ჩინეთში, მოჭადრაკე ქალთა წრიულ საერთაშორისო ტურნირში, ჩვენებური სატურნირო ცხრილში ჟაო სიუნთან ერთად ლიდერობს

ჩინეთში მოჭადრაკე ქალთა წრიული საერთაშორისო ტურნირი 19 აპრილს დამთავრდება. 18 აპრილს მერვე ტურში 5-იდან მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოდგა შედეგიანი: ერთპიროვნული ლიდერი ვაჟთა შორის დიდოსტატი და გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონი ჟაო სიუ თეთრი ფიგურებით ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერ გუ სიაობინთან დამარცხდა.

დანარჩენი ორთაბრძოლები ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: შენ იანი - ბელა ხოტენაშვილი, ცზიუ ვენძიუნი - ჟან სიაოვენი, ჰუან ქიანი - თან ჟონი, მარია მუზიჩუკი - დინ ისინი.

ლიდერის წაფორხილებით ისარგებლა ხოტენაშვილმა, რომელიც შენ იანთან აღებული ნახევარი ქულით ჟაო სიუს წამოეწია.

სატურნირო მდგომარეობა კი ასეთია: ჟაო სიუ, ხოტენაშვილი - 5,5-5,5, ჟონი, ვენძიუნი - 4,5-4,5, ქიანი, სიაოვენი, ისინი - 4-4, მუზიჩუკი - 3,5, სიაობინი - 2,5, შენ იანი - 2 ქულა.

ბოლო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: გუ სიაობინი - შენ იანი, დინ ისინი - ჟაო სიუ, თან ჟონი - მარია მუზიჩუკი, ჟან სიაოვენი - ჰუან ქიანი, ბელა ხოტენაშვილი - ცზიუ ვენძიუნი.

ტურნირის ფინიშზე ლიდერებს სერიოზული მეტოქეები ჰყავთ. მართალია, ხოტენაშვილი თეთრებით თამაშობს, მაგრამ გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონი და ჩინური ბატალიების რეიტინგფავორიტი ვენძიუნი იოლად არაფერს დათმობს. თუმცა ბელას, ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, მე-2 ადგილი განაღდებული აქვს, მაგრამ ქართველი დიდოსტატი დინების დამყოლი მოჭადრაკე არ არის და, იმედია, გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა