ოსვალდოს ტრავმა - ბენაშური გაუშვეს - გუისამ ოპერაცია გაიკეთა - ხუანმი ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორია

ოსვალდო ერთი თვით დააკლდება

"ესპანიოლის" იტალიელი ფორვარდი პაბლო ოსვალდო ერთ თვეს გამოტოვებს. "ვილიარეალთან" მატჩის პირველ ტაიმში არგენტინული წარმოშობის ფეხბურთელმა წვივის უკანა კუნთი გაიწყვიტა. "ვილიარეალთან" მატჩში იტალიელი მეკარე დიეგო ლოპესს შეეჯახა. მის გარეშე დარჩენილმა ბარსელონურმა კლუბმა კი "ელ მადრიგალზე" მძიმე მარცხი იწვნია - 0:4. არადა ოსვალდომ ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, პირველ ტურში მან დუბლი შეასრულა "ხეტაფეს" კარში, მისი თამაშით აღფრთოვანებულმა გუნდის ხელმძღვანელობამ საიჯარო ხელშეკრულება დაარღვია და ოსვალდო "ბოლონიისგან" 5 მილიონ ევროდ შეიძინა.

ტესტირება აჩვენა, რომ მარჯვენა წვივის უკანა კუნთია სერიოზულად დაზიანებული. ასე რომ, მაურისიო პოჩეტინიოს მთავარი თავდამსხმელის გარეშე მოუწევს ოქტომბრის მეორე ნახევრამდე ფონს გასვლა. დიდი ანგარიშით მარცხი, შეტევის ლიდერის დაკარგვა, მოკლედ, არგენტინელი მწვრთნელისთვის უსიამოვნო საღამო იყო. ერთადერთი გასახარი ის იყო, რომ 10-თვიანი შესვენების შემდეგ პლეიმეიქერმა ივან დე ლა პენიამ ითამაშა.

ბენაშური სახლში გაუშვეს

"მალაგამ" ტუნისის ნაკრების პლეიმეიქერი სელიმ ბენაშური გუნდიდან დაითხოვა. პარიზში დაბადებულ-გაზრდილ ბენაშურს "ლა როსალედაზე" კონტრაქტით კიდევ ერთი სეზონი უნდა გაეტარებინა, მაგრამ ის პორტუგალიელი თავკაცის, ჟეზუალდო ფერეირას გეგმებში ვერ ჯდებოდა. შარშან ბენაშურმა 26-ჯერ მოირგო "მალაგას" მაისურა, ძირითად სასტარტო შემადგენლობაში. კონტრაქტი ორივე მხარის ინიციატივით შეწყდა. "მალაგა" ბენაშურის მადლიერია პროფესიონალიზმისათვის. კლუბი უსურვებს მას წარმატებას შემდგომ კარიერაში", - ვკითხულობთ ანდალუსიური კლუბის ოფიციალურ საიტზე.

ბენაშური, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 44 მატჩი ითამაშა, თავისუფალი აგენტია და შეუძლია ნებისმიერ კლუბთან მოილაპარაკოს, რაც წესით არ უნდა გაუჭირდეს, რადგან თავისუფლად ლაპარაკობს არაბულად, ფრანგულად, პორტუგალიურად, ესპანურად და ინგლისურად.

გუისამ ოპერაცია გაიკეთა

"ფენერბაჰჩეს" ესპანელმა თავდამსხმელმა დანი გუისამ აქილევსის მყესის ოპერაცია გადაიტანა. 30 წლის თავდამსხმელი შეწუხებული იყო ამ ტრავმის გამო და ახალი სეზონის დასაწყისში გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება. ექიმები ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონმა ოპერაცია წარმატებით გადაიტანა, ორშაბათს გუისა შინ გაწერეს. ესპანეთის ნაკრების ექიმმა ხუან ხოსე გარსია კოტამ, რომელიც ოპერაციაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ კლუბს გუისას გარეშე 8 კვირა მოუწევს გაძლება. ზაფხულში ბევრს საუბრობდნენ, რომ ესპანელი სამშობლოში დაბრუნდებოდა, მაგრამ თავად გუისამ გადაწყვიტა "ფენერბაჰჩეში" დარჩენა.

ალვარესი: სადაც რეალი და ბარსაა, ჩემპიონობას როგორ მთხოვთ

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო ალვარესმა კლუბის მიზანი დასახა: ამ სეზონში "სევილიამ" მე-3 - მე-6 ადგილებს შორის უნდა დაასრულოს ასპარეზობა. "ის გუნდი აღარ გვყავს, როგორც რამდენიმე სეზონის წინ. რეალურად უნდა შევხედოთ მდგომარეობას, როცა ლიგაში "ბარსელონა" და "რეალი" თამაშობს, ჩემპიონობის მოპოვებაზე აქცენტის გაკეთება ძნელია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მე-3 ადგილისთვის და არაფრით არ უნდა ჩამოვცდეთ მე-6 ადგილს", - განაცხადა მოკრძალებულმა ალვარესმა, რომელმაც უარყო ხმები, თითქოს, ცუდი ურთიერთობა აქვს ბრაზილიელ ფორვარდ ლუიშ ფაბიანოსთან: "ლუიში კარგი ფეხბურთელია და მას რეგულარულად უწევს თამაში. ბოლო ხანებში ალვარო ნეგრედომ ბევრი იშრომა და მას თავის გამოჩენის შანსი მივეცი. დიახ, შევცდი, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ამ საკითხზე დისკუსიას არავისთან ვაპირებ", - განაცხადა "სევილიას" მწვრთნელმა.

ხუანმი, ესპანური ფეხბურთის ახალი იმედი

"მალაგას" 17 წლის ფორვარდმა ხუანმიმ (სრული სახელია ხუან მიგელ ხიმენესი) პრიმერა დივიზიონის რეკორდი დაამყარა - მან "სარაგოსას" კარში ორი გოლი გაიტანა (რასაც ერთი საგოლე პასიც დაუმატა), რითაც ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ხუანმი ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო (6 თამაში, 5 გოლი). მან "მალაგას" პირველ გუნდში პირველად იანვარში ითამაშა "ხეტაფეს" წინააღმდეგ "სამეფო თასის" მატჩში და გოლიც გაიტანა. მაშინ ხუანმი "მალაგას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. 5 აგვისტოს ფეხბურთელმა კარიერაში პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, ის 2015 წლის ივლისამდე "მალაგაში" ითამაშებს.

ლელო

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის