ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველი ძალოსნები - შედეგი, მიღწეული სწორი სტრატეგიით

ქართველი ძალოსნები - შედეგი, მიღწეული სწორი სტრატეგიით

რაულ ცირეკიძესა და ირაკლი თურმანიძეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მიულოცეს
ანტალიაში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა ათლეტებმა. 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქუთაისელმა რაულ ცირეკიძემ 165 კილო აიტაცა, 200 კილო აკრა და ორჭიდის ჯამში 365 კილოგრამით ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა (აკვრასა და ატაცში ვერცხლის მედლები დაიმსახურა). მეორე ადგილზე გასულ ფათიხ ბაიდარს (თურქეთი) 6 კილოთი აჯობა.

მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძეს ორჭიდში 423 კილოთი ბრინჯაოს მედალი ერგო, ატაცში კი ოქროსაც გამოჰკრა ხელი. ორჭიდში იგი კილოთი ჩამორჩა გერმანელ ოლიმპიურ ჩემპიონ მატიას შტაინერს.

19 აპრილს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით ბეჟუაშვილთან და ოლიმპიურ ჩემპიონ, ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ასანიძესთან ერთად ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მედალოსნებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი შეხვდა და წარმატება მიულოცა.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: "ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტსმენებთან ერთად ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მაღალი შედეგები ეჩვენებინათ და ხუთი მედალი მოეხვეჭათ. ასეთი შედეგი არასდროს გვქონია. ეს დიდი გამარჯვება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვანო გრიქუროვის დამსახურებაა. ყველას ვულოცავ ამ წარმატებას, რომელიც ლონდონის ოლიმპიადისთვის კარგი წანამძღვარია. ბრიტანეთის დედაქალაქში სამი ძალოსნით წარვსდგებით და იმედია, იქაც მაღალი შედეგები გვექნება".

დავით ბეჟუაშვილი: "რაც დრო გადის, ქართველი ძალოსნები, მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, სტაბილურად ზრდიან შედეგებს და ანტალიაში მოპოვებული მედლებიც ამის დასტურია. ტემპს არ შევანელებთ, საწვრთნელ პროცესებსაც მეტი თანადგომა ექნება, რადგან სამომავლოდ უკეთეს შედეგებზე ვფიქრობთ".

გიორგი ასანიძე: "ვცდილობდი, ანტალიაში ემოციებს არ ავყოლოდი და თავშეკავებული ვყოფილიყავი, მაგრამ როგორ გინდა მოთოკო ვნებები, როცა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შენს თანამემამულეს ხედავ. ზომაზე მეტად ვიყავი ბედნიერი, როცა ორჭიდის ჯამში რაულ ცირეკიძემ ოქროს მედალი დაიმსახურა. 2002 წლის შემდეგ, რაც ანტალიაში ევროპის ჩემპიონობა მოვიპოვე, ათი წლის განმავლობაში მსგავსი წარმატება არ გვქონია უფროსებში, თორემ ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მრავალჯერ ავიდნენ ჩვენი ძალოსნები კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე".

ცირეკიძესთან ერთად ირაკლი თურმანიძემაც გაგვახარა. მედლებისთვის ბრძოლაში მას ხომ სახელოვანი მეტოქეები ჰყავდა.

იგი არ შეუშინდა ავტორიტეტებს. მესამე ადგილი ორჭიდში სრულიად ლოგიკური იყო. ზედმეტ რისკზე არ წავედით, რადგან წინ ოლიმპიადა გველის, თორემ ოლიმპიურ ჩემპიონ ტეშლერის გასწრება შეიძლებოდა. მართალი გითხრათ, ცდუნება დიდი იყო, მაგრამ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვანო გრიქუროვთან სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, სტრატეგიულად სწორად გაგვეთვალა ყველაფერი და ოქროსთვის ბრძოლას არ გამოვდევნებოდით. ასეც მოხდა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდებით. ბიჭებს თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჯერ არ უჩვენებიათ. ლონდონში შევეცდებით, რამდენიმე კილოგრამით მეტი ავწიოთ და საოლიმპიადე კვარცხლბეკზეც ვიფიქრებთ.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო

მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ

ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა