საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შესაძლოა "მონპელიეს" ქართველმა მესამეხაზელმა ვერ ითამაშოს
უკვე ვწერდით, რომ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოთამაშე დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" სეზონის მიწურულს რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ბრიველებს მორიგ, 24-ე ტურში გათამაშების ლიდერ, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზთან" უწევს სტუმრობა.

"ბრივს" ამ თამაშში ექვსი ტრავმირებული მორაგბე დააკლდება. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი, რომელმაც მარჯვენა ფეხის მუხლი დაიშავა.

ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შესაძლოა ვერ ითამაშოს "მონპელიეს" მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ, რომელმაც 23-ე ტურის მატჩში "ლიონთან" სამი ლელო გაიტანა და, როგორც გაირკვა, მუხლის მყესი დაიშავა.

არადა, "მონპელიეს", სადაც გორგოძის გარდა გიორგი ჟღენტი, მიხეილ ნარიაშვილი და გოდერძი შველიძე ასპარეზობენ, სტუმრად უწევს თამაში გათამაშების ლიდერთან, დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან".

"კლერმონელებს ორი წელიწადია, საკუთარ მოედანზე არ წაუგიათ. მათ ბოლოს შინ შეხვედრა 2009 წლის 21 ნოემბერს დათმეს. თუ ამ გუნდთან ერთი პრემიალური ქულის აღება მოვახერხეთ, შესანიშნავი იქნება" - თქვა "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ.

I დივიზიონი

XXIV ტური

კლერმონი-მონპელიე, ბორდო-აჟენი, ლიონი-ბაიონი, ტულუზი-ბრივი, სტად ფრანსე-პერპინიანი, ბიარიცი-მეტრო რასინგი, ტულონი-კასტრი.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 78 ქულა, 2. ტულუზი - 78, 3. ტულონი - 63, 4. მონპელიე - 62, 5. კასტრი - 59, 6. მეტრო რასინგი - 59, 7. სტად ფრანსე - 53, 8. აჟენი - 48, 9. პერპინიანი - 44, 10. ბიარიცი - 43. 11. ბრივი - 42, 12. ბორდო - 41, 13. ბაიონი - 38, 14. ლიონი - 30.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა