13-იდან მხოლოდ ოთხი ორთაბრძოლა დამთავრდა ფრედ. დანარჩენი პაექრობები შედეგიანი და საყურებლადაც საინტერესო აღმოჩნდა
ვერის ბაღში, გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში, 19 აპრილს პროფესიონალ მოკრივეთა ტრადიციული სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა.

13-იდან მხოლოდ ოთხი ორთაბრძოლა დამთავრდა ფრედ. დანარჩენი პაექრობები შედეგიანი და საყურებლადაც საინტერესო აღმოჩნდა.

საგულისხმოა ისიც, რომ 19 აპრილს პროფესიულ რინგზე ქალთა ერთი შეხვედრაც ჩატარდა. თბილისელი სოფო ფუტკარაძე, რომელსაც აქამდე 4 სარეიტინგო ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული, გორელ დებიუტანტ მარი ტატუნაშვილთან ვერას გახდა - 40:40.

დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: ჯაბა კაკულია (ზუგდიდი) - მიხეილ წითლანაძე (ბორჯომი) 39:39, გია ათენოვი (ვარიანი) - არჩილ მჭედლიშვილი (დუშეთი) 40:39, გიორგი კანდელაკი (ვარიანი) - ომარ ციხელაშვილი (დუშეთი) 39:39, პაატა ადუაშვილი (გორი) - ლაშა სამსონაშვილი (დუშეთი) 40:37, მიხეილ ავაკიანი (ბორჯომი) - ზვიად გოგია (ზუგდიდი) 39:37, გიორგი აბრამიშვილი (გურჯაანი) - ნოდარ რობაქიძე (ბორჯომი) 39:39, რამაზ გოგიჩაშვილი (ვარიანი) - შავლეგო წამალაიძე (თბილისი) 40:40, დავით რიბაკონი (ბორჯომი) - გიორგი აფციაური (თბილისი) 39:37.

ანზორ გამგებელი (ვარიანი) - კოტე კურტანიძე (ახალციხე), გიგა ლაბაძე (ბორჯომი) - გოჩა მჭედლიშვილი (თბილისი), გიგა ნადირაძე (ვარიანი) - სოსო სონღულაშვილი (თბილისი), ბაჩო კვარაცხელია (ვარიანი) - ტარიელ მამიტაშვილი (გორი) მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამთავრდა - გამგებელმა, ლაბაძემ, ნადირაძემ და კვარაცხელიამ გაიმარჯვეს.

გუშინდელ შეჯიბრებაში უფრო გამოცდილ მოკრივეებს არ უასპარეზიათ, რადგან აპრილ-მაისში მათ საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლები ელით.

20 აპრილს ვარიანელი მიხეილ გოგებაშვილი (58 კგ) ლონდონში 8-რაუნდიან შეხვედრას გამართავს მასპინძელ ლევის პეტიტთან. 27 აპრილს ბელგიური გენტის რინგზე კი გამოვლენ გორელი გიორგი თევდორაშვილი (85 კგ) და ფოთელი დავით მაკარიძე (69), რომლებსაც მეტოქეობას გაუწევენ გამოცდილი მასპინძლები - 35 წლის ისმაილ აბდული და 31 წლის ჯეკსონ ოსეი ბონსუ. 2 მაისს დონეცკში თავის 38-ე შეხვედრას გამართავს 25 წლის ვარიანელი შალვა ჯომარდაშვილი, რომელმაც 2010 წლის ევროპის კრივის კავშირის ქამრისთვის ორთაბრძოლა ბერნში შვეიცარიელ ივეს შტუდერთან ფრედ დაამთავრა.

მეშახტეთა ქალაქში ჩვენებურს უკრაინელი არტიომ რედკო დაუპირისპირდება. იმავე რინგზე მიხეილ ავაკიანი მასპინძელ სტანისლავ მერდოვს, ლევან ღარიბაშვილი კი არტიომ დალაქიანს გაუწევენ მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა