"ჯიქებმა", რომელიც ბოლო წლებში ჭაბუკთა ორივე ლიგის ფავორიტია, გათამაშების დებიუტანტი "წიქარა" დაამარცხა
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგაში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობს, რომელიც ორ, A და B ჯგუფებშია განაწილებული.

აღსანიშნავია, რომ თბილისურ გუნდებთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ უმრავლესობას შეადგენენ, რეგიონის ხუთი კლუბი ასპარეზობს. ესენია: რუსთავის "ხარები", ოზურგეთის "არწივები", ჭიათურის "იმერეთი" და ორი ქუთაისური გუნდი (ქუთაისი 1, ქუთაისი 2).

A ჯგუფის გათამაშებაში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. პოტენციურმა ფავორიტებმა პირველი გამარჯვება მიითვალეს.

თბილისის "ჯიქებმა", რომელიც ბოლო წლებში ჭაბუკთა ორივე ლიგის ფავორიტია, გათამაშების დებიუტანტი თბილისის "წიქარა" დაამარცხა დიდი ანგარიშით, 55:0.

ასევე დიდი ანგარიშით მოიგო კიდევ ერთმა ტრადიციულმა ფავორიტმა "ქუთაისი 1"-მა, რომელმაც შინ სძლია თბილისის "ჯვაროსნებს" - 62:3. აღსანიშნავია, რომ "წიქარას" მსგავსად, "ჯვაროსნებიც" პირველად მონაწილეობს ჭაბუკთა A ლიგის გათამაშებაში.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა A ლიგის ძველი ბინადრების, თბილისური გუნდების - "ივერიისა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება. ივერიელებმა, რომლებსაც ორიოდ წლის წინ პირველ ლიგაში საკმაოდ ახალგაზრდული და სიმპათიური გუნდი ჰყავდათ, "ლოკომოტივს" 24:13 აჯობეს.

უშეღავათო გამოდგა ბრძოლა თბილისის "ლელოსა" და ქუთაისის მეორე გუნდს შორის. აღსანიშნავია, რომ ქუთათურთა ეს გუნდი პირველს ბევრად არაფრით ჩამოუვარდება, თუმცა ლელოელებთან სტუმრად მაინც ვერას გახდნენ - 0:13.

მეორე ტურში თბილისის "ჯიქები" შინ მიიღებს "ქუთაისი 1"-ს. სავარაუდოდ, ამ მატჩში გამოჩნდება, ვინ იქნება A ჯგუფის ნამდვილი ლიდერი. ასევე საინტერესო იქნება თბილისის "ივერიის" სტუმრობა "ქუთაისი 2"-თან. ამ გუნდს სათავეში "აიას" ყოფილი პირველხაზელი ბექა სულუხია ჩაუდგა, რომელმაც მძიმე ტრავმის გამო სარაგბო კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა.

A ჯგუფი

ჯიქები-წიქარა 55:0, ივერია-ლოკომოტივი 24:13, ქუთაისი 1-ჯვაროსნები 62:3, ლელო-ქუთაისი 2 13:0.

სატურნირო მდგომარეობა

1. ქუთასი 1 - 5 ქულა, 2. ჯიქები - 5, 3. ლელო - 4, 4. ივერია - 4, 5. ლოკომოტივი - 0, 6. ქუთაისი 2 - 0, 7. წიქარა - 0, 8. ჯვაროსნები - 0.

II ტური

ჯიქები-ქუთაისი 1, ჯვაროსნები-ლოკომოტივი, წიქარა-ლელო, ქუთაისი 2-ივერია.

B ჯგუფში ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: თბილისის "ხულიგანამ" საკმაოდ გამართული თამაში აჩვენა და ხელდახელ ბურთაობით თბილისის "ყოჩები" დაამარცხა - 32:15. სავარაუდოდ, ხულიგანელები, ცხადია, თუ ასევე განაგრძეს ასპარეზობა, პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებენ.

სხვა ფავორიტებმა კი თავიანთ შეხვედრებში დამაჯერებლად გაიმარჯვეს. თბილისის "აკადემიამ" ოზურგეთის "არწივებს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 46:0 მოუგო. ხაზგასასმელია ოზურგეთელთა მონდომება, რომლებსაც, პირველი ლიგის გუნდთან ერთად, ჭაბუკთა A და B ლიგების გუნდებიც ჰყავთ. მართალია, გურული მორაგბეები ლიდერებში ჯერ ვერ ხვდებიან, მაგრამ ეს დროსთან და სწორად, გამართულად მუშაობასთან ერთად მოვა.

წლეულს პირველად გამოჩნდა A ლიგაში ჭიათურის "იმერეთი", რომელმაც სტუმრად წააგო რუსთავის "ხარებთან" - 3:49.

სასიხარულოა, რომ ჭიათურელები ამ ქალაქში რაგბის აღორძინებას სერიოზულად ეკიდებიან. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, საბჭოეთის ხანაში, აქ საკმაოდ კარგი, კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავდათ და საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობდა. ტრადიციის აღდგენა კი ნამდვილად შესაშური საქმეა.

კიდევ ერთმა ფავორიტმა, "არმიამ" დიდი ანგარიშით სძლია თბილისის "ტორნადოს" - 62:15 და B ჯგუფის ლიდერობაზე განაცხადი გააკეთა. მეორე წრეში სწორედ მთავარი კონკურენტების, "არმიისა" და "აკადემიის" დაპირისპირება შედგება, რომელიც ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს.

B ჯგუფი

აკადემია-არწივები 46:0, ხარები-იმერეთი 49:3, არმია-ტორნადო 62:15, ყოჩები-ხულიგანა 15:32.

სატურნირო მდგომარეობა

1. არმია - 5 ქულა, 2. ხარები - 5, 3. აკადემია - 5, 4. ხულიგანა - 5, 5. ყოჩები - 0, 6. იმერეთი - 0, 7. არწივები - 0, 8. ტორნადო - 0.

II ტური

არმია-აკადემია, ხულიგანა-ხარები, ტორნადო-ყოჩები, არწივები-იმერეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა