გადადებული შეხვედრები მომდევნო კვირის შუა რიცხვებში, 24 და 25 აპრილს გაიმართება
როგორც იცით, პიერმარიო მოროზინის გარდაცვალების გამო სერია A-ს XXXIII ტური მთლიანად გადაიდო და მისი გამართვის თარიღი დღემდე უცნობი იყო.

"ლეგა კალჩოს" მესვეურებმა, როგორც იქნა, მიაღწიეს კონსენსუსს და გაცხადდა, რომ შეხვედრები მომდევნო კვირის შუა რიცხვებში, 24 და 25 აპრილს გაიმართება. სწორედ ეს თარიღები იყო ყველაზე სავარაუდო და პროგნოზები გამართლდა კიდეც. გაცხადდა ისიც, რომ სამშაბათს "ატალანტა" "კიევოს" უმასპინძლებს, "კალიარი" "კატანიას" დაუხვდება, დარჩენილი მატჩები კი უკვე ოთხშაბათს გაიმართება.

თამაშების დაწყების დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრადიციულად, შუა კვირის მატჩები საღამოს საათებში იმართება და გამონაკლისი, ალბათ, არც ეს შემთხვევა იქნება. ანუ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სამშაბათს და ოთხშაბათს დაგეგმილი აბსოლუტურად ყველა პაექრობა თბილისის დროით 22.45 წუთზე დაიწყება.

სამშაბათს, ანუ 24 აპრილს დაგეგმილი ორივე თამაში უკვე ვახსენეთ და ბარემ ოთხშაბათის წყვილებსაც გადავხედოთ: ნოვარა-ლაციო, ლეჩე-ნაპოლი, პალერმო-პარმა, უდინეზე-ინტერი, სიენა-ბოლონია, მილანი-ჯენოა, ჩეზენა-იუვენტუსი, რომა-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა