სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი შესაძლოა, რაგბის დაუბრუნდეს
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი შესაძლოა, რაგბის დაუბრუნდეს.

34 წლის ლეგენდარულმა მორაგბემ, რომელიც 2007 წლის "ოქროს ბოკეს" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, სარაგბო კარიერის დასრულების თაობაზე განცხადება 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულებისთანავე გააკეთა.

თუმცა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ჰაინკე მაიერმა მას სთხოვა, ბუცები ლურსმნიდან ჩამოეხსნა და ეროვნულ ნაკრებს დაბრუნებოდა. მაიერს სურს, მეტფილდი ივნისში, ინგლისთან სამმატჩიან სერიაში ათამაშოს.

"ჰეინკე მეიერმა მთხოვა რაგბიში დაბრუნება. ჯერჯერობით ვფიქრობ და გადაწყვეტილებას მივიღებ. იმისთვის, რომ მწვანე მინდორს დავუბრუნდე, ძალიან ბევრმა გარემოებამ უნდა შემიწყოს ხელი. თამაშს თავს რომ დაანებებ, მერე უკან დაბრუნება ძალიან ძნელია. ამიტომ დადებითი პასუხის გაცემა ამ შემოთავაზებაზე ძალიან გამიჭირდება.

ჰეინკე მაიერის ნაცვლად, ასეთი წინადადებით სხვას რომ მოემართა, ამ თემაზე არც კი ვიფიქრებდი" - თქვა ვიქტორ მეტფილდმა.

"ბოკეს" ყოფილი ლიდერი ამჟამად ტელეკომპანია "შუპერშპორტ"-ში კომენტატორად მუშაობას პრეტორიის "ბლუ ბულზში" მწვრთნელის ასისტენტობას უთავსებს. მან ღიად გამოთქვა სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების თავკაცობის სურვილი.

თუმცა საამისოდ, ცხადია, საკმაოდ დიდი გზა და გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი სამწვრთნელო ასპარეზზე.

"ვიქტორ მეტფილდს ეროვნულ ნაკრებში თამაში მართლაც შევთავაზე. ის უმაღლესი დონის ოსტატია და არც ასაკი აქვს ისეთი, რომ რაგბიში დაბრუნება ვერ შეძლოს. ამ ეტაპზე გუნდში ერთი პრობლემა მაქვს - მეორე ხაზი. ამიტომ მეტფილდი ძალიან გვჭირდება" - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მაიერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა