"პიტსბურგის" მსგავს სიტუაციაში იყო მოხვედრილი რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "ვანკუვერი"

"პიტსბურგის" მსგავს სიტუაციაში იყო მოხვედრილი რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "ვანკუვერი". მასაც 0:3-იდან უწევს "ლოს ანჯელესთან" სერიის გადარჩენა.

"კენაქსისთვის" კარგი ამბავი ის იყო, რომ ტვინის შერყევის შემდეგ სრულად მოახერხა აღდგენა დანიელ სედინმა და გუშინ დაუბრუნდა თავის გუნდს. მაგრამ გადამწყვეტი მომენტი ის გახდა, რომ "ვანკუვერის" სამწვრთნელო შტაბმა კარში არა რობერტო ლუონგოს, არამედ კორი შნაიდერის დაყენება გადაწყვიტა.

პირველი პერიოდის დიდი ნაწილი სწორედ "კენაქსის" მეკარე მიათრევდა თავის გუნდს და ურთულეს დარტყმებს იგერიებდა. სტუმრების წინა ხაზის მოთამაშეები დაბნეულები ჩანდნენ და "კინგზის" მეოთხე შეტევითი სამეულიც კი აქტიურად იყო ჩართული იერიშებში.

ვანკუვერელები არათუ ეხმარებოდნენ საკუთარ მეკარეს, არამედ აუარესებდნენ სიტუაციას. მეისონ რეიმონდმა კოპიტარის პრესინგით საკუთარ ზონაში დაკარგა შაიბა და სლოვენიელმა ანგარიში გახსნა.

მეორე პერიოდში კორი შნაიდერმა ორი შესანიშნავი სეივი განახორციელა და შეხვედრას ინტრიგა შეუნარჩუნა. "კინგზმა" თავად შეიქმნა პრობლემები, როცა თამაშში პირველი გაძევება მიიღო, რომელიც შორეული ტყორცნით გამოიყენა ედლერმა.

"ვანკუვერმა" მომენტი დაიჭირა და სწრაფად გახადა ანგარიში 2:1 - მეკარე კუიკი ვერ გაუმკლავდა მაიკ რიჩარდსის რიკოშეტს, რომელიც ბიეკსას დარტყმის დაბლოკვას ცდილობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობა სტუმრებისა იყო, ბოლო პერიოდი კალიფორნიელებს დარჩათ, რომლებმაც რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების ორი შანსი მიიღეს. "მეფეები" შესანიშნავად ათამაშებდნენ შაიბას და ბევრს ურტყამდნენ, მაგრამ ბრწყინვალე შნაიდერმა შეუნარჩუნა "ვანკუვერს" უპირატესობა.

მესამე პერიოდში "მეფეების" აქტიურობა შეწყვიტა ვოინოვის გაძევებამ. "ვანკუვერი" სწრაფად კომბინირებდა და სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ფანტასტიკურად თამაშობდა კუიკი. მისმა ორმა სეივმა არა მარტო გადაარჩინა გუნდი, არამედ საპასუხო გოლის გატანის შანსი მისცა.

ბრაუნი კონტრეშეტევაში გაიქცა და მშვიდად გადიოდა ერთი ერთზე, მაგრამ ბიეკსამ შეგნებულად იუხეშა და მეტოქეს ბულიტის შესრულების საშუალება მისცა. "ლოს ანჯელესის" კაპიტანმა ვერ მოატყუა მეკარე და პირდაპირ შნაიდერს გაარტყა შაიბა. "კენაქსს" კიდევ ჰქონდა დარჩენილი დრო რიცხობრივ უპირატესობაში და 3:1 გახადა ანგარიში - ჰენრიკ სედინმა დამატებაზე ივარგა.

სატერის გუნდმა მოინდომა, მაგრამ ამან წარმატება ვერ მოუტანა და "ვანკუვერი" იმედიანად ბრუნდება შინ. "კენაქსის" კარში, ალბათ, დარჩება ბრწყინვალე შნაიდერი, რომელმაც ამ მატჩში 43 სეივი შეასრულა. ასევე უნდა აღვნიშნოთ ჰენრიკ სედინი, რომელმაც ძმის დაბრუნების შემდეგ იპოვნა თავისი თამაში.

ლოს ანჯელესი-ვანკუვერი 1:3

1:0, 0:2, 0:1

გოლები: 1:0 კოპიტარი-1 (ჯასტინ უილიამსი-4, უ. მიტჩელი-1), 1:1 ედლერი-2 (ჰამჰუისი-1, კესლერი-3), 1:2 ბიეკსა-1 (ბუტი-1), 1:3 ჰ. სედინი-1 (ჰამჰუისი-2, დ. სედინი-1).

სერია: 3-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა