სფფ-ის გენმდივანი მსოფლიოს შესარჩევ ჯგუფში ნორმალურ შედეგად მესამე ადგილს მიიჩნევს
ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს აქეთურ-იქეთურზე ვესაუბრეთ: ეროვნული ჩემპიონატი, ინფრასტრუქტურული პროექტები, ეროვნული ნაკრები...

ყველა ამ თემას ერთი ინტერვიუ ვერ მოიცავს, თუმცა ეს საკითხები ჟამიდან ჟამს აწუხებს ქართულ ფეხბურთს და მის გულშემატკივარს.

გენმდივანთან ინტერვიუ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის სისტემით დავიწყეთ...

- არაერთი ისეთი თამაში ვნახეთ, გუნდს მოგება რომ არ აძლევდა ხელს, ან უბრალოდ მოტივაცია არ ჰქონდა - მოგწონთ ეროვნული ჩემპიონატის ეს სისტემა?

- ყველა ჩემპიონატში გამოირევა ხოლმე ისეთი მატჩები, ამა თუ იმ გუნდს მოტივაცია რომ არ აქვს.

ჩემპიონატის პლეი ოფად დაყოფა ჩვენი მოგონილი არ არის, ბევრ ქვეყანაში აკეთებენ ამას. იმას არ ვამტკიცებ, რომ ეს სისტემა საუკეთესოა. ჩემპიონატის მონაწილე კლუბებმაც ხომ თავიდანვე იცოდნენ, ამ სისტემით რომ მოუწევდათ თამაში. თუ რა დადებითი და უარყოფითი მოიტანა ამ სისტემამ, ამის ანალიზი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს. ფაქტია, ქვედა რვა გუნდში დაძაბული ვითარებაა, საუკეთესო რვიანშიც უშეღავათო ბრძოლა მიდის ჩემპიონობისთვის და ევროსაგზურებისთვის.

კითხვის არსი კარგად მესმის და უნდა გითხრათ, რომ ბევრ ჩემპიონატში ხდება, როცა ტურნირის დასრულებას 5-6 ტური უკლია და ცხრილის შუაში მყოფი გუნდები 14-15 ქულით არიან დაშორებულები ლიდერებთან და მაჩანჩალებთან.

- ბოლო დროს მომრავლდნენ ეგრეთ წოდებული საბიუჯეტო გუნდები, ანუ ქვეყანაში არის რესურსი და ის ნაწილდება ასეთ კლუბებზე. ფეხბურთის ფედერაციას არ ჰქონია კონსულტაციები სახელმწიფოსთან საკლუბო ფეხბურთის განვითარებაზე?

- ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის ამ თემაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

- გასაგებია, მაგრამ საბიუჯეტო კლუბების მომრავლებამ უკვე ტენდენციის სახე მიიღო...

- ვისაც რა საშუალება აქვს, ისე აკეთებს საქმეს. მიმაჩნია, რომ არანაირ ინვესტიციაზე არ ღირს უარის თქმა. ქართულ კლუბებში რაც მეტი იქნება ინვესტიცია კერძო სექტორიდან, მით უკეთესი, მაგრამ ჩვენ ამას ვერავის დავაძალებთ.

- თუ სანაკრებო თემაზე შეიძლება თანამშრომლობა სახელმწიფოსთან, საკლუბომ რა დააშავა?

- სახელმწიფო ჩვენს ნაკრებებს რომ ეხმარება, ეს მისი კეთილი ნებაა. ამ დახმარებით ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს ორ-სამჯერ უფრო კარგად ვინახავთ, ვიდრე მანამდე. სახელმწიფო ინფრასტრუქურულ პროექტებშიც გვეხმარება - გაკეთდა მინდორი ფოთსა და გორში, ხელოვნური მოედანი კეთდება ქობულეთში.

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე უფრო სად უჭირს ქართულ ფეხბურთს, რა არის ყველაზე პრობლემატური ამ დროისთვის?

- ჯერჯერობით ქართულ ფეხბურთს ყველა მიმართულებით უჭირს. ჩემი აზრით, ყველაზე მწვავედ დგას კარგი მოედნების და კვალიფიციური მწვრთნელების საკითხი. საქართველოში სავარჯიშო პირობები საშუალო ევროპულს რომ მიუახლოვდეს, კარგი იქნებოდა...

- ეროვნულ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. გაჩნდა მითქმა-მოთქმა, რომ მომავალი სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება...

- ფედერაციაში ეს საკითხი არ განხილულა. დღევანდელი გადმოსახედიდან, თექვსმეტგუნდა ჩემპიონატი ალბათ არ გვექნება, სისტემაში კი შესაძლოა შევიდეს ცვლილებები.

- ჩემპიონატის სპონსორთა წრე არ გაფართოვდება? ალბათ ყველას აინტერესებს, გაუჩნდებათ თუ არა კლუბებს დამატებითი შემოსავლები...

- მოგეხსენებათ, კომპანია "სოკარი" ჩემპიონატის ერთ-ერთი სპონსორია და ამის გარდა მიხეილ მესხის სტადიონის მეორე მოედანზე ახალ საფარს დააგებს. ფედერაცია კი ამ მეორე მოედნის დანარჩენ ინფრასტრუქტურას მიხედავს.

საქმე იქითკენ მიგვყავს, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მეორე არენამ უეფას მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

- კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ მეორე მოედანთან?

- გასახდელები და ტრიბუნა თავისი ვიპ-ით. მეორე და მთავარ მოედანს შორის ისეთი კონსტრუქცია აღიმართება, რომ მთავარ არენას ორი გადახურული ვიპ ზონა ექნება, ახალ ნაგებობაში ლიფტებიც დამონტაჟდება. ყოველივე ეს უსწრაფესად უნდა გავაკეთოდ - ასეთია ჩვენი გეგმა.

- ეროვნულ ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. კახა კალაძე საკუთარი სურვილით წავიდა გუნდიდან, ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს ნაკრებში აღარ იწვევენ. არ გეჩვენებათ, რომ ასეთ ფეხბურთელებს ეტიკეტის დაცვის გარეშე ელევა ნაკრები?

- ვინც თქვენ დაასახელეთ, ყველა ამ ფეხბურთელს ეკუთვნის მადლობა და გამოსათხოვარი მატჩი. ამ ეტაპზე გადაჭრით არ შემიძლია იმის თქმა, თუ ვინ აღარ ითამაშებს ნაკრებში. ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება...

- ჯერჯერობით სასიკეთო ცვლილებები არ ჩანს ეროვნულ ნაკრებში. ფედერაცია კონკრეტულად რა მიზანს უსახავს ეროვნულ ნაკრებსა და მის მწვრთნელს დამდეგ შესარჩევში?

- ფედერაციის მხრიდან მწვრთნელის მიმართ არ არის კატეგორიული მოთხოვა ამა თუ იმ ადგილის დაკავებაზე. ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ - თუ ჯგუფში მესამე ადგილს დავიკავებთ, ნორმალური შედეგი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი
ეს კაცი საერთოდ რამის გამკეთებლია???? მემგონი სერიოზული უსაქმური და ტაკიმასხარაა.
cisko
ხო რეზი შენ და ჩივაძე ხართ ყველაზე დიდი მტერი ქართული ფეხბურთის,შენ არასოდეს გიტამაშია დიდი ფეხბურთი,ხოლო ჩივაძეს დაავიწყდა რა მთხლეც იყო ნახევარ დაცვაში და როგორ აქცია კაცად დიდმა ახალკაცმა,ეგ პარიკმახეროვიჩი.ხალხი ხედავს ხალხმა იცის ხალხს სჯერა ქართული ფეხბურთის და დროა წახვიდეთ სანამ გაგიტანეს
უძლევი
ქართულ ფეხბურთში რომ უამრავი პრობლემა არის ეს ყველამ იცის არველძე. ასევე ყველამ იცის რომ შენ ხარ ამ პრობლემების შემოქმედი. იქნება როგორმე, როგორმე, რამენაირად გეყოს ადამიანობა და დათმო სკამი? ჰა? თუ დაველოდოთ ბიძინას?
arthili
რეზი-ყველა ბოთლის პრობკა
hunter
იქ სადაც წელიწად-12თვე ბალახი ბიბინებს,ხელოვნური საფარის დაგება აზრად როგორ უნდა მოუვიდეს კაცს არ მესმის.
h
ქობულეთში ხელოვნური საფარი?ი
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო