მოსკოვის "სპარტაკმა" ყაზანის "რუბინი" მოედანზე ქართველის გამოსვლის შემდეგ გატეხა
რუსეთის ჩემპიონატის 39-ე ტურში მოსკოვის "სპარტაკმა" საკუთარ კედლებში ყაზანის "რუბინს" ანგარიშით 2:0 სძლია და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. "წითელ-თეთრების" ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე ამ მატჩში მოედანზე 72-ე წუთზე, კარიოკას ნაცვლად შემოვიდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მატჩის ბედი.

ჯანოს თამაშში ჩართვას ორიოდე წუთში მარჯვენა ფლანგზე კუთხური მოჰყვა, რომლის შესრულებაც სწორედ ქართველმა ჰავბეკმა ითავა. მის "ჩახვეულ" ჩაწოდებას მარეკ სუხი გამოეხმაურა, რომელმაც ბურთი კარში გადაგზავნა და ანგარიში გახსნა.

გატანილმა გოლმა მოსკოველებს ფრთები შეასხა, მათში გამორჩეული კი ქართველი ლეგიონერი იყო. შედეგად "რუბინის" კარში მეორე გოლიც გავიდა - 82-ე წუთზე თავი ემენიკემ გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანო ანანიძეს ამ თამაშში არ გაუტანია, "სპარტაკის" გულშემატკივრები გამარჯვებას სწორედ ქართველის გამოსვლას მიაწერდნენ.

აი, რა თქვა "რუბინთან" მატჩის შემდეგ მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა, რომელიც ქართველს თამაშის საშუალებას ან ძალიან მცირე დროით, ან სულ არ აძლევს:

"ამ თამაშში გარდამტეხი მოედანზე ჯანოს გამოსვლა იყო. სანამ თამაშში ჩაერთვებოდა, ანანიძეს ვუთხარი: ბურთი ძირს დაუშვი, მიწაზე ვითამაშოთ-მეთქი...

"რუბინს" მანამდეც ვჯობდით, მაგრამ სწორედ მისი წყალობით შეხვედრის ბოლო ნაწილი ჩვენ სასარგებლოდ წარიმართა".

ყაზანელთა შემადგენლობაში იყო კიდევ ერთი ქართველი - საბა კვირკველია, თუმცა "რუბინის" მცველი სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში არ ჩართულა.

gia
gia-ს ნამდვილად კარიოკას მაგივრად შევიდა, კარიაკა რუსია და თუ არ ვცდები ვოლგაში თამაშობს (სპარტაკში არ არის ნამდვილად). კარიოკა კი ბრაზილიელია. მართალია ცოტა წავუდებილე.
joni
რუსულმს პრესამ ჯანო უმაღლესად შეაფასა , ასე რომ სეიძლება ჯანო ასნავნოი სასტავში დაბრუნდეს !
tengo6
მართალი ხარ leqs რაფაელ კარიოკას ნაცვლად შევიდა და კარიაკა კიდე სპარტაკში არ თამაშობს.
leqs
gia-ს ნამდვილად კარიოკას მაგივრად შევიდა, კარიაკა რუსია და თუ არ ვცდები ვოლგაში თამაშობს (სპარტაკში არ არის ნამდვილად). კარიოკა კი ბრაზილიელია
gia
"ანანიძე ამ მატჩში მოედანზე 72-ე წუთზე, კარიოკას ნაცვლად შემოვიდა" კარიოკა კი არა კარიაკა Каряка
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა