მოჭადრაკე ქალთა საერთაშორისო ტურნირში ქართველმა მოჭადრაკემ 6 ქულას მოუყარა თავი და მეორე ადგილი დაიკავა
19 აპრილს ჩინეთში დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა წრიული საერთაშორისო ტურნირი 10 დიდოსტატის მონაწილეობით.

ბოლო ტურში ბელა ხოტენაშვილი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ცზიუ ვენძიუნს დაუზავდა, 9 შესაძლებლიდან 6 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილს დასჯერდა, რადგან მასპინძელმა ჟაო სიუმ, რომელიც გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონია და ტურნირზე რეიტინგით მეორე ნომრად იყო განთესილი, შავი ფიგურებით იოლად სძლია თანამემამულე დინ ისინის და 6,5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა.

დანარჩენ შეხვედრებში დაზავდნენ: გუ სიაობინი-შენ იანი, თან ჟონი-მარია მუზიჩუკი, ჟან სიაოვენი-ჰუან ქიანი.

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: ჟაო სიუ-6,5, ბელა ხოტენაშვილი-6, თან ჟონი, ცზიუ ვენძიუნი-5-5, ჟან სიაოვენი, ჰუან ქიანი-4,5-4,5, მარია მუზიჩუკი, დინ ისინი-4-4, გუ სიაობინი-3, შენ იანი-2,5 ქულა.

მდევართა რიცხვი გაიზარდა

დუბაიში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ჩინელი ნი ჰუა მეწინავეობდა, რომელსაც თერთმეტი მდევარი ჰყავდა. გუშინდელი ორთაბრძოლების მერე 4,5-4,5 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში ორი მოჭადრაკე მოექცა, რომლებსაც ნახევარ-ნახევარი ქულით ერთბაშად 18 მოჭადრაკე ჩამორჩება, მათ შორის, ქართველი დიდოსტატები - ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაიაც არიან.

19 აპრილს ჯობავა ნი ჰუას დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ: ვიორელ იორდაჩესკუ-იური კუზუბოვი, ვლადიმირ ბაკლანი-ტიგრან პეტროსიანი, მიხეილ მჭედლიშვილი-ლევან ფანცულაია, ევგენი მიროშნიჩენკო-ჩანდა სანდიპანი. ვლადიმირ აკოფიანმა ზავენ ანდრიასიანი დაამარცხა და 4,5 ქულით ნი ჰუას წამოეწია. თბილისელმა დიდოსტატებმა - სოფიო ხუხაშვილმა და დავით არუთინიანმა, რომლებსაც 2,5-2,5 ქულა ჰქონდათ, გუშინ მარია მაკროპულუს (საბერძნეთი) და კოხესტანს (ინდოეთი) სძლიეს.

20 აპრილს მე-6 ტურში ითამაშებენ: ნი ჰუა-აკოფიანი; ოთხქულიანები: კუზუბოვი-ჯობავა,იორდაჩესკუ-ბაკლანი, გუფთა-ბასემ ამინი, პეტროსიანი-ჰოვანესიანი, ფანცულაია-ნეგი, სანდიპანი-განგულუ, ჟოუ-მეიზისი, გოპალი-მჭედლიშვილი, ატაბაიევი-მიროშნიჩენკო... ხუხაშვილი-მარტინ კრავცევი, ვაჰე ბაღდასარიანი-არუთინიანი.

მეცის საიუბილეოზე

ქართველი დიდოსტატები - კონსტანტინე შანავა და თორნიკე სანიკიძე ფრანგულ მეცში მოჭადრაკეთა 30-ე საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ.

შანავამ ბოლო ორ ტურში მონაგარს ქულა შესძინა (დაუზავდა ოლეგ კორნეევსა და მიხაილ გურევიჩს) და შვიდი შესაძლებლიდან 4,5 ქულას მოუყარა თავი, ერთპიროვნულ ლიდერ სებასტიან ფელერს ქულით ჩამორჩება. სანიკიძემ ნგუენ ჩი-მინთან ყაიმითა და სური ვაიბჰავის დამარცხებით ქულათა მარაგი ოთხამდე გაზარდა. 5-5 ქულით მაქსიმ ტუროვი და ანდრეი სუმეტსი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.

ლიდერთაგან დღეს მე-8 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: მაქსიმ ტუროვი-სებასტიან ფელერი, კონსტანტინე შანავა-ანდრეი სუმეტსი, ევგენი ვორობიოვი-მიხაილ გურევიჩი, ოლეგ კორნეევი-მატიუ კორნეტი, ალექსანდრ ზუბარევი-ბოგდან ლალიჩი, მარიუს მანოლაჩე-ვადიმ მალახატკო... თორნიკე სანიკიძე-ბარტ მიხელსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

cisko
ბელამ მითი ჩინელების უძლეველობის შესახებ-ჩინეთის დიდი კედელი საჭადრაკო სამყაროში დაანგრია.დავუდჰეთ ამ გოგონას გვერდით და ის ნანა ძაგნიძესთან ერთად ნაკრების ლიდერი და იმედია.იმედია გოგონები დაუბრუნებენ საქართველოს ძველ დიდებას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა