ვოზნიაცკიმ პირველად ვერ შეძლო კოპენჰაგენში საშინაო ტურნირის მოგება, ბარსელონაში კი იტალიელთა დომინირები გაგრძელდა
კაროლინ ვოზნიაცკიმ პირველად ვერ შეძლო კოპენჰაგენში საშინაო ტურნირის მოგება, ბარსელონაში კი იტალიელთა დომინირები გაგრძელდა - ასეთი იყო გასული კვირა WTA-ში.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საჩოგბურთო კალენდარში გრუნტის სეზონი დაიწყო, კოპენჰაგენის ჰარდზე საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა შეიკრიბა. წინა ორი წლის გამარჯვებული კაროლინ ვოზნიაცკი არ ივიწყებს მშობლიურ პუბლიკას. დანიელის გარდა, ძირითად ბადეში ვიხილეთ ანჟელიკ კერბერი, ელენა იანკოვიჩი, კაია კანეპი, მონა ბარტელი და სხვები.

ტურნირმა ხმაურიანი სენსაციების გარეშე ჩაიარა და ფინალში პირველ ორ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები შეხვდნენ ერთმანეთს. ვოზნიაცკიმ დამაჯერებლად გაიარა სატურნირო ბადე და ოთხი მატჩის განმავლობაში ერთი სეტიც არ წააგო.

მეორე ფინალისტმა კერბერმა კი რთული მატჩები ჩაატარა. ორჯერ მან პირველი სეტი დათმო და შემდეგ თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა, მეოთხედფინალში მონა ბარტელთან კი მეორე პარტია “მშრალი” ანგარიშით წააგო. თითქოს ელენა იანკოვიჩთან მატჩიც ასევე დაძაბული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანჟელიკმა სერბს მოულოდნელად ძალიან იოლად მოუგო.

ვოზნიაცკისა და კერბერის ბოლო შეხვედრა ერთი წლის წინ, სწორედ ამ ტურნირზე შედგა. მაშინ კაროლინმა მოიგო, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში გერმანელი სულ სხვა დონეზე გავიდა. WTA-ს 2012 წლის საჩემპიონო რბოლაში კერბერი დანიელზე მაღლაც კი იმყოფება. ასე რომ, სამი წლის განმავლობაში პირველად, კაროლინი საშინაო ტურნირზე სერიოზულ მეტოქეს შეხვდა და მისი მოგებათა სერია საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ფინალი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. რა თქმა უნდა, პუბლიკა თავისიანს უჭერდა მხარს, მაგრამ კერბერმა გაუძლო ზეწოლას. გერმანელს მეტს უტევდა, მაგრამ შეცდომებიც ბევრი ჰქონდა, ასე რომ, თამაში თითქმის თანაბარი იყო. ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა შანსი, მაგრამ დანიელმა თავისი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა, კერბერმა კი წარმატებით ჩაატარა სეტის ბოლო ნაწილი.

მეორე პარტიის დასაწყისში კაროლინი კორტზე დაეცა და მარჯვენა ფეხი გადაიბრუნა. მას დახმარება აღმოუჩინეს და ის სრულ წესრიგში დაუბრუნდა კორტს.

პაუზამ აშკარად ავნო კერბერს და მან ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო, მაგრამ რაღაც მომენტში გერმანელმა შეძლო ინიციატივის ხელში აღება და ისევ დაუბრუნდა შეტევას. შედეგად, დანიელმა რამდენიმე გეიმი წააგო და მისმა მეტოქემ მატჩზე ჩაწოდების საშუალება მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ სეტში კაროლინმა მეტოქის სეტზე ჩაწოდებისას ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამჯერადაც ჰქონდა მას მატჩში დაბრუნების შანსი, მაგრამ გადამწყვეტ ბურთებზე ცუდად ითამაშა - 4:6, 4:6.

ასე რომ, კოპენჰაგენში ზედიზედ 14 მოგების შემდეგ კაროლინმა პირველად წააგო საშინაო ტურნირზე. კერბერმა გააგრძელა ამ სეზონში წარმატებული სერია. სავარაუდოდ, გერმანელი მალე შევა ტოპ-ათეულში და თავისი ქვეყნის პირველი ნომერი გახდება.

ბარსელონას ტურნირზე 2009 წლიდან მოყოლებული მხოლოდ იტალიელები იმარჯვებენ - ორჯერ ეს გააკეთა რობერტა ვინჩიმ, ერთხელ ფრანჩესკა სკიავონემ. აპენინელებმა ამჯერადაც ძლიერი დესანტი გადასხეს კატალონიაში.

თუმცა პირველ ნომრად განთესილმა სკიავონემ პირველივე წრეში წააგო ოლგა გოვორცოვასთან, მოქმედი ჩემპიონი ვინჩი მეორე რაუნდში დამარცხდა სიმონა ჰალეპთან, ფლავია პენეტამ კი ამავე სტადიაზე ვერაფერი გააწყო უკრაინელ იულია ბეიგელზიმერთან. ეს უკანასკნელი 2009 წლის შემდეგ პირველად მოხვდა ძირითად ბადეში და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ უცნაური ანგარიშით წააგო დომინიკა ციბულკოვასთან - 6:3, 0:6, 0:6.

სლოვაკმა ბარსელონაში ითამაშა სეზონში პირველი ფინალი. გადამწყვეტ მატჩში მისი მეტოქე სარა ერანი გახდა.

იტალიელებს შორის მაინც მოინახა ერთი ჩოგბურთელი, რომელიც კარგად მომზადებული შეხვდა ტურნირს. ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალისტმა შესანიშნავად გაიარა მთელი სატურნირო გზა და არანაკლებ კარგად გამოიყურებოდა ფინალურ მატჩში. ის 65 წუთში გაუსწორდა ციბულკოვას და კერბერის მსგავსად, სეზონში მეორე ტიტული გაიფორმა. გარდა ამისა, ერანიმ წყვილებშიც იყოჩაღა - მან და ვინჩიმ მეორე იტალიურ დუეტს - სკიავონესა და პენეტას აჯობეს. ერანისთვის ეს მეორე დუბლია სეზონში - პირველი მან აკაპულკოში დააფიქსირა.

WTA

e-Boks Open

კოპენჰაგენი (დანია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 6:4, 6:4.

Barcelona Ladies Open

ბარსელონა (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

სარა ერანი (იტა, 7)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 3) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება