როგორც ატლანტური პრესა იუწყება "ატლანტას" ქართველი ცენტრი ტრავმის გამო "ტორონტოსთან" ვერ ითამაშებს
ზაზა ფაჩულიას ტრავმა არც ისე მსუბუქი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ცენტრმა ფეხის კუნთი სუსტად დაიჭიმა, მან 16 აპრილს გამთენიისას გამართული შეხვედრა გამოტოვა და, როგორც ატლანტური პრესა იუწყება, მომავალ მატჩშიც იუქმებს.

ქართველი ცენტრის არყოფნა ატლანტელებს მნიშვნელოვნად დაეტყოთ. "ქორებმა", რომლებმაც წინა შეხვედრაში ორლანდოში მძლავრი "მეჯიქი" დაამარცხეს, 16 აპრილს გამთენიისას შინ აღმოსავლეთის ერთ-ერთ სუსტ გუნდ "ტორონტოსთან" წააგეს.

ფაჩულიას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ჯეისონ კოლინსმა დაიწყო თამაში, თუმცა უხეირობის გამო ის მწვრთნელმა მხოლოდ 5 წუთს დატოვა მოედანზე.

საბოლოოდ ატლანტელებმა 86:102 წააგეს და მოგებ-წაგებებით თანადივიზიონელ "ორლანდოს" გაუთანაბრდნენ. მომდევნო შეხვედრას "ჰოუქსი" 17 აპრილს, გამთენიისას, ისევ "ტორონტოსთან" - ამჯერად სტუმრად ჩაატარებს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა