საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევს უკრაინის პრემიერლიგაში წარმატებული სეზონი აქვს
გულშემატკივრებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომელიც სანდრო კობახიძეს უკავშირდება: უკრაინაში პოპულარულმა საფეხბურთო გადაცემა "პროფუტბოლმა" გაავრცელა ცნობა, რომ კიევის "დინამო" "არსენალის" ერთ-ერთი მოთამაშით, სავარაუდოდ, სანდრო კობახიძით დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

სანდროსთვის განსაკუთრებით ხვავიანი გამოდგა ბოლო 5 შეხვედრა - სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა, ბოლო ტურში კი დონეცკის "მეტალურგთან" პენალტი გამოიმუშავა.

უკრაინული მედია ამტკიცებს, რომ კიევის "დინამოს" პრეზიდენტი იგორ სურკისი და სპორტული დირექტორი ალექსეი მიხაილიჩენკო კიევის "არსენალისა" და ლუცკის "ვოლინის" მეოთხედფინალურ სათასო მატჩს (რომელიც "ვოლინის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა) "მეთოფეთა" ერთ-ერთ მოთამაშეზე დასაკვირვებლად დაესწრნენო.

"მაგრამ ზუსტად უცნობია, კიევური გრანდი "არსენალის" რომელი მოთამაშით დაინტერესდა: ნახევარმცველ ალექსანდრე კობახიძით თუ მცველ მაიკლ ოდიბეთი.

23 წლის ნიგერიელი მცველი ოდიბე იტალიურ "სიენას" ეკუთვნის და მარტში აცხადებდა, რომ "დინამო" და დონეცკის "შახტარი" იწვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ "არსენალში" აღმოჩნდა", - მკითხაობს უკრაინული მედია.

აქვე ვიტყვით: ნუ გაგვაოცებს, ფეხბურთელით კიევის "დინამო" რომ დაინტერესდება და ის "არსენალში" მოხვდება. არაოფიციალური მონაცემებით, ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოიცკი ოთხ ცნობილ კლუბს ფლობს - კიევის "დინამოს", "არსენალს", დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და კრივოი როგის "კრივბასს".

თავისი გუნდები ჰყავს დონეცკის "შახტარის" მეპატრონე რინატ ახმეტოვსაც - მარიუპოლის "ილიჩევეცი", დონეცკის "მეტალურგი" და ლუგანსკის "ზარია". ასე რომ, კიეველებისთვის საინტერესო მოთამაშის "არსენალში" მოხვედრა გამოსაცდელი გზის გავლას უფრო ჰგავს.

გაიხსენეთ, უკრაინაში გადასული ქართველების ამბები - თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე "შახტარმა" შეიძინა, მაგრამ "ილიჩივეცში" გაუშვა, "დნიპრომ" კი ბექა გოცირიძე და ჯაბა კანკავა - "კრივბასში".

ასეთივე ვითარებაშია სანდრო კობახიძეც, რომელიც დღემდე დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ეკუთვნის, კიევის "არსენალში" კი იჯარით თამაშობს.

ვითარებაში გასარკვევად სანდროს კიევში დავუკავშირდით.

- რამდენად სანდოა "პროფუტბოლის" ინფორმაცია, რომ კიევის "დინამო" გიწვევს?

- ბოლო ორი დღეა, ამაზე ერთი ამბავია ატეხილი. ყველა გაზეთი ჩემს შესაძლო ტრანსფერზე წერს და ზარებს ვეღარ ვპასუხობ. თუმცა პირადად არავინ დამკავშირებია.

დღემდე "დნიპროს" ვეკუთვნი და თუ კიეველებს დასჭირდებათ, ჯერ დნეპროპეტროვსკელებს დაუკავშირდებიან.

- ანუ კიეველთა ინტერესს მაინც არ გამორიცხავ?

- ახლა ვერაფერს გეტყვით. წინასწარ ლაპარაკი არც მიყვარს.

- წარმატებულ სეზონს ატარებ და შენი უკეთეს გუნდში გადასვლა არავის გაუკვირდება...

- მეც დიდი იმედი მაქვს. არ დავმალავ, რამდენიმე კლუბი მართლაც დაინტერესდა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამ აჟიოტაჟის გაგრძელება არც მსურს.

"არსენალში" თავს კარგად ვგრძნობ, გუნდთან ერთად ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება და ჩემპიონატის მშვიდად დასრულება მინდა. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით.

- ფაქტია, რომ ბოლო დროს ჩრდილიდან გამოხვედი, ნაკრებშიც თამამად ათამაშდი და უკრაინული მედია შენზე ხშირად წერს...

- თავიდანვე მჯეროდა, რომ უკრაინაში თავის დამკვიდრება შემეძლო, მაგრამ მწვრთნელის ნდობა მჭირდებოდა. თუ არ გენდობიან და არ გათამაშებენ, შესაძლებლობას ვერც გამოავლენ. ადრე სწორედ ასეთ ვითარებაში ვიყავი.

თანაც, უკვე წლებია, რაც უკრაინაში ვთამაშობ. აქაურ ფეხბურთს, ხალხსა და მენტალიტეტს ალღო ავუღე და ცხადია, ეს ძალიან მეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა