ჩვენებურმა კოიმბრაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ყველა დიდი უპირატესობით მოიგო
ამ უქმეებზე პორტუგალიურ კოიმბრაში ჩატარდა ევროპის თასი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელშიც ბიჭებში საქართველოს სახელით უცხოეთში მცხოვრები ორი მონაწილე გამოდიოდა - ანრი ეგუტიძე (73) და ნიკოლოზ შერაზადიშვილი (81).

პირველი მათგანი პორტუგალიაშივე ცხოვრობს, მეორე კი - ესპანეთში. ეგუტიძეს ისე ეტყობა, პორტუგალიელთა სახელით სურს გამოსვლა, ოღონდ ამჯერად საბუთების გაფორმება ვერ მოესწრო და ჩვენს ფედერაციას იქაურმა ფედერაციამ სთხოვა, მისთვის საქართველოს სახელით გამოსვლის ნება დაერთო.

შერაზადიშვილმა ჭიდაობა საქართველოში დაიწყო და სხვაგან გადასვლას არც ფიქრობს. სამი კვირის წინ მან ჩვენი სახელით ესპანეთშიც იასპარეზა ანალოგიურ ტურნირში და გაიმარჯვა. შერაზადიშვილმა ეს შედეგი ახლაც გაიმეორა - კვლავაც ჩემპიონი გახდა, ეგუტიძე კი მეხუთეზე გავიდა.

შერაზადიშვილმა კოიმბრაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ყველა დიდი უპირატესობით მოიგო. პირველ წრეში პორტუგალიელ ფრანჩესკო მენდესს იპონით აჯობა; მერე ასევე მასპინძელ პედრო რებელოს ორი ვაზარით მოუგო; ნახევარფინალში კიდევ ერთ ადგილობრივ ფალავან ტომას ფერნანდესს ჯერ იუკო აართვა, მერე კი დააიპონა; ფინალში კი ესპანელ ალექსის როსა მოიას იუკო-ვაზარით მოუგო.

ტურნირი ეგუტიძემაც კარგად დაიწყო და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრათა უმეტესობა მანაც დიდი ანგარიშით მოიგო.

დაიწყო ხორვატი ბორია მაუროვიჩის ძლევით - ორი ვაზარი აართვა, ლუქსემბურგელი ფელიქს რენინგი და პოლონელი კრისტიან ბერდზინსკი კი დააიპონა.

ნახევარფინალში ჩვენებური მინიმალური სხვაობით - იუკოთი დამარცხდა ესპანელ ვილიან მოლინასთან, რომელმაც ფინალში ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან წააგო. ეგუტიძემ ბრინჯაოსთვის შეხვედრა პორტუგალიელ ჟოაო მარტინოსთან გაფრთხილებებით დათმო და მეხუთეზე დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mariamo
dzalan magariiaaa niikuush :*:* giloocaavv .. imeediiaa montenegrooshic gaiimarjveebb :*:*))
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა