მარიუპოლის "ილიჩივეცის" ქართველი ნახევარმცველი "ოლექსანდრიასთან" მხოლოდ საგოლე პასს დასჯერდა
უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურში, მარიუპოლის "ილიჩივეცმა" საკუთარ მოედანზე "ოლექსანდრიას" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. მარიუპოლთა გუნდში დონეცკის "შახტარიდან" იჯარით მყოფმა დავით თარგამაძემ თავის ყოფილ გუნდთან საგოლე პასი მიითვალა.

თარგამაძემ მონაწილეობა თავისი გუნდის მეორე გოლში მიიღო, როდესაც თანაგუნდელი მარცხენა ფლანგიდან გამჭოლი პასით მოამარაგა.

დავითმა ამ თამაშში სრულად ითამაშა, ხოლო "ილიჩივეცის" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.

ამ გამარჯვებით ქართველების გუნდმა ჩემპიონატში 28 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში "ვოლინს" გადაასწრო და უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე, პრაქტიკულად, აღარ აემუქრება

მატჩის შემდეგ დავით თარგამაძემ ტელეკომპანია "ფუტბოლის" ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა.

- დავით, შენი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშს როგორ შეაფასებ? ჩანდა, თითქოთ ოლექსანდრიელებისთვის გატანა ძალიან გინდოდა.

- ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. რამდენიმე კარგი მომენტი მქონდა, მაგრამ გატანა ვერაფრით მოვახერხე. ერთ ეპიზოდში მეკარემ მოიგერია საჯარიმოდან ჩემი დარტყმული, კიდევ ერთხელ კი ბურთის კარში გადაგზავნაში ხელი მინდორმა შემიშალა.

- "ილიჩივეცის" სტადიონის გაზონის ხარისხი, გაზაფხულის პირველ მატჩებთან შედარებით, გაუმჯობესებული არაა?

- დიახ, რა თქმა უნდა. დღეს თამაში უფრო იოლი იყო, ვიდრე წინა მატჩებში. მაგალითად, "ტავრიასთან" ძალიან გაგვიჭირდა.

- დავით, როგორ ფიქრობ, მას შემდეგ, რაც პრემიერლიგის მომავალ სეზონში ადგილი გაინაღდეთ, გუნდი გააგრძელებს ბოლომდე თავდადებით თამაშს?

- აუცილებლათ, ბოლო თამაშის ჩათვლით, მხოლოდ მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლებთ.

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა