"სელტიკს" დისციპლინური პრობლემები მარტო ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კი არა, შოტლანდიის პრემიერლიგის შეხვედრებშიც აქვს
"სელტიკს" დისციპლინური პრობლემები მარტო ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კი არა (რისთვისაც უეფამ ის სოლიდურად დააჯარიმა), შოტლანდიის პრემიერლიგის შეხვედრებშიც აქვს.

უკანასკნელი ინციდენტი "ჰართსთან" შეხვედრის (15 აპრილი, "ჰემპდენ პარკი", 1:2 ედინბურგელთა სასარგებლოდ) დასრულების შემდეგ "პროტესტანტთა" თავდამსხმელ ენტონი სტოუკსსა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შორის მოხდა. ყოველივეს გამო შოტლანდიის პროფესიული ფეხბურთის ლიგა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს სერიოზული სანქციებით ემუქრება.

"სკოტიშ სანის" ცნობით, საქმის შესწავლა მატჩის არბიტრის, ეუან მორისის სამატჩო ოქმის შესწავლის შემდეგ დაიწყო. გარდა უშუალოდ მინდორზე მომხდარი მოვლენებისა, მსაჯის ოქმიდან ირკვევა, რომ "კელტების" თავდამსხმელს, ეგონა რა, რომ არავინ უსმენდა, გვერდითა არბიტრის მიმართ მთელი წყება უშვერი სიტყვები გაიმეტა, შემდეგ კი მეტოქე ფეხბურთელებსაც წაეკიდა. გაზეთის მტკიცებით, ირლანდიელს, მინიმუმ, 1-მატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ.

თუმცა სტოუკსსა და მის ერთ შეხვედრას ვინ დაეძებს, როცა ნილ ლენონს გუნდის სათადარიგოთა სკამიდან ხელმძღვანელობა შეიძლება 17 (!) მატჩით აუკრძალონ. ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტის საქმის განხილვა შაბათს "ჰემპდენ პარკის" საკონფერენციო დარბაზშია დანიშნული, სადაც მას ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწევს. "დანაშაული", რომელიც მას ბრალდება, მსაჯების კრიტიკაა.

მაგალითად, მან "სელტიკი"-"რეინჯერსის" დროს ტექნიკური ზონიდან მისი გაძევების გამო გაოცება ვერ დაფარა. მის ბრალდებას უფრო ამძიმებს ის, რომ "სენტ ჯონსტონთან" შეხვედრის შემდეგ მან უკეთესი მსაჯობაც ინატრა.

დაგვეთანხმებით, ასეთი მძიმე დანაშაულების შემდეგ ლენონს არათუ 17 თამაშით, მთელი სეზონით ეკუთვნის დისკვალიფიკაცია. მოგვიტევეთ ასეთი სარკასტული ტონისთვის, მაგრამ... საფეხბურთო ჩინოსანთაგან მსაჯების დაცვის ფორმები უკვე მარაზმში გადადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე