"უა-ფუტბოლმა" ლვოვის "კარპატის" ქართველი საყრდენი 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ცენტრალურ ნახევარმცველად დააყენა
უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა "უა-ფუტბოლში" გამოქვეყნებულმა ბუბა დაუშვილის ინტერვიუმ (იხილეთ ვრცლად) მისი საფეხბურთო წარმატება დაჩრდილა.

არადა, უკრაინის პრემიერლიგის ბოლო, 27-ე ტურში "კარპატმა" ლუცკის "ვოლინს" 1:0 სძლია, ლვოველთა საყრდენმა ნახევარმცველმა კი შეუცვლელად ითამაშა და ერთადერთი გოლიც მისი მონაწილეობით გავიდა: საქართველოს ნაკრების მოთამაშის ძლიერი დარტყმის შემდეგ მცველმა ბურთს მიმართულება შეუცვალა, დამატებაზე კი ოლექსანდრ გლადკიმ ზუსტად ითამაშა.

"უა-ფუტბოლმა" დაუშვილი 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ცენტრალურ ნახევარმცველად დააყენა.

"ის გოდვინზე ნაკლები არ არის, - ამბობენ დაუშვილზე ლვოველი გულშემატკივრები, რომელთაც ნიგერიელი ნახევარმცველი ძალიან უყვარდათ.

ქართველი საყრდენიც მისნაირია, თითოეული ბურთისთვის ტრავმის ფასადაც კი იბრძვის.

"ვოლინთან" შეხვედრის შემდეგ მოედანს ფეხზე ყინულდადებული ტოვებდა. ასეთი იყო ლუცკელთა ჯანმაგარი ბიჭების ძლევის საფასური", - წერს "უა-ფუტბოლი".

მატჩის შემდეგ "კარპატის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა იური დიაჩუკ-სტავიცკიმ დაუშვილის კარგი თამაშის მიზეზი ახსნა:

"ბუბამ რუსული კარგად არ იცის, მაგრამ დღეს მისი აგენტი ჩამოვიდა, რომლის დახმარებითაც ავუხსენი, როგორ და სად უნდა ეთამაშა.

ურიგოდ არ გამოიყურებოდა და დავალებები კარგად შეასრულა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, "კარპატი" პრემიერლიგაში რომ დარჩეს, მაგრამ საამისოდ ბრძოლისუნარიანი მოთამაშეები გვჭირდება. მაგალითად, მხოლოდ მათ ვენდობი, ვინც მებრძოლია, სურს და შეუძლია თამაში.

არ შეიძლება, დაუშვილი მუშაობდეს, დაცვას ეხმარებოდეს, სხვა კი იდგეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა