როგორც ჩანს საქმე კოჭის ამოგდებასა და მოტეხილობასთან ერთდროულად გვაქვს - "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენაფლანგელის ანტონიო ვალენსიას ამბავს მოგახსენებთ.

როგორც ჩანს საქმე კოჭის ამოგდებასა და მოტეხილობასთან ერთდროულად გვაქვს - "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენაფლანგელის ანტონიო ვალენსიას ამბავს მოგახსენებთ. უიღბლოდ დაიწყო სახელოვანმა ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამეშება - ვერც "გლაზგო რეინჯერსს" მოუგო და ეკვადორელი ნახევარმცველიც ისე დაუშავდა, რომ, ალბათ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ეპიზოდი, როდესაც 25 წლის ფეხბურთელი დაშავდა მთელმა მსოფლიომ ნახა - ვალენსიასა და კირკ ბროდფუტის ორთაბრძოლა სრულიად უვნებელი რამ გახლდათ, არადა ისე ცუდად დასრულდა, რომ ვალენსიას ჟანგბადის ბალონები დასჭირდა. მანჩესტერელთა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ბრძანა:

"ვშიშობ, ტრავმა მართლა ძალიან სერიოზულია. ანტონიოს ოპერაცია რომ სჭირდება ეჭვგარეშეა და ეს ძალინ ცუდია. ვგონებ იგი ისევე დაშავდა, როგორც თავის დროზე ალან სმიტი, როდესაც ჩვენთან თამაშობდა. ჩემი ვარაუდით ვალენსია ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. "რეინჯერსის" ფეხბურთელებმა ხელის ქნევა და ჩვენი ექიმების მიხმობა რომ დაიწყეს ხელად მივხვდით, რომ დიდ უიღბლობასთან გვქონდა საქმე".

ტრავმა იმდენად შემზარავი სანახავი იყო, რომ ტელეკომპანიებმა მომენტის ჩანაწერი აღარ გაიმეორეს და ამ ინციდენტმა სრულიად ჩაყლაპა მოვლენა, რომელიც იმ დღეს, თითქოსდა, დღის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო - უეინ რუნის დაბრუნებაზე მოგახსენებთ. რუნიზე ყურადღებას, მოგეხსენებათ, იმიტომ ვამახვილებთ, რომ ბოლო კვირანახევრის განმავლობაში ის ნამდვილ კოშმარში იყო. ტაბლოიდებმა ცოლის ღალატში ამხილეს და ლამის ოჯახი დაენგრა თავზე. ფერგიუსონმა გასულ შაბათს "ევერტონთან" პრემიერლიგის შეხვედრაშიც კი არ ათამაშა, რადგან მის "გუდისონ პარკის" ფანობის წინაშე გაყვანას მოერიდა, მაგრამ აი, ჩემპიონთა ლიგაში რუნი დაბრუდა.

თუმცა, "რეინჯერსთან" ალექს ფერგიუსონმა მარტო რუნი კი არ დაუბრუნა მოედანს, "ევერტონთან" ნათამაშები შემადგენლობა მთლიანად გამოცვალა - ათი ახალი ფეხბურთელი გამოიყვანა. ინგლისში დაწერეს, ფეგიმ ჩემპიონთა ლიგა "ქარლლინგის" თასს გაუტოლაო. თუმცა, რუნის დაბრუნებისა და შემადგენლობის გადახალისების მიუხედავად "იუნაიტედმა" გლაზგოელთა კედლად აღმართული დაცვის გარღვევა ვერაფრით მოახერხა. ფერგიუსონმა თქვა:

"ჩვენ სულაც არ გვაკლდა ფეხბურთელები, რომელთაც მოედანზე გასვლა და თამაშის მოგება შეუძლიათ. ვიცი, გამაკრიტიკებენ, რომ უძლიერესი შემადგენლობა არ ვათამაშე, მაგრამ ეს არ იქნება მართალი. მე ძალიან ძლიერი შემადგენლობა გავიყვანე მოედანზე. ამ მოთამაშეთაგან რვამ "ქომუნითი შილდზე" (ინგლისის სუპერთასს ჰქვია ასე) "ჩელსის" მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ "რეინჯერსის" დამარცხებაც შეეძლოთ. სხვათაშორის, ბურთის ფლობისა და შეტევათა ინტენსივობის თვალსაზრისით საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მომენტები ვერ შევქმენით. "რეინჯერსმა" ისეთი ტაქტიკით ითამაშა, რომ ვეჭვობ, სხვა შემადგენლობით რომ მეთამაშა რაიმე განსხვავებული გამოსულიყო".

"რეინჯერსის" მწვრთნელმა უოლტერ სმიტმა კი ასე თქვა: "დღეს `იუნაიტედის" შემადგენლობამ ყველა გააკვირვა, მაგრამ მგონი ამ ფეხბურთელთა 80 პროცენტს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ნებისმიერი სხვა გუნდი სიამოვნებით იყოლიებდა თავის ძირითად შემადგენლობაში. ჩვენ დღეს თამაში ჩაშლაზე ავაგეთ და მართალია ჩაშლა ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე შექმნა, შედეგს მივაღწიეთ და კმაყოფილი ვარ. მანჩესტერელებმა მართლა ცოტა მომენტი შექმნეს და ჩვენ მათი ჩაშლა მოვახერხეთ".

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე