ორიოდ დღის წინ მოგახსენებდით, რომ "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, 2012 წელს, როცა ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგება...

ორიოდ დღის წინ მოგახსენებდით, რომ "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, 2012 წელს, როდესაც ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგება, მე ნუ მომმართავთ, რადგან ნაკრების სათავეში ჩადგომა ჩემს ინტერესებში არ შედისო.

ჩემპიონთა ლიგაში "ვერდერთან" შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე რედნაპმა ნაკრებისადმი ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება გამოამჟღავნა. მას "მთავარ ინგლისურ საქმეზე" კატეგორიული უარი არ განუცხადებია, რაც ნებისმიერ წუთს მზადყოფნად ჩამოართვეს და ისიც კი დაწერეს, რომ ჰარი ამიერიდან კაპელოს სავარაუდო შემცვლელთა შორის უპირველესი კანდიდატია. თუმცა, თავიდან ლაპარაკი საკუთარი შესაძლებლობების შეფასებით დაიწყო:

"მე "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელის რანგში დავამტკიცე როგორი სპეციალისტიც ვარ. ხომ გახსოვთ სად იყო გუნდი და გასული ჩემპიონატი სად დაასრულა? ჩვენ მეოთხე ადგილზე გავედით და ჩემპიონთა ლიგაში გამოვდივართ. ამასთან, ამიერიდან პრემიერლიგასა თუ ჩემპიონთა ლიგაში რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი უწინდელი მიღწევები ვერ დაკნინდება. ვფიქრობ, დასამტკიცებელი არავისთვის აღარაფერი მაქვს".

შემდეგ, სიტყვამ კაპელოს მიერ ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიტანა. ითქვა, რომ ბრწყინვალე შესარჩევი შეჯიბრების შემდეგ ინგლისის ნაკრებს სამხრეთ აფრიკაში ცუდი შედეგი ჰქონდა. რედნაპმა მიუგო:

"ხალხისთვის თავიანთი დონე და უნარი ფეხბურთელებს დარჩათ დასამტკიცებელი, მეტი არავის. შემადგენლობის შერჩევას დიდი მეცნიერება არ სჭირდება, მთავარი კი მერე იწყება, მოედანზე. მოთამაშეებმა სწორედ იქ უნდა გაუძლონ წინააღმდეგობას, ათასგვარ წნეხს და გაიმარჯვონ. მოედანზე ჩანს ვის რა შეუძლია. რაც შეეხება იმას, დავთანხმდები თუ არა 2012 წელს ნაკრების გაწვრთნას... კაცმა არ იცის რა მოხდება იმ დროს. იმ დროისთვის მე შეიძლება უკვე "პულ თაუნს" (უესექსის ლიგის პრემიერ დივიზიონის გუნდია) ვედგე სათავეში. ფეხბურთი ისეთი სფეროა სადაც წინასწარ არასდროს იცი, რა გელის როდესაც კუთხეში შეუხვევ. ორი წლის შემდეგ არ ვიყურები, რადგან ამას აზრი არ აქვს".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა