ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

111-ის შემდეგ პირველი მოგება

111-ის შემდეგ პირველი მოგება

ნიკო როსბერგმა გაუძლო "მაკლარენების" პრესინგს და კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო როსბერგმა გაუძლო "მაკლარენების" პრესინგს და კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, რითაც "მერსედესმა" ავსტრალიასა და მალაიზიაში განცდილი კრახის გამო რეაბილიტაცია მოახერხა.

ჩინეთის გრანპრის წინ ბოქსებში მთავარი განსახილველი თემა საბურავების ცვეთა იყო - სასტარტო ბილიკის პირველ ორ ადგილზე მყოფი როსბერგი და მიხაელ შუმახერი რაღაცნაირად უნდა გამკლავებოდნენ საკუთარ ავტომობილებზე საბურავების არაჯანსაღ დეგრადაციას.

სწორედ ამ მიზეზით მოიპოვა ჩემპიონატის პირველ ორ ეტაპზე "მერსედესმა" მხოლოდ ერთი ქულა.

პირველივე წამებზე გერმანელმა პილოტებმა ყველაფერი იდეალურად გააკეთეს - როსბერგმა და შუმახერმა შეინარჩუნეს პოზიციები პელოტონის სათავეში და შეაკავეს აქტიური ჯენსონ ბატონი. მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა კიმი რაიკონენმა, მეხუთეზე გადავიდა ლუის ჰემილტონი. მათ მოჰყვებოდნენ "ზაუბერის" პილოტები - პერესმა ორი პოზიცია მოიგო, კობაიაშიმ კი ჩააგდო სტარტი, რადგან მესამედან მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა. წარუმატებლად დაიწყო რბოლა "რედ ბულის" პილოტებისთვის - უებერი მეცხრე პოზიციაზე გადავარდა, ფეტელი - მეთოთხმეტეზე.

სავსე ავზების გამო "პირელის" რბილი საბურავები მალე გაცვთა - უკვე მეექვსე წრეზე მარკ უებერი პირველ პიტსტოპზე გაემართა. "სოფტის" "მედიუმით" შეცვლის შემდეგ ავსტრალიელი მეტოქეებზე სწრაფად ამოძრავდა და სწრაფი წრე დააფიქსირა.

მეცხრე წრეზე ბოქსებში გაემართნენ კობაიაში და ფეტელი, რის შემდეგაც ათი წრის განმავლობაში ახალი საბურავები მიიღო რბოლის ყველა მონაწილემ. როსბერგმა შეინარჩუნა ბატონისა და ჰემილტონის წინ ადგილი. "მაკლარენის" პილოტებმა წინ წაწევა შუმახერის რბოლიდან გამოთიშვის შემდეგ შეძლეს. მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა უებერი - ადრეულმა პიტსტოპმა ავსტრალიელს ხუთი პოზიციის მოგების საშუალება მისცა.

პელოტონს პიტსტოპების პირველი სერია ახალი დასრულებული ჰქონდა, როცა უებერი 21-ე წრეზე საბურავების მესამე კომპლექტისთვის შევიდა ბოქსებში. მას მიჰყვნენ ჰემილტონი და ბატონი. ნიკო როსბერგმა თავისი მეორე პიტსტოპი მხოლოდ 34-ე წრეზე შეასრულა - ბოლოსკენ გერმანელი გაცვეთილი საბურავებით ორ წამს აგებდა ბატონთან, რამაც ნიკო მეორე ადგილამდე ჩამოაქვეითა.

პიტსტოპების მესამე სერია, ტრადიციისამებრ, მარკ უებერმა დაიწყო. ჰემილტონმა და ალონსომ ახალი საბურავებისთვის მხოლოდ ოთხი წრის შემდეგ მიაკითხეს ბოქსებს. კიდევ ერთი წრის შემდეგ პიტლეინისკენ შეუხვია ბატონმა. ჯენსონის მესამე პიტსტოპის დროს "მაკლარენის" მექანიკოსებმა შეცდომა დაუშვეს, რის გამოც მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი ტრაფიკში მოხვდა. ფინიშამდე 17 წრით ადრე პირველ სამ პოზიციაზე ის პილოტები განლაგდნენ, რომლებმაც მხოლოდ ორი პიტსტოპი შეასრულეს: როსბერგი დაბრუნდა პირველ ადგილზე, მას 20 წამით ჩამორჩებოდნენ რაიკონენი და ფეტელი. ბატონი მეოთხე იყო სებას უკან.

რამდენიმე წრე პილოტები მჭიდრო ჯგუფად მიდიოდნენ, მაგრამ სერიოზულ ბრძოლამდე საქმე არ მიდიოდა. მხოლოდ ფერნანდო ალონსო და რომენ გროსჟანი გადაცვივდნენ ტრასიდან და ორ-ორი პოზიცია დაკარგეს. გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა 48-ე წრე, როცა უვარგის მდგომარეობამდე მივიდა საბურავები კიმი რაიკონენის მანქანაზე.

ფინელი, რომელმაც საბურავების ერთი კომპლექტით 20 წრე გაიარა, მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ საბურავებმა იმდენად დაკარგეს ეფექტურობა, რომ ორი წრის განმავლობაში რაიკონენი მე-12 პოზიციამდე დაქვეითდა. პოდიუმის ორი დანარჩენილი ადგილისთვის ბრძოლა გამართეს "მაკლარენისა" და "რედ ბულის" პილოტებმა, იმ დროს, როცა როსბერგს მთელი ეს აურზაური არ აღელვებდა - რაიკონენის წყალობით, რომელმაც შეაყოვნა სწრაფი მანქანები, გერმანელმა უპირატესობა 25 წამამდე აიყვანა.

52-ე წრეზე DRS-ის ზონაში ჯენსონ ბატონმა ფეტელს მეორე პოზიცია წაართვა და მაშინვე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. კიდევ სამი წრის შემდეგ თანაგუნდელის მანევრი გაიმეორა ლუის ჰემილტონმა, რომელმაც მეოთხე ადგილამდე ჩამოაქვეითა ფეტელი. ბოლო წრეზე კი მსოფლიოს ჩემპიონმა მარკ უებერიც გაატარა - გაცვეთილმა საბურავებმა სებასტიანს ბრძოლის შანსი არ დაუტოვა.

მეექვსე მივიდა ფინიშთან რომენ გროსჟდანი, რომელმაც არც ისე წარმატებით დაიწყო რბოლა, მაგრამ შემდეგ სტაბილური ტემპი აკრიფა და ქულებისთვის იბრძოლა. მეშვიდე და მერვე პოზიციებზე გავიდნენ ბრუნო სენა და პასტორ მალდონადო - "უილიამსმა" 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ ერთდროულად პირველად გაიყვანა თავისი პილოტები ქულათა ზონაში. ათეულში შეაღწიეს ფერნანდო ალონსომ და კამუი კობაიაშიმ.

სამი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლას სათავეში ჩაუდგნენ "მაკლარენის" პილოტები - ჰემილტონი ბატონს ორი ქულით უსწრებს. ალონსო მესამე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, "რედ ბულის" პილოტები პირველ ხუთეულს ასრულებენ - უებერი კვლავ ფეტელზე წინ არის. ნიკო როსბერგი, რომელსაც 111 რბოლა დასჭირდა კარიერაში პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად, გენერალურ კლასიფიკაციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

კონსტრუქტორთა თასზე "მაკლარენი" 24 ქულით უსწრებს "რედ ბულს", მესამეზე მყოფი "ფერარი" ბრიტანულ საჯინიბოს 50 ქულით ჩამორჩება.

ჩინეთის გრან-პრი. III ეტაპი

შანხაი (56 წრე, 305.066 კმ)

1(1). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1:36.26,929

2(6). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +20,626

3(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +26,012

4(7). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +27,924

5(11). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +30,483

6(10). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +31,491

7(14). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +34,597

8(13). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +35,643

9(9). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +37,256

10(4). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +38,720

11(8). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +41,066

12(15). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +42,273

13(12). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +42,779

14(5). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +50,573

15(16). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +51,212

16(18). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +51,756

17(17). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +1:03,156

18(20). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე

19(21). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 1 წრე

20(22). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე

21(23). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 1 წრე

22(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 2 წრე

23(19). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 3 წრე

24(3). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 40 წრე

საერთო ჩათვლა

1. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 45 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 43 (1 მოგება); 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 37 (1 მოგება); 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 36; 5. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 28; 6. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 25 (1 მოგება); 7. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 22; 8. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 16; 9. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 14; 10. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 9; 11. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 8; 12. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 7; 13. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 4; 14. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 4; 15. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 2; 16. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 2; 17. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 1.

კონსტრუქტორთა თასი

1. მაკლარენი - 88; 2. რედ ბული - 64; 3. ფერარი - 37; 4. ზაუბერი - 31; 9. მერსედესი - 26; 6. ლოტუსი - 24; 7. უილიამსი - 18; 8. ფორს ინდია - 9; 9. ტორო როსო - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!