ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საზარელი ტრაგედია - პიერმარიო მოროზინიმ სული მოედანზე დალია

საზარელი ტრაგედია - პიერმარიო მოროზინიმ სული მოედანზე დალია

ფეხბურთელი ყველას თვალწინ ებრძოდა სიკვდილს. რამდენჯერმე სცადა წამოდგომა, მაგრამ ვერ შეძლო

პიერმარიო მოროზინი (1986-2012)

საფეხბურთო კარიერა

2005-2006 უდინეზე - 5 თამაში (0 გოლი)

2006-2007 ბოლონია - 16 (0)

2007-2009 ვიჩენცა - 66 (1)

2009-2010 რეჯინა - 17 (0)

2010 პადოვა - 14 (0)

2011 ვიჩენცა - 15 (0)

2012 ლივორნო - 8 (0)

2001-2003 იტალიის U 17 - 16 (1)

2003-2004 იტალიის U 18 - 7 (0)

2004-2005 იტალიის U 19 - 12 (0)

2005-2007 იტალიის U 20 - 3 (0)

2006-2009 იტალიის U 21 - 18 (0)

პიერმარიო მოროზინის ტრაგიკულმა ამბავმა გასული კვირის ყველა საფეხბურთო მოვლენა დაჩრდილა. გადაიდო სერია A-ს უკლებლივ ყველა შეხვედრა და სერია B-ს ის ორი მატჩი, რომელიც კვირას უნდა გამართულიყო.

მოროზინი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელმაც მოედანზე განუტევა სული, თუმცა ამ შემთხვევამ სრულიად საფეხბურთო მსოფლიო და არა მარტო, განსაკუთრებულად შეძრა - პიერმარიო ყველას თვალწინ ებრძოდა სიკვდილს. რამდენჯერმე სცადა წამოდგომა, მაგრამ ვერ შეძლო და სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

ეს საზარელი ამბავი "პესკარა"-"ლივორნოს" მატჩის დროს დატრიალდა, მაშინ, როდესაც თამაშის დაწყებიდან 31 წუთი იყო გასული.

პიერმარიო მოროზინი

პიერმარიო მორიზინი 1986 წლის 15 ივლისს ქალაქ ბერგამოში დაიბადა, სადაც გადადგა კიდეც პირველი საფეხბურთო ნაბიჯები და, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე, "უდინეზეს" სკაუტთა ინტერესის სფეროში მოექცა.

საერთოდ, ცნობილია, რომ უდინურ კლუბში სელექცია იდეალურ დონეზე აქვთ აყვანილი და ნიჭიერ ფეხბურთელებს არა მარტო იტალიის, მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ.

ასე მოხვდა მოროზინი "უდინეზეში" და 2005 წელს ფრიულელებთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. შემდეგ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გაანათხოვრეს და წლების განმავლობაში სხვადასხვა გუნდში მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა.

ყველაზე დიდი ხანი "ვიჩენცაში" გაჩერდა, სადაც 66 შეხვედრა ჩაატარა და საკლუბო კარიერის ერთადერთი გოლიც გაიტანა. ამასთან, წლების განმავლობაში ასპარეზობდა იტალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის, ახალგაზრდულ გუნდში, სადაც 21 თამაშის ჩატარება მოასწრო.

პიერმარიოს პირადი ცხოვრება ტრაგიკული მოვლენებით გახლდათ აღსავსე - ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როდესაც დაობლდა - ჯერ დედა გარდაეცვალა, ორი წლის თავზე კი მამაც. საგულისხმოა, რომ ორივე - ჯანმრთელობის, სწორედ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

2002 წელს მის ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, მისმა ინვალიდმა ძმამ თავი მოიკლა და პიერმარიო უმცროს დასთან ერთად სრულიად მარტო დარჩა. ცნობისთვის, პიერმარიოს დაც ინვალიდია და მისი ერთადერთი მომვლელი ძმა გახლდათ. აი, ასეთი ტრაგიკული ისტორია აქვს მოროზინების ოჯახს.

გადადებული ტური

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "პესკარა"-"ლივორნოს" მატჩისას დატრიალებული ტრაგედიის გამო სერია A-ს XXXIII ტურის უკლებლივ ყველა შეხვედრა გადაიდო, რასაც აპენინებზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

დიახ, იტალიაში ასეთ დროსაც ახერხებენ ერთმანეთთან პოლემიკაში შესვლას და სკანდალის აგორებას. მაგალითად, "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ "ლეგა კალჩოს" მესვეურები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მთელი ტურის გადადება სულაც არ იყო საჭირო - მოვუსმინოთ ძამპარინის:

"საშინელი ამბავი მოხდა, მაგრამ თამაშების გადადების აუცილებლობა პირადად მე ვერ დავინახე. ისევ გარდაცვლილის საპატივცემულოდ უნდა გასულიყვნენ ფეხბურთელები მოედანზე და მისი ხსოვნისთვის ეთამაშათ. პირადად მე, "ლეგა კალჩოს" გადაწყვეტილებას ვერაფრით დავეთანხმები და ვთვლი, რომ ტურის გადადება კალენდარში უსიამოვნო ცვლილებებს გამოიწვევს".

ძამპარინის ამ კომენტარს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ასეთი ტრაგედიის ფონზე კალენდრის ავკარგიანობაზე ლაპარაკი აშკარად უადგილოდ მოჩანს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ. "მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი "პალერმოს" პრეზიდენტის ნათქვამს ყველაზე დიდი სისულელე უწოდა, რაც კი ოდესმე მოუსმენია.

ჯერ ხავიერს მოვუსმინოთ, შემდეგ კი იბრას.

ხავიერ ძანეტი: "მატჩების გადადება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან თამაშის სურვილი არცერთს გვქონდა. თითოეული ჩემი თანაგუნდელი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იმ დროს მოედანზე გასვლა აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნებოდა. ჩვენი ფიქრები მხოლოდ პიერმარიოს დასტრიალებს. მინდა მის ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო".

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "იმაზე დიდი სისულელე, რაც მაურიციო ძამპარინიმ განაცხადა, ნამდვილად არ მომისმენია. უკვე მოედანზე გავდიოდი, როდესაც მოროზინის გარდაცვალების შესახებ შევიტყვე და საშინელი განცდა დამეუფლა. იმ დროს ფეხბურთის თამაშს, უბრალოდ, ვერ შევძლებდი და ასე იყო თითოეული ჩემი თანაგუნდელი. ასე რომ, თამაშების გადადებას ალტერნატივა არ ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ამაში აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი დამეთანხმება. საშინელება მოხდა. მერამდენე შემთხვევაა, როდესაც მოთამაშე მოედანზე კვდება. რაღაც აშკარად შესაცვლელია".

XXXIII ტური

ცხოვრება გრძელდება და იტალიურ საფეხბურთო სამყაროში იმაზე მსჯელობენ, როდის უნდა გაიმართოს გადადებული 33-ე ტური. ერთი ვერსიით, შეხვედრები 18 აპრილს უნდა გაიმართოს, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ცნობა გამართლდეს.

მეორე ვერსიით, თამაშები იქითა კვირის შუაში, ანუ 25 აპრილს გაიმართება და თუ ლოგიკას მივყვებით, ეს ვერსია გაცილებით უფრო რეალური ჩანს. მით უმეტეს, ამ ვერსიას "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი და "ლეგა კალჩოს" წარმომადგენელი, ადრიანო გალიანი დაეთანხმა:

"ამ კვირაში თამაშების გამართვა გაუმართლებელი მგონია, რადგან ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ძალიან გართულდება. ჩემი პირადი აზრით, იდეალური იქნება, თუ ტურს იქითა კვირის შუაში გავმართავთ და შესაბამისად, ჩემპიონატის მიმდინარეობას მალევე ჩავსვამთ კალაპოტში. ძალიან მიმძიმს, რომ ასეთ მძიმე პერიოდში მატჩების ჩატარების თარიღებზე მიწევს საუბარი, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება და ჩემპიონატიც უნდა გაგრძელდეს".

და ბოლოს...

პიერმარიო მოროზინის სრულიად იტალია გლოვობს და ვეჭვობთ, რომ ანალოგიური ვითარებაა ყველგან, სადაც "კალჩოს" თვალს ადევნებენ და სადაც ეს ამბავი გაიგეს... ყველა ის ადგილი, რომელიც სულ მცირედით მაინც დაკავშირებულია მოროზინისთან, უამრავი ყვავილით არის შემკობილი - ხალხის ნაკადი არ წყდება "პესკარასა" და "ლივორნოს" სტადიონებზე; ასევე ბერგამოში, მის სახლში, სადაც დაიბადა პიერმარიო, სადაც მთელი ბავშვობა აქვს გატარებული და სადაც ერთ დროს მოროზინების დიდი ოჯახი ცხოვრობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• qartveli

საზარელის მაგივრად შემზარავი რომ დაგეწერათ სათაურში უფრო კორექტული იქნებოდა.

• temuri

რაი უნოზე აჩვენეს მაშინვე, ასეთი საშინელება არ მინახავს,ცრემლები მახრჩობდა. იბრა კაცია, ძამპარინი არაკაცი!

• shorena

ნათელში ამყოფოს!

• intereli

ეჰ ღმერთმა გაანათოს მისი სული

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ