ლისაბონის "ბენფიკის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჩავი გარსიამ შესაძლოა მომდევნო სეზონი "ჩელსის" რიგებში დაიწყოს
ლისაბონის "ბენფიკის" 25 წლის ესპანელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჩავი გარსიამ შესაძლოა მომდევნო სეზონი "ჩელსის" რიგებში დაიწყოს.

მართალია, ფეხბურთელს "არწივებთან" ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ლონდონური კლუბისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. რომან აბრამოვიჩი მზადაა, თუკი ამას გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელი საჭიროდ მიიჩნევს, ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბენფიკას" 15-იდან 20 მილიონამდე გადაუხადოს.

რაკი ლაპარაკი "ჩელსიზე" ჩამოვარდა, აქვე გეტყვით, რომ "ლურჯების" მიერ ლიგა 1-ის "დიჟონში" იჯარით გაშვებულმა გაელ კაკუტამ, რომლის "ლანსიდან" 2009 წელს გადაბირების დროსაც კლუბმა ფიფას სატრანსფერო წესები დაარღვია და ამის გამო სოლიდურადაც დაჯარიმდა, სურვილი გამოთქვა, რომ 2012/13 წლების სეზონი უკვე ლონდონში გაატაროს, სადაც ის ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს.

"აღარ მინდა კიდევ ერთი სეზონის იჯარით გატარება, მიუხედავად იმისა, რომ "დიჟონში" მე რეგულარულად ვთამაშობ და ვგრძნობ, რომ აქ ყველა მენდობა," - აცხადებს კაკუტა. 20 წლის მარცხენა ნახევარმცველს სამშობლოში მართლაც კარგი სეზონი გამოუვიდა. ყველა ტურნირზე ერთად მან 21 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა