანსური თვალსაზრისით არავინ გვზღუდავს. თუკი ამჟამინდელ შემადგენლობაში დარწმუნებული არ ვიქნებოდი, სატრანსფერო ბაზარზე რამეს მოვიმოქმედებდით. ერთადერთი ფეხბურთელი, ვისი დამატებაც მსურდა, დავიდ ვილიაა, მაგრამ "ბარსელონამ" მისი ტრანსფერის საკითხი ძალზე მოკლე ვადებში მოაგვარა და ეს ფორვარდიც მათ საკუთრებაში გადავიდა.

ვიდრე ბაზარი უფრო კეთილგონიერ სფეროდ არ იქცევა, ჩვენთვის საუკეთესო მოქმედება ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენა და მათი დაოსტატება იქნება. ასეთი გზით "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელებით უახლოესი 8 წლით იქნება უზრუნველყოფილი.

მეეჭვება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე ნადირობა გვიღირდეს. ტოპ-ფეხბურთელები ისედაც მრავლად გვყავს. უახლოეს წლებში კი შემადგენლობის გაძლიერება ალბათ მოგვიწევს - როცა რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და გარი ნევილი კარიერას დაასრულებენ. ახალი ტოპ-ფეხბურთელები დაგვჭირდება, რათა ახალგაზრდებს გვერდით სამაგალითო მოთამაშეები ჰყავდეთ", - უთხრა სერ ალექსმა The Telegraph-ს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა