შოტლანდიის ეროვნული გუნდი სამ მატჩს გამართავს ავსტრალიის, ფიჯისა და სამოას ნაკრებებთან
ინგლისელთა მსგავსად, ივნისში სამხრეთული ტურნე აქვს შოტლანდიის ნაკრებსაც. "სკოტები" სამ მატჩს გამართავენ ავსტრალიის, ფიჯისა და სამოას ნაკრებებთან.

ტურნე 5 ივნისს ნიუკასლში "ოზგრაიდ სთედიუმზე" "ვოლაბებთან დაპირისპირებით დაიწყება. 16 ივნისს "ნარშავები" ფიჯიზე გადაბარგდებიან, ერთი კვირის თავზე კი სამოას ეთამაშებიან.

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ენდი რობინსონი, რომელიც ტურნეში გასამგზავრებელი 32 მორაგბის ვინაობას მაისში დაასახელებს, იმედოვნებს, რომ შვიდმატჩიანი წარუმატებელი სერია დასრულდება და გუნდი აღმასვლას დაიწყებს.

"ეს საკმაოდ რთული, ძალიან დაძაბული ტურნე იქნება. მართალი გითხრათ, ნაკრების კანდიდატების "ედინბურგისა" და "გლაზგოს" შემადგენლობაში თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭები ბოლო რამდენიმე კვირაა, შესანიშნავ ფორმაში არიან.

ფანტასტიკური იყო ედინბურგელთა მიერ "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ევროპული გრანდის, "ტულუზის" ძლევა.

"გლაზგომ" კი კელტთა ლიგაზე შესანიშნავ სტილში დაამარცხა უელსის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "კარდიფი" - თქვა ენდი რობინსონმა

ივნისის ტესტები

5 ივნისი

ავსტრალია-შოტლანდია

16 ივნისი

ფიჯი-შოტლანდია

23 ივნისი

სამოა-შოტლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა