ნაკრების კაპიტანი იმედოვნებს, რომ ეროვნულ გუნდში კობიაშვილსა და იაშვილთან ერთად კიდევ ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ამ დროისთვის ზურაბ ხიზანიშვილი გახლავთ. ის ალღოიანი მცველია, მეტოქის სვლების წაკითხვა შეუძლია.

ხიზანიშვილი კარიერას რომ იწყებდა, მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ვიდრე მან უკვე მოახერხა. "რეინჯერსი", ინგლისის პრემიერლიგა - ეს ყველაფერი თავისით არ მოდის, ამას შეძლება უნდა.

ნაკრებს რაც შეეხება, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ჯერაც ხელმოცარულები არიან, თუმცა ყოველი ახალი ციკლის დაწყების წინ მოდის იმედი, განცდა, რომ ჩვენი ნაკრები უწინდელზე უკეთესი იქნება.

ხიზანიშვილი ახლა თურქული "ქაისერისფორის" ფეხბურთელია. შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე სეზონში არასტაბილურად თამაშობს და თურქული პრემიერლიგის რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა. თასის მეოთხედფინალში კი გავიდა, მაგრამ "ფენერბახჩესთან"(2:2) პენალტების სერიაში დამარცხდა. მოკლედ, ევროსაგზურის მიღმა დარჩა.

ხიზანიშვილთან საუბარიც "ქაისერისფორით" დავიწყეთ...

- მიზეზი, ალბათ, არაერთი იყო, მაგრამ რა იყო მთავარი ფაქტორი, რომ რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა ვერ მოახერხეთ?

- ამ სეზონისთვის ბევრი ახალი ფეხბურთელი მივედით "ქაისერში", შეთამაშებას კი დრო სჭირდება. ამას დაემატა წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები, ზოგიერთმა ფეხბურთელმა კი ნდობა ვერ გაამართლა...

- ბევრს საუბრობენ თურქი მსაჯების არაობიექტურობაზე. როცა გრანდები სხვა გუნდებს ხვდებიან, მსაჯი მოურიდებლად მიკერძოებულიაო - მართლა ასეა საქმე?

- მსაჯებს რაც შეეხებათ, ორი ვარიანტია - ან მართლა დაბალი დონეა, ან მსაჯებს ისეთი სიმპათია აქვთ გრანდების მიმართ, რომ შეიძლება, ცოლიც ათხოვონ.

- თასის მეოთხედფინალში "ფენერბახჩეს" კარგი ბრძოლა გაუმართეთ, 2:0-ს იგებდით კიდეც. მსაჯმა "ქაისერისფორის" ფეხბურთელებს შვიდი ყვითელი ბარათი უჩვენა. რა მოხდა, ამ შეხვედრაშიც მსაჯის სიმპათია "ფენერბახჩესკენ" იყო?

- მსაჯობამ მართლაც მნიშვნელოვნად განაპირობა მატჩის შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ თამაში მსაჯმა წაგვაგებინა. მეორე ტაიმში, შოთა არველაძის გარდა, მგონი, ყველა ქაისერისფორელი გააფრთხილა. სხვა ბევრი შეცდომაც დაუშვა...

- ინგლისურ პრემიერლიგაში არაერთი სეზონი ითამაშე - როგორ შეადარებდი მას თურქეთის ჩემპიონატთან?

- სხვაობა ძალიან დიდია. თურქეთის ლიგას ბევრი აქვს სამუშაო, რომ ინგლისს გაუტოლდეს.

- მცველისთვის სად უფრო რთულია თამაში, ინგლისში თუ თურქეთში?

- თამაში ადვილი არსად არის. რაც შეეხება შედარებას, უფრო ძნელი სათამაშო, რა თქმა უნდა, ინგლისშია.

- თურქეთის ჩემპიონატში ვინ მიგაჩნია ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად?

- "ფენერბახჩეს" ბრაზილიელი ალექს დე სოუზა. მას შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და უფრო დიდ დონეზე თამაში, ვიდრე თურქეთის ჩემპიონატია.

- "ქაისერისფორში" საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხარ? როგორ ატყობ, მწვრთნელის ნდობა გაამართლე?

- საკუთარი თავის წინ ყოველთვის გუნდის ინტერესებს ვაყენებ და არასდროს შემიფასებია საკუთარი თავი ცალკე. როცა გუნდი წარმატებით ასრულებს სეზონს, მაშინ ვუკეთებ საკუთარ თავს შეფასებას.

რაც შეეხება არველაძეს, შოთა მაშინ იქნება კმაყოფილი, როცა კარგ სეზონს ვითამაშებთ.

- 30 წლის ხარ - ოპტიმალური საფეხბურთო ასაკია და, ამავე დროს, დაფიქრების საშუალებასაც იძლევა - თურქეთში დიდი ხნით აპირებ თამაშს? სად ისურვებდი კარიერის დასრულებას?

- თუ სად დავასრულებ კარიერას, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო. კიდევ დიდხანს ვაპირებ თამაშს. ეს არის ჩემი საქმე და ყველაფერი, რაც ცხოვრებამ მომცა, ფეხბურთიდან მოდის.

- კახა კალაძე ნაკრებიდან წავიდა, ლევან კობიაშვილს ეროვნულ გუნდში აღარ იწვევენ. თემურ ქეცბაიამ კაპიტნად ხიზანიშვილი აირჩია - რას ნიშნავს ეს შენთვის?

- მიმაჩნია, რომ კალაძის ნაკრებიდან წასვლა ნაადრევი იყო. კახა სერია A-ს ფეხბურთელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. კალაძის ნაკრებიდან წასვლის მიზეზი კარგად ვიცი და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას.

კობიაშვილსა და იაშვილს რაც შეეხებათ, ისინი ნაკრებიდან არ წასულან და იმედი მაქვს, რომ ისევ ერთად ვითამაშებთ.

- როგორც უნდა იყოს, ამ დროისთვის ნაკრების კაპიტნად შენ ითვლები. კაპიტანს, სხვათა გარდა კი, ლიდერის თვისებებიც უნდა ჰქონდეს. როგორ ფიქრობ, ლიდერად იბადებიან თუ ლიდერის თვისებების გამომუშავება შესაძლებელია?

- ლიდერად შეიძლება დაიბადო და ლიდერად შეიძლება ჩამოყალიბდე - ასე რომ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
ზურა, კახა ძალიან გვიან წავიდა ის უვარგისი იყო საქართველოს ნაკრებისათვის. არც შენ ხარ დიდი ხვითო ამოხვედით ყელში დაუთმეთ ადგილი ახალგაზრდებს. როდემდე უნდა გიყუროთ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა