ქუთაისში გამართულ 16-წლამდელთა ნახევარფინალურ მატჩში მასპინძლებმა ოვერტაიმში იმარჯვეს - 100:97
16-წლამდელთა ნახევარფინალური მატჩში ქუთაისში გაიმართა, სადაც ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ადგილობრივი "ქუთაისი" და "კარდინალი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 86:86 დასრულდა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც საბოლოოდ მასპინძლებმა იმარჯვეს - 100:97.

პირველი ტაიმი სტუმართა სასარგებლოდ წარიმართა, რომლებიც საწყისს ათწუთეულში 27:16 დაწინაურდნენ, ხოლო მეორე პერიოდის ბოლოს სოლიდური ანგარიშით, 46:30 გავიდნენ წინ.

მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს და აღნიშნული პერიოდის მიწურულს 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 66:63.

გადამწყვეტ დასკვნით მეოთხედიში მასპინძლებმა მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და ანგარიშში 10-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს - 71:61.

მიუხედავად ამისა, "კარდინალმა" შეძლო მობილიზება და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:45 წუთით ადრე საყაიმო ანგარიში დააფიქსირა - 82:82.

ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა და გამარჯვებულთა ვინაობაც გაურკვეველი დარჩა. მატჩი ფრედ (86:86) დასრულდა და შეხვედრა დამატებითი დროში გადავიდა, რომლის საწყისი წუთებიც კვლავ გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. "ოვერტაიმის" მე-3 წუთზე ქუთაისელები 6 ქულით დაწინაურდნენ (96:90) და ამის შემდეგ მოწინააღმდეგეს წინ გასვლის საშუალება აღარ მისცეს.

მდევრის როლში მყოფმა "კარდინალმა" წინ გასვლა ვეღარ მოახერხა და ნახევარფინალურ სერიაში მეტოქეს 0:1 ჩამორჩა.

"ქუთაისის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთნაბად ორმა მოთამაშემ შეასრულა. ირაკლი მაცაბერიძემ 36 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა, ხოლო დავით მაჭარაძის ანგარიშზე 13 ქულა და 11 მოხსნაა. "კარდინალის" მხრიდან 29 ქულით თავი ლევან გოგალაძემ გამოიჩინა, ხოლო 21 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი დიმიტრი ბობილევმა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება. 16-წლამდელთა კიდევ ერთი ნახევარფინალური შეხვედრა "სოხუმსა" და აკადემიას შორის 21 აპრილს 18:00 საათზე გაიმართება. ხოლო სერიის განმეორებითი მატჩები, (კარდინალი - ქუთაისი; აკადემია - სოხუმი) 26 აპრილსაა დაგეგმილი.

www.u-16.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა