ნბა-ს საუკეთესო ცენტრმა სეზონის დარჩენილი ნაწილისა და ოლიმპიური თამაშების გამოტოვება გადაწყვიტა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ცენტრმა, "ორლანდო მეჯიქის" ლიდერმა დუაიტ ჰოვარდმა სეზონის დარჩენილი ნაწილისა და ოლიმპიური თამაშების გამოტოვება გადაწყვიტა.

"სუპერმენმა" უახლოესი პერიოდისთვის გადმოიტანა ზურგზე ოპერაცია, რასაც ხანგრძლივი სარეალიბიტაციო კურსი მოჰყვება.

"ვცდილობდი ტკივილგამაყუჩებლებით მეთამაშა, მაგრამ ამით კიდევ უფრო გავართულე ზურგის ტრავმა. ოპერაციის დასრულების შემდეგ დავიწყებ აღდგენით კურსს და უკვე ოთხი თვის თავზე სრულფასოვან ვარჯიშებს შევუდგები", - ამბობს ჰოვარდი სააგენტო AP-სთან კომენტარში.

მიმდინარე სეზონში დუაიტმა 54 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 20.6 ქულა, 14.5 მოხსნა და 1.9 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "სუპერმენს" ზურგზე ოპერაციაც რომ არ დასჭირვებოდა, შესაძლოა, მაინც გამოეტოვებინა რეგულარულის დარჩენილი ნაწილი და პლეი ოფის ეტაპი. ამერიკული პრესის ცნობით, ჰოვარდი დაუკავშირდა "ორლანდოს" მფლობელ რიკ დევოსს და განუცხადა მას, რომ არ აპირებს მოედანზე გასვლას იქამდე, სანამ "მეჯიქს" სათავეში სტენ ვან განდი უდგას.

თუმცა დუაიტის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოგვიანებით გამოვიდა პრესის წინაშე და განაცხადა, რომ ეს ისტორია 100 პროცენტით ჟურნალისტების მიერ არის მოგონილი. კიდევ რამდენიმე წყარომ დაწერა იმის შესახებ, რომ ჰოვარდს არ წამოუჭრია რიკ დევოსთან ვან განდის თემა.

ჰოვარდის ტრავმის შემდეგ აქტუალური გახდა ოლიმპიურ ნაკრებში მისი შემცვლელის საკითხი. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ “სუპერმენის" ნაცვლად ლონდონში “მაიამის" ფორვარდი კრის ბოში გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა