გთავაზობთ "არსენალის" ყოფილი ვარსკვლავისა და "სანის" მიმოხილველის იან რაიტის წერილს რუნის ბოლოდროინდელ სკანდალზე, თუმცა...

გთავაზობთ "არსენალის" ყოფილი ვარსკვლავისა და "სანის" მიმოხილველის იან რაიტის წერილს რუნის ბოლოდროინდელ სკანდალზე, თუმცა... კაცმა რომ თქვას, ამაზე, აქ, სულ ორი სიტყვა წერია. სტატია უფრო ზოგადია და პრემიერლიგის მდიდარი ფეხბურთელების ცხოვრებას გვაცნობს:

"ბევრს ფეხბურთელები შტერები ჰგონია და კაცმა რომ თქვას ზოგიერთი მათგანი მართლა ისე იქცევა, რომ საპირისპიროს დამტკიცება ძნელია. სამწუხაროა, რომ ხალხში ასეთი ცუდი წარმოდგენა ჩამოყალიბდა. არადა, ზუსტად ვიცი, მოთამაშეთა უმრავლესობა ჭკვიანი ადამიანი, ერთგული მეუღლე და თავგადაკლული მამაა. ისე, როგორც ჩანს ბოლო პერიოდში თავად ფეხბურთმაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.

აბა, როგორ უნდა ახსნა ის, რაც ახლახან მოხდა: მწვრთნელმა თავისი საუკეთესო ფეხბურთელი არ ათამაშა რადგან ხალხმა ამ ფეხბურთელის პირადი ცხოვრების შესახებ რაღაც შეიტყო და ტრიბუნიდან შეურაცხყოფას უპირებდა, რასაც მოთამაშე შეიძლებოდა დაეთრგუნა. დიახ, უეინ რუნი და პიტერ კრაუჩი ბოლონი არიან, ვინც მეუღლეების მეძავებთან ღალატზე გამოიჭირეს, მაგრამ მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ ვიფიქრებთ, რომ ამ ორის მეტს ასეთი რამ არავის გაუკეთებია. სინამდვილეში პრობლემა სულ სხვაა: ბევრ ფეხბურთელს ჰგონია, რომ ჩვენგან, დანარჩენი ადამიანებისგან განსხვავებულად სუნთქავს. აი, სწორედ ესაა საგანგაშო. დროა ისინი მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ხალხია.

რა ვერ გამიგია, იცით? რატომ არის ზოგი ფეხბურთელი იმდენად შეზღუდული, რომ ვერ ხვდება: ქალი, რომელიც სხეულით ვაჭრობს მის თავგადასავლსაც თვალის დაუხამხამებლად მიყიდის პრესას. ახალგაზრდობაში თავადაც შევმცდარვარ. გამომიჭირეს, შემარცხვინეს და დღეს სხვებზე კარგად ვიცი როგორ ანგრევს ასეთი სკანდალები ოჯახებს. ეს მართლაც საშინელებაა, მაგრამ, რაც გნებავთ ის თქვით და სექსი ჩემთვის გართობის საგანი არასდროს ყოფილა. ვიცი, შესაძლოა შემედავოთ და მითხრათ, რომ ღალატი ღალატია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი შემთხვევა სხვა იყო და ვერ გამიგია, ისეთი ცნობილი ფეხბურთელი როგორიც რუნია მხოლოდ და მხოლოდ გართობის გამო ამდენ ძვირფას რაღაცას კითხვისნიშნის ქვეშ როგორ აყენებდა.

ფეხბურთელებმა პრესას არაფერი უნდა დააბრალონ. მეტიც, მათი საქციელი იმ შემთხვევაშიც კი გაუმართლებელია, თუ ამბავი გაზეთებმა ვერ შეიტყვეს და ისინი საჯარო სკანდალს გადაურჩნენ. საბოლოოდ კი, ჩემი რჩევა ასეთია: თუ ჯერ კიდევ გართობას აპირებთ ცოლს ნუ მოიყვანთ. ბოლოს და ბოლოს დროა ფეხბურთელები მიხვდნენ, რომ ისინი სამაგალითო ადამიანები არიან. მათ პასუხისმგებლობა აკისრიათ. მათ ბავშვებს კარგი ქცევისკენ უნდა უბიძგონ და სამარცხვინოდ არ უნდა მოიქცნენ.

უამრავ გოგოს უნდა ფეხბურთელი გამოიჭიროს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან პრემიერლიგაში მოთამაშეებს როკ-ვარსკვლავებზე მეტი შემოსავალი აქვთ. ფეხბურთელის ლოგინში ჩაწვენა და მისი რაღაც ხნით შენარჩუნება იმას ნიშნავს, რომ ხვდები სამყაროში სადაც ფული პრობლემა არ არის, ასეთ "წვრილმანზე" არც კი ლაპარაკობენ. უნდა ნახოთ რა ამბავია ყოველ წელიწადს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ წვეულებებზე. ღამის კლუბებში ფეხბურთელებთან ერთად მოსახვედრად გოგოები რიგში დგანან.

თუმცა, გოგოები რა სათქმელია, როდესაც თანამედროვე ფეხბურთელებს არალეგალური ცხოვრებისკენ გადასხვევად ადრინდელზე გაცილებით მეტი ცთუნება აქვთ - მათი ფული ძალიან მოსწონთ განგსტერებსაც და ისინი მათთან დაახლოვებას ცდილობენ. ეს სერიოზული პრობლემაა.

პირადად მე, სანამ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი გოგოებს არ ვაინტერესებდი, მაგრამ როგორც კი ფეხბურთელი გავხდი ბარებში უკვე ათასი გოგო მეხვეოდა. ისინი მზად იყვნენ ჩემი გულისთვის თავიანთი მეგობარი ბიჭები დაეტოვებინათ. ხშირად, ძმაკაცთან ერთად სადმე თითო ჭიქის გადასაკრავად შესული გავიხედავდი და დავინახავდი სადმე კუთხიდან როგორ ცდილობდა ორი ლამაზმანი ჩვენი ყურადღების მიპყრობას. ასეთ ცხოვრებას ნაჩვევი არ ვიყავი.

თუმცა, ეს ყველაფერი ცთუნებაა და მის თავის გამართლებად მოტანა არ ივარგებს. ის კი არა, დღესაც კი, როდესაც ჩემს ახლანდელ თანამეცხედრესთან ერთად ვარ - ჩვენ კი უკვე შვიდი წელიწადია ერთად ვცხოვრობთ - შინ მისული ჯიბეში ტელეფონის ნომერს აღმოვაჩენ ხოლმე და 46 წლის კაცს ახსნა განმარტება მიწევს, რომ აზრზე არ ვარ როგორ მოხვდა ეს ნომერი ჩემს ჯიბეში"...

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა