"ბაია"-"დინამოს" მატჩის დასრულების შემდეგ ძალოვანები მსაჯთა ოთახში შეიჭრნენ და იქ მყოფებს გინება, ფურთხება და ცემა დაუწყეს
ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის მთავარი სამსაჯო თემა, რაღა თქმა უნდა, ზუგდიდში მომხდარი ამბავია - "ბაია"-"დინამოს" არბიტრმა, ლაშა სილაგავამ ოქმში აღწერა, რომ ძალოვანები შეხვედრის შემდეგ მსაჯთა ოთახში შეიჭრნენ, მას გინება და ფურთხება დაუწყეს, ხოლო მატჩის დელეგატ ენუქი თევზაძესა და მეოთხე მსაჯ ალექსანდრე კრიჭაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

რა უნდა ვთქვათ - ფაქტი გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია. ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ მომხდარს დეტალურად გამოიძიებენ და დამნაშავეებს საკადრისად დასჯიან.

მომხდარი აშკარად სცდება საფეხბურთო ჩარჩოებს და ბუნებრივია, ამ ამბის ჩამდენებს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ვერ დასჯის.

სადისციპლინო კომიტეტის სხდომა უახლოეს დღეებში ჩატარდება და სავარაუდოდ, "ბაიას" ფინანსურ სანქციებს დააკისრებს და მის სტადიონს (უფრო სწორად, საწვრთნელ ბაზას) დისკვალიფიკაციას მიუსჯის. ამაზე მეტს კი ფეხბურთის ფედერაცია ვერ იზამს - დამნაშავეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.

ნიშანდობლივია ისიც, კრიჭაშვილი ზუგდიდში პირველად არ უცემიათ. 2009 წელს "ბაიასა" და "გაგრას" მატჩის შემდეგ მას მაშინაც პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება, რომ მაშინ ვინმე დაესაჯოთ...

"ლაშა სილაგავამ ყველაფერი ოქმში აღწერა და ამ ამბავს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. მე, ბუნებრივია, მომხდარით აღშფოთებული ვარ, სანქციები კი სადისციპლინო კომიტეტის საქმეა", - გვითხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ფანიაშვილმა.

რაც შეეხება ტურის ყველაზე საკამათო ეპიზოდებს, ანუ "მერანი"-"ზესტაფონის" მატჩისას სტუმართა კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანებს, ფანიაშვილმა თქვა, რომ ვიდეოჩანაწერი უხარისხოა და რაიმე დასკვნის გამოტანა გაუჭირდება, მაგრამ რაკი არბიტრი ორივე ეპიზოდისას ბურთთან ახლოს იყო და პენალტი უყოყმანოდ დანიშნა, მის გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Alioxa
საქართველოა რა, უუუუუუ, პაპუასებიიი. ბანანის რესპუბლიკა. ვინ დაისჯება, დაისჯება არა შტოფი
bakuri
ესენი იმ დგეს საცემი კიარა საერთოდ დასამწყვდევები იყვენ ქართული ფეხბურთის დასაფლავების გამო.და ისინიც ვინც გამოუშვა ზუგდიდსი სამსაჯოდ.რატომ?მაშინ გამოეშვათ ზუგდიდელი მსაჯი.წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო ისე ნუ მოიქცევიან და სტადიონს ნუ უმიზნებენ დასჯით თუ ტრაკი გაქვთ თქვენსში სასაჯეთ ვინც დასასჯელია.
kapo
ვაი თქვენს პატრონს. ზესტაფონის გუნდის საიტზე ჩანს ყველაფერი და მოგაწვდიან, თუ ეგაა პრობლემა. ესეიგი მსაჯი ახლოს იყოს დარაც გინდააკეთოს, თუ ახლოსაა დავუჯერებთო, ასე გამოდის. და კიდევ. ბაზისდასჯარაშუაშია, გულშემატკივარს კი არ ჩაუდენია რამე
gio
გუშინ ვუყურე მაესტროს საინფორმაციოში 9 საათზე
Knatski
ეს თუ მართალია!. თუმცა რა გასაკვირია იმ ადამიანისგან, რომელიც ჩვენი ნაკრების შარშანდელ გამოსვლას წარმატებად აფასებს.
gio
ყველაზე აღმაშფოთებელი ალბათ ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ დომენტის კომენტარი გახლდათ, თურმე ეს ჩვეულებრივი და სტანდარტული ამბავი ყოფილა, კი ბატონო მესმის მოედანზე რაღაც მოხდეს, ესეთ ამბავს მეც ხშირად შევხვედრივარ, მაგრამ როცა გასახდელში მსაჯებს უვარდებიან შეიარაღებული ხალხი და შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ ამბად. ნორმალურ პრეზიდენტს ცოტა უფრო სერიოზული და მკაცრი განცხადება უნდა გაეკეთებინა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა