ალვარო ნეგრედოს ერთი გოლი, ესთეტიკური თვალსაზრისით, დანარჩენ ხუთს წონის, თუმცა ტაბლოზე ეს არ აისახება
ორშაბათის თამაშები იშვიათად არის ხოლმე ესპანეთში ცენტრალური და შესაბამისად, თვალსასეირო, მაგრამ ამჯერად "ხეტაფე"-"სევილიას" დაპირისპირებას ბევრი წინაპირობა ჰქონდა - გუნდებს შორის მხოლოდ სამი ქულა იყო სხვაობა. მათთვის ევროთასების საგზურებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესულია. თანაც, "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" მიჩელი ბრუნდებოდა, ახლა უკვე მეტოქე გუნდის თავკაცის რანგში. თამაშმა ერთიორად გაამართლა - სეზონში ასეთი თვალსასეირო ორთაბრძოლა ბევრი არ ყოფილა, ხოლო მიჩელს სრული განადგურება ელოდა ყოფილი გუნდისგან - 1:5.

საფეხბურთო გურმანები დაგვეთანხმებიან, ალვარო ნეგრედოს ერთი გოლი, ესთეტიკური თვალსაზრისით, დანარჩენ ხუთს წონის, თუმცა ტაბლოზე ეს არ აისახება.

"სევილიამ" მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში. ამ გოლზე დაწვრილებით არის დასაწერი, რადგან ის მსოფლიო კლასისა გამოდგა - პიოტრ ტროხოვსკიმ კარგად შეამჩნია საჯარიმოში შევარდნილი ნეგრედო. ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ სიტუაციაში და ბურთი კარისკენ "მაკრატელა" დარტყმით გადაგზავნა, მასპინძელთა მეკარე კი მოძრაობაზე დაიჭირა.

ამის შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ ლუის გარსიას გუნდი ბატონპატრონობდა. პირველ ტაიმში "ხეტაფემ" გათანაბრება მოასწრო - გავილანის კუთხურს ანდალუსიელ მცველთა შეცდომა მოჰყვა. მიგელ ტორესიც ყველაზე უკეთ გაერკვა სიტუაციაში.

მეორე ტაიმი ლასენის გოლით დაიწყო. ამის მერე მიკუმ დუბლი შეასრულა, ხოლო პედრო რიოსმა გოლი თავით გაიტანა - 5:1. 30 წლის პედრო რიოსი ორივე გუნდში საუკეთესო იყო გოლით და ორი საგოლე პასით. "ხეტაფე" "სევილიას" ქულებით გაუტოლდა. ესპანეთის ჩემპიონატში 45-45 ქულა ერთბაშად 5 კლუბს აქვს - აი, ასეთი ბრძოლაა ევროსაგზურებისთვის.

ლუის გარსია (ხეტაფე): "ამ გამარჯვებით ჩვენ კარი ევროოცნებას გავუღეთ. ევროპა "ატლეტიკოს" ან "სევილიას" უფრო ელის, ჩვენთვის კი დიდი პატივია, რომ მათ თანაბრად ვებრძვით და ვჯობნით კიდევაც".

მიჩელი (სევილია): "თავის მართლებაც კი არ ღირს, ყველაფერი ცხადია".

ხეტაფე-სევილია 5:1

საუკეთესო: პედრო რიოსი (ხეტაფე)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 33 27 4 2 107-29 85

2. ბარსელონა 33 25 6 2 96-24 81

3. ვალენსია 33 14 10 9 50-42 52

4. მალაგა 33 15 6 12 49-46 51

5. ლევანტე 33 14 6 13 47-46 48

6. ოსასუნა 33 11 13 9 37-53 46

7. ბილბაო 33 11 12 10 48-44 45

8. ატლეტიკო 33 12 9 12 44-41 45

9. სევილია 33 12 9 12 40-38 45

10. ესპანიოლი 33 12 9 12 43-43 45

11. ხეტაფე 33 12 9 12 38-44 45

12. ბეტისი 33 12 6 15 40-45 42

13. მალიორკა 33 10 10 13 35-41 40

14. ვალეკანო 33 12 4 17 49-58 40

15. სოსიედადი 33 10 9 14 40-49 39

16. ვილიარეალი 33 8 12 13 34-47 36

17. გრანადა 33 10 6 17 30-49 36

18. სარაგოსა 33 8 7 18 29-59 31

19. სპორტინგი 33 7 7 19 33-63 28

20. რასინგი 33 4 14 15 24-52 26

ბომბარდირები

41 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - გონსალო იგუაინი (რეალი); 18 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო).

მომდევნო ტური

21 აპრილი: მალიორკა-სარაგოსა, სპორტინგი-რაიო ვალეკანო, ბარსელონა-რეალი, სევილია-ლევანტე.

22 აპრილი: გრანადა-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-ვილიარეალი, რასინგი-ბილბაო, ატლეტიკო-ესპანიოლი, ვალენსია-ბეტისი.

23 აპრილი: ოსასუნა-მალაგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა