როცა შეიარაღებული სამინისტრო სხვას ეჯიბრება, თუნდაც ფეხბურთში, დამსჯელი რაზმის იმიტაციას ახდენს
გორში სტალინის ძეგლი აიღეს, მომღერალ ნინა წკრიალაშვილის პლეიბოური ფოტოებიც დიდი ხანია, აქტუალური აღარ არის. გორს ახალი რამე დასჭირდა და აჰა - მოღონიერებული "დილაც", რომელიც ალბათ საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს.

გორს ადრეც ჰყავდა ძალიან სიმპათიური გუნდი, როცა "დილაში" მეტწილად გორელები თამაშობდნენ, როცა კარს "შუმახერა" (რამაზ სოღოლაშვილი) იცავდა, დაცვაში ვაჟა თარხნიშვილი იდგა, წინ კი ცხონებული როინ მარღიშვილი და სხვები ბურთს გემრიელად აგორებდნენ.

ის "დილა" დამთავრდა და ახლა უფრო მძლავრი გუნდის კეთება დაუწყიათ. "დილას" პატრონიც სხვა ჰყავს.

მე არ დავსწრებივარ "ზესტაფონი"-"დილას" ამასწინდელ მატჩს, როცა სტუმრებმა 3:2 დაამარცხეს ჩემპიონი, მაგრამ ბეჭდვით თუ ელექტრონულ მედიაში დაიწერა, "ზესტაფონის" ხელმძღვანელობასა და "დილას" ქომაგებს შორის არასასიამოვნო გადაძახილი იყოო.

"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია გახლავთ, "დილას" კი შინაგან საქმეთა სამინისტრო პატრონობს და გორელთა გუნდის ქომაგებიც დარაზმულები დადიან სტადიონებზე.

სტადიონს ხალხის სხვანაირი ზიმზიმი უფრო უხდება, თუმცა დარაზმულად სიარულსაც ნუ გამოვეკიდებით, სტადიონისთვის ხომ ხალხი აუცილებელი ამხანაგია.

"გაგრა"-"დილაზეც" გავიგეთ, შესვენებაზე მსაჯთა გასახდელში შესულან და მკაცრადაც ულაპარაკიათო.

პირველი ტაიმის შემდეგ "გაგრა" 1:0-ს იგებდა. შესაძლოა, ეს ყველაფერი მონაჩმახია, მაგრამ ენას ძვალი არ აქვს და ნაირგვარი იმპროვიზაციებით ჰყვებიან ამ ამბავს.

და მერე რა ტკბილია ასეთი ისტორიების მოსმენა, ეს ხომ არც ზღაპარია და არც საინფორმაციო გამოშვებაში გაგონილ-დანახული, ეს სულ სხვაა, სულ სხვანაირად აჩქროლებს ადამიანების გუნება-განწყობილებას. ცუდი კი ის უნდა იყოს, რომ ასეთი მითქმა- მოთქმა ქართული ფეხბურთისთვის განუყოფელი ნაწილი გახდა.

14 აპრილს "დილა" გორში თამაშობს, იქაურ ქომაგი მართლაც დანატრებული უნდა იყოს საფეხბურთო ზეიმებს, ოღონდაც გორის სტადიონს ჯერ თურმე ტრიბუნები არ აქვს.

უმაღლესი ლიგის მატჩი ისეთ სტადიონზე, სადაც ტრიბუნა არ არის - ჩემპიონატის დებულებაში ხომ არ ჩავიხედოთ?...

-"დილას" რომელიმე მეტოქე გაბედავს და იტყვის, რომ უტრიბუნო სტადიონზე თამაში არ შეიძლება?

- რა თქმა უნდა, ვერ გაბედავს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ "დილა" შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდია.

- ვერც "ზესტაფონი" გაბედავს რაღაცის თქმას?

- ზედმეტი კითხვებით უკვე თავს გვაბეზრებთ.

რა ვიცი, ვინძლო ეს კითხვა-პასუხი დიდად საინტერესო არ უნდა იყოს, რადგან ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად იცის.

"დილა" მართლაც კარგი გუნდია და ჩინებული ფეხბურთელებიც ჰყავს - ესეც ყველამ კარგად იცის.

გორში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და ესეც ყველამ კარგად იცის.

ვაწაძე, ხოჯავა, სალუქვაძე, ილურიძე..."დილას" ზოგი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიას თვალთახედვის არეში უნდა მოექცეს - ესეც ყველამ კარგად იცის.

"დილა" ევროსარბიელზე თამაშს უმიზნებს - ესეც ყველამ კარგად იცის.

გორის "დილა" - საფეხბურთო სამყარომ ყბად იღო ეს ორი სიტყვა და ეს უკვე ცოტას არ ნიშნავს.

მაგრამ "დილასი" ეშინიათ, როცა შეიარაღებული სამინისტრო პატრონობს კლუბს, ეს ბუნებრივიცაა. რატომ გახდა აუცილებელი მაინცდამაინც ასეთნაირად დაფინანსება გორის "დილასი", ჯერ უცნობია.

საქართველო პატარა ქვეყანაა და ვერ მოძებნი იმდენ ბიზნესმენს, უმაღლეს ლიგაში გუნდის ყოლა და მისი მაღალ დონეზე შენახვა რომ ეხალისებოდეს. თუმცა ფაქტია, ზოგიერთ კერძო თუ ბიუჯეტურ კლუბს ფული დიდად არ უჭირს, ანუ დოვლათი არის, ოღონდაც ისე ვერ არის გადანაწილებული, რომ მეტი წილი საფეხბურთო კლუბებისა კერძო გახდეს.

შეიარაღებული სამინისტრო კი საშიშია და ვგონებ, ეს სადავო არ უნდა იყოს. როცა ასეთი სამინისტრო სხვას ეჯიბრება, თუნდაც ფეხბურთში, ძალაუნებურად დამსჯელი რაზმის იმიტაციას ახდენს.

ხმაური და მძვინვარება - უილიამ ფოლკნერის ამერიკამდე მართალც ბევრი გვიკლია, თუნდაც იმიტომ, რომ ორი სიტყვის არ ეშინიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kukusha
ვისაც გორის ,,დილას'' კარგი არ მოსწონს იმას მოუ....... კარგი
nik
luka - მარაზმი სიტყვის მნიშვნელობა იცი? და მეორეც ბერლუსკოი და მილანი გაიხსენე :))
luka
რა ფორმითაც არის გორის დილა ეს არის მარაზმი ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული გუნდი.(ხოკეი დააფინანსე შსს ხოკეი მიყვარს) ჩემ გადახდილ ფულს ბიუჯეტში როგორ ფლანგავ.მარაზმია რა ამ ქვეყანაში.
mayurebeli
კაცი პატრონი რო არ ყავდა გუნდს ეგ იყო ხო კარგი. თარგამაძემ რომ იყიდა დინამო მაშინ სად იყავით ნეტა. იმაზე რატო არ წერ, თუ მაგარი ჟურნალისტი ხარ რატო ისინი არ აფინანსებენ გუნდებს, ვინც არ იცის ფული სად წაიღოს. მაგრამ უფრო ადვილია ცუდი დაწერო და ტანაც ცინიკურად, ვიდრე ცოტა რაღაც მაინც დაინახო. არ შეიძლება ეგრე. შენ როგორც სპორტულ ჟურნალისტს პირიქით უნდა გიხაროდეს, რომ ერთი ქართული გუნდი დადგა ფეხზე და შეიძლება სადმე გამოჩნდეს. ან უეფაზე , ან ლიგაზე
kukusha
დავით თავართქილაზე ფეხბურთს გორის დილას ფეხბურთელები თამაშობენ და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისე აჯობებდა თამაშებზე გევლო სპორტული ჟურნალისტი ხარ და უკეთესად გაერკვევოდი ფეხბირთში
nikkk
მართლაც რა გაახურეთ საქმე რა მე მინახავცს მიმოხილვებში სტადიონი რომელსაც ტრიბუნა არ აქვ ან იქნებ ზუგდიდის ბაიას სტადიონზე ეტევა იმაზე მეტი მაყურებელი ვიდრე დღეს დილა ტორპედოზე იყო... დილას ამ ჟამად აქვს ორი ტრიბუნა და ერთი შენდება ასე რომ ეს ტყუილია რომ დილას სტადიონს ტრიბუნები არ აქვს. მეორეც მე ვნახე დილა გაგრას მატჩის ჩანაწერი და კატასტროფული მსაჯობა იქ არ ყოფილა დილა აშკარად ჯობდა გაგრას, მესამე დღევანდელ მატჩში დილა ტორპედო დილას არ ჩაუთვალეს გოლი და ძალიან ხშირად სადაო მონაკვეთში დილას წინააღმდეგ დებდა ჯარიმებს. ეს თქვენ გონებას ვერ წარმოუდგენია ალბათ პატიოსანი მოქმედება ძალაუფლების ქონისას და ამიტომ უშვებთ რომ ასე ხდება :)))) უკვე ამოვიდა ყელშI ამდენი აბდაუბდა და ყურით მოთრეული ჭორები უყურეთ ფეხბურთს და მიიღეთ სიაოვნება. მოენატრათ გორელებს ფეხბურთი და ათამაშეს გუნდი შესანიშნავ მინდორზე.იქნებ ენა მოგიბრუნდეთ და თქვათ გორელი მაყურებელი არ იმსახურებს ამას?
bao
აუ ჯურნალისტი რა დღეშია ნახე შიშები ჭირს
bao
აი მესმის პროფესიონალიზმი იმან ის თქვა ჩემი მეზობლის მამიდის კლასელის მეჯვარემ გაიგო ტურმე ტაქსში როგორ ბაზრობდნენ დილაზე
Bao
რა იყო ჯურნალისტი გქვია თუ რA?! იმან ის თქვა თურმე შეუცვივდნენ აი მესმის ჩემი მეზობლის ქმრის ბიძაშვილმა თქვა ასე პროფესიონალიზმი
ქოთოლა
რა გაახურეთ ბიჯო ამ შსსზე ლაპარაკით, რა გინდათ სად რა მსაჯებს შეუვარდნენ რეებს იგონებთ აღარ გრცხვენიათ??? მანამდე იმდენი ფრე რო ვითამაშეთ და რო ვერ ვიგებდით სანამ მწვრთნელი არ შეიცვალა მაშინ რატო არ უვარდებოდით მსაჯებს გასახდელში. ან ეს თავართქილაძე ვინ არი, კაცს ჟურნალისტი ქვია და იმ თემაზე წერს რაზეც აზრზე არ არი, გორის სტადიონს ტრიბუნები არ ქონია თურმე :))) მა სად იჯდა დღეს 2500 კაცი ბიჯო მარტვილს და ფოთს აქვს ტრიბუნები და ჩვენ არა??? ცოტა გაერკვიეთ რაღაცაში და ისე დაწერეთ რო მიედ-მოედებით ჭორიკანა ქალებივით...
gio-gio
ტატას ვეთანხმები იმაში, რომ "დილა" ფინალში გავა და მოიგებს, სხვათაშორის, ეს ამ სტატიის ავტომაც იწინასწარმეტყველა რომელიღაც წიმა სვეტში. საშინელი ქვეყანაა საქართველო!!!
ramo
შსს როცა პატრონობდა,მაშინ ჯერ სსრკ იყო და მერე ედიკა. ეხლაც იგივე დრო არის?
tata
რამ გაგამწარაა ბატონო დავით? ყველას შსს ხომ არ ეყოლება?მათ აარჩიეს გორი და ეჭვი არ შეგეპაროს რომ ფინალსაც მოვიგებთ:))))
d
დინამოს არ პატრონობდა შსს? ამ კაცის ნაწერში ნიჭიერება არასდროს გამოსჭვიოდა.
fau 2
კარგია. და თუ ქვეყანაში იქნა თავისუფლება, ბიზნესი გახდება ფეხბურთი უპრობლემოდ.
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა