სლოვაკმა ნეაპოლურ კლუბთან ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამით ყველანაირ სპეკულაციას წერტილი დაუსვა
"ნაპოლის" გულშემატკივრები მიმდინარე სეზონს არაერთგვაროვნად აფასებენ - ერთი მხრივ, გუნდმა წარმატებით იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე და მთელ ევროპას დაანახვა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა; ამასთან, იტალიის თასის ფინალში გავიდა და აქვს შანსი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ტროფეი მოიპოვოს; მეორე მხრივ, ვალტერ მაცარის გუნდი სერია A-ში მოიკოჭლებს და დიდია შანსი, სამეულს მიღმა დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში "ნაპოლი" ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გარეშე დარჩება.

აპენინურ სპორტულ პრესაში უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაცარი გუნდს დატოვებს და მას რამდენიმე ფეხბურთელიც მიჰყვება. მათ შორის მარეკ ჰამშიკის გვარსაც ასახელებდნენ, მაგრამ ორიოდე დღის წინ სლოვაკმა ნეაპოლურ კლუბთან ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამით ყველანაირ სპეკულაციას წერტილი დაუსვა... მარეკი იტალიელ ჟურნალისტებსაც გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ბევრჯერ წავიკითხე იმის შესახებ, თითქოს ევროპული ფეხბურთის გრანდში ვაპირებდე გადასვლას, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის და ჩემს სიტყვებს ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება ადასტურებს. მიყვარს "ნაპოლი" და ყველაფერი, რაც ამ გუნდთან არის დაკავშირებული. მჯერა იმ პროექტის, რომელსაც ერთად შევეჭიდეთ და რომელსაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე".

იტალიელმა ჟურნალისტმა ჰამშიკს დღეისათვის ყველაზე აქტუალური კითხვა დაუსვა: შეიძლება თუ არა მიმდინარე სეზონი "ნაპოლისთვის" წარმატებულად ჩაითვალოსო, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: "სეზონი რომ დასრულდება, ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. ისე კი, მგონია, რომ სეზონი გარკვეულწილად უკვე წარმატებულია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ვიასპარეზეთ.

ამასთან, იტალიის თასის ფინალში გავედით, სადაც "იუვენტუსთან" მოგვიწევს შეჭიდება. რაც შეეხება სერია A-ს, იმედი ნამდვილად არ დამიკარგავს, რომ სამეულში შევაღწევთ და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ. მესამე ადგილზე მყოფი გუნდისგან მხოლოდ ექვსი ქულა გვაშორებს, რისი აღმოფხვრაც სავსებით რეალურია. მოკლედ, სეზონი გარკვეულწილად უკვე წარმატებულია, დანარჩენზე კი ზაფხულში ვილაპარაკოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა