მონაკოში მიმდინარე მასტერსზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
მონაკოში მიმდინარე მასტერსზე 20 აპრილს ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ, წინა დღეს კი მერვედფინალური ეტაპის წინ, ცუდი ამბავი შეიტყო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მან ბაბუა - ვლადიმირ ჯოკოვიჩი დაკარგა.

სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო გაუჭირდა მას მერვედფინალში ალექსანდრ დოლგოპოლოვის დამარცხება. პირველი სეტი უკრაინელმა მოიგო და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა გონს სერბი ჩოგბურთელი.

ამ სამწუხარო ამბავის მიუხედავად, ნოვაკმა ტურნირის მიტოვება გადაიფიქრა და 20 აპრილს, მეოთხედფინალში გაცილებით მხნედ გამოიყურებოდა ჰოლანდიელი რობინ ჰაასეს წინააღმდეგ - 6:4, 6:2.

დღის ერთ-ერთი მოულოდნელობა იყო ბრიტანელი ენდი მიურეის მარცხი ჩეხ ტომაშ ბერდიხთან - 7:6, 2:6, 3:6. ამ მატჩში გამარჯვებული სწორედ ჯოკოვიჩს შეხვდება ნახევარფინალში.

მეორე ნახევარფინალური წყვილი რაფაელ ნადალმა და ჟილ სიმონმა დააკომპლექტეს. ესპანელმა ორ სეტში მოუგო სტანისლას ვავრინკას, სიმონმა კი დღის მეორე მოულოდნელობა დააფიქსირა, როცა ორ სეტში დაამარცხა თანამემამულე ჟო-ვილფრიდ ცონგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა